ილუზიონისტი (2010 წლის ფილმი)
„ილუზიონისტი“ | |
---|---|
ფილმის ტიპი | ნახატი ფილმი |
რეჟისორი | სილვენ შომე |
პროდიუსერი |
ბობ ლასტი სელი შომე |
კომპოზიტორი | სილვენ შომე |
სტუდია |
Pathé (ბრიტანეთი) Sony Pictures Classics (აშშ) |
პრემიერა |
|
ხანგრძლივობა | 79 წთ.[1] |
ქვეყანა |
გაერთიანებული სამეფო საფრანგეთი} |
ენა |
ინგლისური ფრანგული შოტლანდიური |
ბიუჯეტი | 17 მილიონი აშშ დოლარი[2] |
შემოსავალი | 5,602,431 აშშ დოლარი[2] |
„ილუზიონისტი“ (ფრანგ. „L'Illusionniste“) — რეჟისორ სილვენ შომეს 2010 წლის ნახატი ანიმაციური ფილმი. მისი სცენარი ეფუძნება ფრანგი მიმის, რეჟისორისა და მსახიობის ჟაკ ტატის გამოუყენებელ სცენარს, რომელიც 1956 წელს დაიწერა. მნიშვნელოვანია, რომ ტატისათვის ამ სცენარის დაწერის მთავარი მოტივაცია მისი შვილის, ჰელგა მარი-ჟან შილის პიროვნება იყო.[3]
ფილმის მთავარი პერსონაჟია ტატის ანიმაციური ვერსია, რომელზეც ლორენ კირხერმა იმუშავა.[4] სიუჟეტით მოხუცებული ილუზიონისტი იზოლირებულ დასახლებას ეწვევა, სადაც გაიცნობს გოგონას, რომელზეც დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს. თავდაპირველად ტატის ჰქონდა ფილმის სიუჟეტის ჩეხოსლოვაკიაში განვითარების გეგმა, მაგრამ იგი 1950-იანი წლების შოტლანდიაში გადაიტანა. შომეს თქმით, ეს ფილმი "არ არის რომანტიკული, იგი უფრო მეტად მამასა და მის ქალიშვილს შორის ურთიერთობებზეა."[5] კომპანიის Sony აშშ პრეს-რელიზში ჟღერს: "ილუზიონისტის სცენარის ავტორია ფრანგული კომედიის გენიოსი და კინოლეგენდა ჟაკ ტატი. სცენარი ეფუძნება მამის თბილ წერილს თავის ქალიშვილთან. მანამდე იგი არ დადგმულა".[6]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური აშშ საიტი
- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2011-02-19 საიტზე Wayback Machine.
- „The Illusionist“ — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- კომპანიის Pathe Pictures გვერდი
- Django Films დაარქივებული 2016-04-01 საიტზე Wayback Machine.
- პრეს კონფერენცია შომეს მონაწილეობით დაარქივებული 2010-02-19 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ L'ILLUSIONNISTE (PG). British Board of Film Classification (2010-05-26). ციტირების თარიღი: 2012-11-18.
- ↑ 2.0 2.1 http://www.boxofficemojo.com/movies/?id=illusionist2010.htm
- ↑ [1][მკვდარი ბმული] Pathe Pictures synopsis for The Illusionist
- ↑ Stewart Blair (2010-03-18). Berlin 2010 Illusionist
- ↑ Comic genius Tati returns to screen in cartoon version of lost screenplay [[The Times]] by Pendreigh, Brian 2004-04-23. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-04-29. ციტირების თარიღი: 2011-02-18.
- ↑ Sony Classics The Illusionist Press Kit , 2010
|