ფრანსუა დე ვალუა
ფრანსუა დე ვალუა | |
---|---|
ანჟუს, ალანსონის, ბერის, ტურინის და შატო ტიერის ჰერცოგი | |
მმართ. დასაწყისი: | 1566 |
მმართ. დასასრული: | 1584 |
წინამორბედი: | მარგარეტ დე ვალუა |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 18 მარტი 1555 |
გარდ. თარიღი: | 10 ივნისი 1584 (29 წლის) |
სრული სახელი: | ჰერკულეს ფრანსუა დე ვალუა-ანჟულემი |
დინასტია: | ვალუები |
მამა: | ანრი II |
დედა: | ეკატერინე მედიჩი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ფრანსუა დე ვალუა (დ. 18 მარტი, 1555 — გ. 10 ივნისი, 1584) — საფრანგეთის მეფე ანრი II-ის და ეკატერინე მედიჩის მერვე შვილი და მეხუთე ვაჟი.
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფრასუა 1555 წლის 18 მარტს დაიბადა საფრანგეთის სამეფო ოჯახში, მისი დედმამა იყვენ საფრანგეთის მეფე-დედოფალი ანრი II და ეკატერინე მედიჩი. ფრანსუა მათი მერვე შვილი იყო და მეხუთე ვაჟი. ფრანსუას შემდგომ მათ კიდევ 2 ტყუპი გოგონა შეეძინათ თუმცა ისინი 2 თვისანი დაიღუპნენ და ამიტომაც ითვლება რომ ფრანსუა მათი ნაბოლარა შვილია. თავიდან მას ჰერკულესი დაარქვეს მაგრამ შემდეგ გადაირქვა სახელი და ფრანსუა დაირქვა. 1559 წლის 10 ივლისს ფრანსუას უფროსი დის ქორწილში დაიღუპა ფრანსუას მამა მეფე ანრი II, ხოლო მეფე-დედოფლად მისი უფროსი ძმა და შოტლანდიელი რძალი, ფრანსუა II და მარიამ სტიუარტი აკურთხეს. თუმცა 1560 წლის 5 დეკემბერს ფრანსუა გარდაიცვალა. და ტახტზე მეორე ძმა შარლ IX ავიდა, რომელიც 10 წლის იყო ამიტომაც მას რეგენტად დედამისი ეკატერინე მედიჩი დაენიჩნა. სწორედ უფროსი ძმის ფრანსუა II-ის პატივსაცემად დაირქვა მან ფრანსუა. 1565 წელს ფრანსუას ყვავილი შეეყარა რამაც საშინლად იმოქმედა მის გარეგნობაზე და დააკარგვინა ძველი მომხიბლავობა. 1574 წელს მისმა ძმამ შარლ IX-მ მას უბოძა ალანსონის, შატო-ტიერის, ბერისა და ტურინის ჰერცოგის ტიტული. 1576 წელს დაიდო ედიქტი იმის შესახებ რომ ეს ტიტული ფრანსუას მემკვიდრეობას უნდა გადასცემოდა იმ შემთხვევაში თუკი ის მეფე ვერ გახდებოდა. 1574 წლის 30 მაისს გარდაიცვალა მისი უფროსი ძმა შარლ IX, და ტახტზე ავიდა მეორე უფროსი ძმა ანრი III რომელიც ამავდროულად ლიტვა-პოლონეთის მეფეც იყო, ხოლო ფრანსუა დაინიშნა საფრანგეთის დოფინად, ვინაიდან მას მეტი ძმა აღარ ჰყავდა და ვინაიდან ანრის შვილი არ ჰყავდა.
