შინაარსზე გადასვლა

ნორვეგიის ტურიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასაბეჭდი ვერსია აღარ არის მხარდაჭერილი და შეიძლება ჰქონდეს რენდერის შეცდომები. გთხოვთ, განაახლოთ თქვენი ბრაუზერის სანიშნეები და გამოიყენეთ ბრაუზერის თავისი ბეჭდვის ფუნქცია.
გეირანგერფიორდი

ნორვეგიის მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობებია ფიორდები, რომლებიც სანაპირო ზოლს ქსელავენ და მთები, ისევე როგორც ქვეყნის შიდა ნაწილის ხელუხლებელი ბუნება, ქალაქები და სხვა პატარა დასახლებები.

2008 წლის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ნორვეგიას მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსის მაჩვენებლით მე-17 ადგილი მიაკუთვნეს.[1]

ღირსშესანიშნაობები

ნორვეგიის მთავარი ღირსშესანიშნაობები წარმოდგენილია არქტიკული წრის სხვადასხვა ლანდშაფტში. ქვეყანა განთქმულია ფიორდებით, მთებით, სათხილამურო კურორტებით, ტბებითა და ტყეებით. მთავარი ტურისტული ქალაქებია ოსლო, ბერგენი, სტავანგერი, ტრონჰეიმი და ტრომსე. ბუნების უდიდესი ნაწილი ხელუხლებელია, რის გამოც ის მრავალ ფეხით მოხეტიალეს იზიდავს. ყოველწლიურად, ასობით ათას უცხოელ ტურისტს იზიდავს დასავლეთ და ჩრდილოეთ ნორვეგიის ფიორდები, მთები, ჩანჩქერები. ქალაქებში წარმოდგენილია კულტუ��ული ტურიზმისათვის მიმზიდველი ობიექტები.

ნორვეგიის კულტურა ჩამოყალიბდა მეჩხერი მოსახლეობის, მკაცრი კლიმატისა და ევროპისგან შედარებითი იზოლაციის გავლენით. შესაბამისად, ევროპის სხვა ქვეყნებისგან ის ბევრი მახასიათებლით განსხვავდება. ქვეყანა ფლობს ცოტა ციხესიმაგრეებსა და სასახლეები, მცირე სასოფლო-სამეურნეო არეალებს, მაგრამ იძლევა დიდ მანძილზე მოგზაურობის საშუალებას.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. World Economic Forum’s Travel & Tourism Report Highlights the Importance of Environmental Sustainability. World Economic Forum (2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-03-07. ციტირების თარიღი: 2008-03-06.