შინაარსზე გადასვლა

სამირ შარიფოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასაბეჭდი ვერსია აღარ არის მხარდაჭერილი და შეიძლება ჰქონდეს რენდერის შეცდომები. გთხოვთ, განაახლოთ თქვენი ბრაუზერის სანიშნეები და გამოიყენეთ ბრაუზერის თავისი ბეჭდვის ფუნქცია.
სამირ შარიფოვი
აზერ. Samir Şərifov
სამირ შარიფოვი აზერ. Samir Şərifov
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა18 აპრილი, 2006
ვიცე-პრეზიდენტი  აზერბაიჯანის მე-5 ფინანსთა მინისტრი

დაბადებული7 სექტემბერი, 1961 (1961-09-07) (63 წლის)
აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
პოლიტიკური პარტიაუპარტიო
განათლებაკიევის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამირ რაუფ-ოღლუ შარიფოვი (აზერ. Samir Rauf oğlu Şərifov; დ. 7 სექტემბერი, 1961, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ) — აზერბაიჯანის სახელმწიფო მოღვაწე, აზერბაიჯანის ფინანსთა მინისტრი 2006 წლიდან.

ბიოგრაფია

დაიბადა 1961 წლის 7 სექტემბერს. 1983 წელს დაამთავრა კიევის სახელმწიფო უნივერსისტეტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტი.[1] უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ბაქოში სსრკ-ის საგარეო ვაჭრობის სამინისტროს სისტემაში, შემდგომ სამხრეთ იემენში, ხოლო 1991-დან 1995 წლამდე — აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტში, ხელმძღვანელის მოადგილედ.[2]

1995-დან 2001 წლამდე აზერბაიჯანის ეროვნული ბანკის სისტმაში მუშაობდა, 2000 წლიდან იყო აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის ფონდის (არსნფ) აღმასრულებელი დირექტორი.[1] 2006 წლის აპრილში დაინიშნა აზერბაიჯანის ფინანსთა მინისტრად.

2008 წლიდან სამირ შარიფოვი საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) საბჭოს წევრია აზერბაიჯანის მხრიდან.[3]

არის აზერბაიჯან-საფრანგეთის საერთაშორისო ეკონომიკური კომისიის თანათავმჯდომარე.[4]

დაქორწინებულია, ჰყავს სამი შვილი.

სქოლიო

  1. 1.0 1.1 А.МЕХТИЕВА (19.04.2006). „Минфин Азербайджана возглавил "киевский нефтяник" Самир Шарифов“ (რუსული). ЦентрАзия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 04.03.2016. ციტირების თარიღი: 08.09.2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archivedate=-ში (დახმარება)
  2. „SHARIFOV Samir Rauf oglu - Minister of Finance“ (ინგლისური). oilfund.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2020-09-08.
  3. «IMF Members' Quotas and Voting Power, and IMF Board of Governors», International Monetary Fund website, 5.01.2013
  4. В Париже состоялось шестое заседание азербайджано-французской экономической комиссии. 1news.az, 24.09.2011