ფრანსუა და ჰუგენოტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1575 წლის 15 სექტემბრის ღამეს ფრანსუა გაიქცა სასახლიდან, რადგანაც მას არ მოსწონდა მისი გაუცხოებული ძმის ანრის მმართველობა,რომელსაც ძალიან ეტყობოდა პოლონური კვალი, ანრის და ეკატერინეს კი ეშინოდათ ის ამბოხებულ პროტესტანტებს არ შეერთებოდა. ეს შიში გამართლდა კიდეც ფრანსუა შეუერთდა მეამბოხე პრინც კონდეს თავისი ძალებით სამხრეთ საფრანგეთში. კონდესა და ფრანსუას არმიას მალე შეუერთდა ნავარის მეფეც თავისი არმიით. ასეთი ურიცხვი არმია საკმარისი იყო ანრი III-ისათვის რომ ხელი მოეწერა საბუთისათვის რომელშიც ის პროტესტანტებს უფლებებს უზრდიდათ. ამით ამბოხება შეჩერდა თუმცა 1576 წელს ანრიმ ეს საბუთი გააუქმა. მაგრამ ძმის შემოსარიგებლად ანრიმ ფრანსუას ანჟუს ჰერცოგის ტიტული უბოძა და ამით მოაგვარა ოჯახური განხეთქილება.
ფრანსუა და ელისაბედ I
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1579 წელს დაიწყო მოლაპარაკებები ფრანსუას ქორწინებასთან დაკავშირებით. მის საცოლედ კი მოიაზრებოდა ინგილისა და ირლანდიის დედოფალი ელისაბედ I ტიუდორი რომელიც იმ დროს 46 წლის იყო ხოლო ფრანსუა 24-ის. მიუხედავად ამ ასაკობრივი უფსკრულისა ფრასუა მაინც სცემდა პატივს ელისაბედს როგორც ქალსა და დიდ დედოფალს. ამის აღსანიშნავად ფრანსუამ ელისაბედს გაუგზავნა ოქროს, ზურმუხტის თვლებიანი ბაყაყის ფორმის დიდი საყურეები. სწორედ ამის შემდეგ შეარქვეს ელისაბედს „ჯუჯა ბაყაყი“ თუმცა ფრანსუას ეს საჩუქარი ცუდი განზრახვით არ უჩუქებია. მიუხედავად ამისა ფრანსუა და ელისაბედი მაინც დაახლოვდნენ. თუმცა ელისაბედი ჭკვიანი ქალი იყო და იცოდა რომ ამ მოლაპარაკებებიდან არაფერი გამოვიდოდა. ამიტომაც ელისაბედი ფრანსუაზე ამბობდა :“ის არის ადამიანი გული, ვიცი რომ უბრალო ხალხს სურს იხილოს ფრანგი ქმარი ჩემს გვერდით მაგრამ რეალურად ყველამ იცის რომ ასაკით ის ჩემი ძე უფროა ვიდრე ქმარი“. თუმცა ეს ეკატერინე მედიჩს ყურადაც არ უღია იგი მაინც განაგრძობდა საქორწინო მოლაპარაკებებს. მაგრამ მოგვიანებით ეკატერინეს თავისმა მრჩეველმა უთხრა რომ ელისაბედის ასაკში მშობიარობის რისკები ძალიან მაღალია და შესაძლოა ამ ქორწინებაში ბავშვი არ გაჩნდესო. ამაზე ეკატერინე დაფიქრდა და ელისაბედზე, როგორც მომავალ რძალზე ფიქრი სამუდამოდ გაწყვიტა.
