ლუი I ღვთისმოსავი
ლუი I ღვთისმოსავი | |
---|---|
ფრანკთა მეფე და საღვთო რომის იმპერატორი | |
მმართ. დასაწყისი: | 813 |
მმართ. დასასრული: | 840 |
წინამორბედი: | კარლოს დიდი |
მემკვიდრე: |
ლოთარ I ლუი II შარლ II |
სხვა წოდებები: |
აკვიტანიის მეფე ლომბარდთა მეფე ბოჰემიის მეფე |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 778 |
დაბ. ადგილი: | ფრანკთა სახელმწიფო |
გარდ. თარიღი: | 20 ივნისი, 840 |
გარდ. ადგილი: | ინგელჰაიმი, გერმანია, ფრანკთა სახელმწიფო |
დინასტია: | კაროლინგები |
მამა: | კარლოს დიდი |
დედა: | ჰილდეგარდი |
ლუი I ღვთისმოსავი, აგრეთვე ცნობილი როგორც სამართლიანი და თავაზიანი (დ. 778 — გ. 20 ივნისი, 840) — ფრანკთა მეფე 813–840 წლებში, კაროლინგების დინასტიის წარმომადგენელი, კარლოს დიდისა და მისი მეუღლის, ჰილდეგარდის ერთადერთი ვაჟი, რომელმაც მიაღწია სრულწლოვნებას. მამამისის ზეობის დროს აქტიურად იყო ჩართული სახელმწიფო საქმეებში, 781 წლიდან იყო აკვიტანიის მმართველე, 813 წელს მამამისისგან მიიღო საღვთო რომის იმპერატორის ტიტული, 814 წელს კარლოს დიდის გარდაცვალების შემდეგ, ლუი გახდა ფრანკთა ერთპიროვნული მმართველი[1] .
აკვიტანიის მმართველობის დროს მას დავალებული ჰქონდა იმპერიის სამხრეთ-დასავლეთ საზღვრის დაცვა. 801 წელს ლუი I-მა ბარსელონა მუსლიმებისგან გაათავისუფლა. 812 წელს პირენეის მთების გადაღმა განამტკიცა ���რანკთა მმართველობა პამპლონასა და ბასკებზე. იმპერატორობისას მან თავისი შვილები ლოთარი, შარლი და ლუი ჩართო მმართველობით პროცესებში და სურდა შესაბამისად გაეყო სამფლობელო მათ შორის.
ლუი ღვთისმოსავის მმართველობის პირველი ათწლეული გამოირჩეოდა რამდენიმე ტრაგიკული და სამარცხვინო მოვლენით, რომელთა შორის ყველაზე მეტად აღსანიშნავია მის მიერ ძმისშვილის ბერნარდ იტალიელის სასტიკი დასჯა, როდესაც იმპერატორმა ამ უკანასკნელის შეთქმულების შესახებ შეიტყო. 830-იან წლებში იმპერია სამოქალაქო ომმა ძლიერ შეასუსტა, რომელიც გამოიწვია ლუი I-ის მცდელობებმა შვილი შარლიც ჩაერთო მემკვიდრეობით გეგმებში. მიუხედავად იმისა, რომ ლუი ღვთისმოსავის მმართველობა კარგად დასრულდა და იმპერიაში მეტწილად აღდგენილ იქნა წესრიგი, მის გარდაცვალებას სამწლიანი სამოქალაქო ომი და ფრანკთა იმპერიის დაშლა მოჰყვა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Vita Hludovici|Vita Hludovici Imperatoris, the main source for his reign, written c. 840 by an unknown author usually called "the Astronomer"
- Vita Hludowici Imperatoris by Thegan of Trier on-line Latin text
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ აღნიშნული პოზიცია სიკვდილამდე შეინარჩუნა, 833-834 წლების გამოკლებით, რომელ პერიოდშიც იგი ტახტიდან ჩამოაგდეს.
|