შინაარსზე გადასვლა

ლევან აღნიაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასაბეჭდი ვერსია აღარ არის მხარდაჭერილი და შეიძლება ჰქონდეს რენდერის შეცდომები. გთხოვთ, განაახლოთ თქვენი ბრაუზერის სანიშნეები და გამოიყენეთ ბრაუზერის თავისი ბეჭდვის ფუნქცია.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აღნიაშვილი.

ლევან სიმონის ძე აღნიაშვილი (დ. 26 ივლისი [ ძვ. სტ. 14 ივლისი], 1897, თბილისი ― გ. 29 ივლისი, 1937[1]) — რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე საქართველოსა და ამიერკავკასიაში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი (1932-1935).

ბიოგრაფია

განათლებით იურისტი. კომპარტიის წევრი 1915 წლიდან. I მსოფლიო ომის დროს რევოლუციურ მოღვაწეობას ეწეოდა ჯარისკაცთა შორის კავკასიის ფრონტზე, ბათუმში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის გამარჯვების შემდეგ — თბილისში, შემდეგ კი ისევ კავკასიის ფრონტზე, სადაც სამხედრო-რევოლუციური კომიტეტის წევრი იყო. 1918 წლიდან დამოუკიდებელი საქართველოს პირველმა მთავრობამ საქართველოდან გადაასახლა. სამოქალაქო ომის წლებში აღნიაშვილი იყო ინტერვენციისა და შინაგანი კონტრრევოლუციის წინააღმდეგ ბრძოლების ერთ-ერთი ხელმძღვანელი ჩრდილოეთ კავკასიაში, უკრაინაში, ყაზანსა დას მოსკოვის ოლქში. 1920 წლიდან მუშაობდა თურქესტანში, ჯერ გაზეთ „იზვესტიის“ რედაქტორად, შემდეგ სახელმწიფო გამომცემლობის თავმჯდომარედ. 1921 წლიდან მონაწილეობდა კომინტერნის III კონგრესის მუშაობაში. 1923-1925 წლებში იყო საქართველოს ცეკავშირის წარმომადგენელი გერმანიაში. 1926 წლიდან ლექტორად მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1930 წლიდან იყო ამიერკავკასიის სატყეო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტის დირექტორი, 1932-1935 წლებში — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, 1935-იდან საქართველოს ფინანსთა სახალხო კომისრის პირველი მოადგილე. დახვრიტეს დიდი წმენდის დროს.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში


სქოლიო