ფრანსუა ჰოლანდიაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1578-1581 წლებში ფრანსუას ჰოლანდიელმა პროტესტანტებმა შესთავაზეს მათი ლიდერობა. თუმცა ფრანსუას რძალს ანრი III-ის ცოლს,საფრანგეთის დედოფალ ლუიზა დე ლორენ-ვემონტს ამ პერიოდში მუცელი მოეშალა, ამიტომ ანრი უმემკვიდრეოდ რჩებოდა და ფრანსუას უფლებები საფრანგეთის ტახტზე იზრდებოდა. მიუხედავად ამისა ფრანსუა ჰოლანდიაში გაემგზავრა. 1582 წლის 10 თებერვალს კი წარმატებული დაბრუნდა საფრანგეთში. ფრანსუა ჰოლანდიაში ყოფნისას მნიშვნოლოვანი პოლიტიკური ფიგურა იყო და მუშაობდა რელიგიური ომების განმუხტვაზე. ჰოლანდიაში მთილანად ფრანსუას განკარგულებაში იყო ქალაქები: ანტვერპი, ბრიუგე, დანკირკი და ოსტენდი. მან ქალაქი ანტვერპი დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად ფრანგული ჯარებით ააოხრა და დაიქვემდებარა ხოლო ზემოდ ხსენებული ქალაქები უბრძოლველად ჩაბარდნენ. მაგრამ ჰოლანდიელები დაიღალნენ მათ მიწაზე ფრანსუასა და სხვა ფრანგების თარეშით და ქალაქი ანტვერპი 1583 წელს აჯანყდა. ამ აჯანყებას ფრანსუამ ცოცხალმა ძლივს გამოასწრო. ამის შემდეგ ფრანსუას ჰოლანდიისაკენ აღარ გაუხედია.
გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ანტვერპში მარცხმა ბოლო მოუღო ფრანსუას სამხედრო კარიერას. დედამისმა, დედადედოფალმა ეკატერინემ განაცხადა: „ღმერთს თქვენ უყვარხართ და ამიტომ ხარ ცოცხალი, მაგრამ ასევე შენ ხარ მიზეზი ამდენი ფრანგი ჯარისკაცის უაზრო სიკვდილისა ჰოლანდიაში“. ამას კიდევ ერთი შეურაცხყოფა მოჰყვა დედოფალ ელისაბედისაგან. ფრანსუა იძულებული გახდა საფრანგეთი დაეტოვებინა და მალე იტალიაში წავიდა. 1584 წელს მას იქ მალარია შეეყარა და საშინლად დაავადდა. ამით შეშინებულმა ანრიმ და ეკატერინემ ფრანსუა პარიზში დააბრუნეს.მათ რათქმნაუნდა იმის ეშინოდათ, რომ საფრანგეთი მემკვიდრის გარეშე არ დარჩენილიყო. იქ მას ყველაფერი აპატიეს რის შემდეგაც 1584 წლის 10 ივნისს ფრანსუა გარდაიცვალა.უცოლოდ და უმემკვიდრეოდ.29 წლის.
ტიტულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ევრეს ჰერცოგი 1560-1584 წლებში
- ალანსონის ჰერცოგი 1566-1584 წლებში
- შატო-ტიერის ჰერცოგი 1566-1584 წლებში
- პერჩეს ლორდი 1566-1584 წლებში
- მანტეს-ლა-ჯულის ჰერცოგი 1566-1584 წლებში
- მანტეს ლორდი 1566-1584 წლებში
- ანჟუს ჰერცოგი 1576-1584 წლებში
- ბერის ჰერცოგი 1576-1584 წლებში
- ტურინის ჰერცოგი 1576-1584 წლებში
- საფრანგეთის დოფინი 1574-1584 წლებში
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Le Roy Ladurie, Emmanuel (1987). L'État Royal. Paris: Hachette. p. 227. ISBN 2-01-009461-1.
- From Sir Philip Sidney's letter to Elizabeth I on the subject of Anjou (1579), in Katherine Duncan-Jones and Jan van Dorsten, eds, Miscellaneous prose of Sir Philip Sidney (1973) pp. 46-57
- After Anjou's death, she made a present of them in 1589 on the occasion of the wedding of her grand-daughter, Christina of Lorraine, to Ferdinand I, Grand Duke of Tuscany; they remain at the Uffizi.
- see Jean Heritière, Catherine di Medici, Allen and Unwin, p397
- Strange, Mark (1976). Women of power: the life and times of Catherine dé Medici. Harcourt Brace Jovanovich. p. 273. ISBN 0-15-198370-4.