შინაარსზე გადასვლა

ნარკო ომი მექსიკაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასაბეჭდი ვერსია აღარ არის მხარდაჭერილი და შეიძლება ჰქონდეს რენდერის შეცდომები. გთხოვთ, განაახლოთ თქვენი ბრაუზერის სანიშნეები და გამოიყენეთ ბრაუზერის თავისი ბეჭდვის ფუნქცია.
ნარკოკარტელების გავლენის სფეროების რუკა 2010 წლის მაისის მონაცემებით.[1][2]
  სადავო ტერიტორიები

ნარკოომი მექსიკაში — მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტი კონკურენტ ნარკო კარტელებს შორის, რომლებიც ებრძვიან ერთმანეთს რეგიონული კონტროლისთვის და ასევე მექსიკის სამთავრობო ძალებს და შეიარაღებულ სამოქალაქო ჯგუფებს. 2006 წლიდან, როდესაც მექსიკის სამხედრო ინტერვენცია დაიწყო, მთავრობის ძირითადი მიზანი იყო ნარკოტიკებთან დაკავშირებული ძალადობის ჩახშობა. გარდა ამისა, მექსიკის მთავრობამ განაცხადა, რომ მათი უპირველესი მიზანი ძლიერი ნარკო კარტელების დანაწევრება იყო, ვიდრე ნარკოტრაფიკის თავიდან აცილება, რისი გაკეთებაც აშშ-მ თავის თავზე აიღო.

მიუხედავად იმისა, რომ მექსიკის ნარკო კარტელები და ნარკოტრაფიკის ორგანიზაციები არსებობდა რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, ისინი უფრო ძლიერი გახდნენ Cali Cartel-ის , Medellín Cartel-ის და Colombian-ის დაშლის შემდეგ 1990-იან წლებში. მექსიკის ნარკო კარტელები ახლა დო���ინირებს საბითუმო უკანონო ნარკოტიკების ბაზარზე და 2007 წელს აკონტროლებდა შეერთებულ შტატებში კოკაინის შესვლის 90%-ს. კარტელების ლიდერების დაპატიმრებებმა, განსაკუთრებით Tijuana Cartel-ის და Gulf cartel-ის, გამოიწვია ზრდადი ძალადობა, რადგანაც კარტელები იბრძვიან შეერთებული შტატების ტრეფიკინგის მარშრუტების კონტროლისთვის.

ანალიტიკოსების ვარაუდით, უკანონო ნარკოტიკების გაყიდვების მოგება მერყეობს $ 13,6 მილიარდიდან $ 49,4 მილიარდამდე ყოველწლიურად.

ფელიპე კალდერონის ადმინისტრაციის ბოლოსთვის (2006-2012 წწ.) მექსიკის ნარკო ომში ოფიციალურად დაღუპ��ლთა რაოდენობა არის მინიმუმ 60 000. დაუდასტურებელი გაანგარიშებით მითითებული მკვლელობების რაოდენობა 100 000 აღწევს, იმ ხალხის ჩათვლით, რომელებიც გაქრნენ.

რესურსები ინტერნეტში

  1. http://www.wickenburg-az.com/wp-content/uploads/2010/11/Smuggling_1-4.jpg
  2. Free Article for Non-Members. Stratfor (2010-05-17). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-05-20. ციტირების თარიღი: 2011-03-28.