იაფა
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
იაფა | |||||
| |||||
ქვეყანა | ისრაელი | ||||
კოორდინატები | 32°03′16″ ჩ. გ. 34°45′06″ ა. გ. / 32.05444° ჩ. გ. 34.75167° ა. გ. | ||||
ოფიციალური საიტი | tel-aviv.gov.il/english/Index.htm | ||||
იაფა (ივრ. יפו იაფო; არაბ. يَافَا იაფა) — ანტიკური საპორტო ქალაქი ისრაელში, ხმელთაშუა ზღვის პირას. იაფა 1950 წლიდან თელ-ავივის ნაწილია.
ისტორია
იაფა ერთ-ერთი უძველესი საპორტო ქალაქია. ქალაქის სახელი ზოგი ვერსიით უკავშირდება იაფეტს — ნოეს ერთ-ერთ ვაჟს. ქალაქი აშენებულია ზღვისპირა გორაკზე, რის გამოც იგი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყო. პორტი უკვე გამოიყენებოდა ბრინჯაოს ხანიდან. პირველი ცნობები იაფოს შესახებ ძველი ეგვიპტური წერილიდან გვაქვს, ქალაქი ძვ. წ. 1470 წელს ფარაონ თუტმოს III-მ. ეგვიპტური წყაროების თანახმად, იაფას ისინი მართავდნენ ძვ. წ. 800 წლამდე.
იაფა ბიბლიაშიცაა არაერთხელ ნახსენები. კერძოდ იესო ნავინელის წიგნში, როგორც დანის კლანის ტერიტორიული საზღვარი. მეფე დავითმა დაიპყრო იაფო და იგი ისრაელის სამეფოს მთავარი პორტი გახდა. ისრაელის სამეფოს დამხობის შემდეგაც იაფო ცოტახანს ებრაული იყო, ხოლო ძვ. წ. 701 წელს იგი ასირიელებმა აიღეს.
შემდეგ იაფა სელევკიდების პორტი იყო, სანამ იგი მაკავეელებმა აჯანყებისას არ დაიბრუნეს. თუმცა მალე მთელი ქვეყანა რომაელთა მიერ იყო ოკუპირებული. იუდეის ომის შედეგად კი იაფო ცესტიუს გალუსმა აიღო და გადაწვა. იოსებ ფლავიუსის თანახმად ქალაქის 8 000 მცხოვრები გაჟლეტილ იქნა. იმპერატორ ვესპასიანემ ქალაქის ადგილზე ციხესიმაგრე ააშენა და გარნიზონი განალაგა.
იაფა ახალ აღთქმაშიცაა მოხსენებული, სწორედ აქ აღადგინა მკვდრეთით წმ. პეტრემ ქვრივი.
636 წელს იაფა არაბებმა დაიპყრეს. იგი როგორც საპორტო ქალაქი გამოიყენებოდა. ჯვაროსნული ომების დროს იაფო ჯვაროსნება დაიპყრეს და იერუსალიმის სამეფოს დაუმორჩილეს. 1187 წელს ქალაქი სალადინმა აიღო, ხოლო 10 სექტემბერს მას რიჩარდ ლომგულმა შემოარტყა ალყა და განდევნა სალადინი. 1268 წელს იაფა ეგვიპტელმა მამლუქებმა დაიპყრეს. XIV საუკუნეში კი ქალაქი დაინგრა ჯვაროსნული ომების გამო. მისი აღდგენა მხოლოდ 2 საუკუნის შემდეგ მოხდა ოტომანთა იმპერიის რეგიონში გაბატონების პერიოდში.
1799 წლის 7 მარტს იაფა ნაპოლეონის ჯარებმა აიღეს. საპორტო ქალაქში აქტიურად ვითარდებოდა ვაჭრობა ახლო აღმოსავლეთსა და ხმელთაშუა ზღვისპირა ევროპულ ქვეყნებს შორის. ქალაქი სწრაფად იზრდებოდა და ვითარდებოდა. XX საუკუნის დასაწყისში იაფოში აქტიურად დაიწყეს დასახლება ებრაელმა მიგრანტებმა, მაგრამ ადგილობრივ მოსახლეობასთან კონფლიქტების გამო მათ 1909 წელს მოუწიათ ქალაქის დატოვება და ჩრდილოეთით საკუთარი უბნის თელ-ავივის დაარსება.
1917 წელს პირველ მსოფლიო ომში დამარცხების გამო ოტომანთა იმპერია დაიშალა და პალესტინა ბრიტანულ მანდატში მოხვდა. ამ პრეიოდში ებრაელი რეპატრიანტების ნაკადი პალესტინაში საგრძნობლად გაიზარდა, რასაც 1920-1921 წლებში ებრაელებსა და არაბებს შორის შეტაკებები მოყვა. 1922 წლის ბოლოსთვის იაფოში 32 000 მოსახლე იყო, როცა თელ-ავივში მხოლოდ 15 000 იყო. ხოლო 1927 თელ-ავივი მოსახ��ეობით უკვე აღემატებოდა იაფას. 1936-1939 წლის არაბულმა აჯანყებამ დიდი ეკონომიკური ზიანი მიაყენა იაფოს. ბრიტანელები იძულებულნი გადნმენ მთავარ სავაჭრო პორტად თელ-ავივის ახალი პორტი გამოეყენებინათ.
1948 წელს ისრაელის სახელმწიფოს ჩამოყალიბებისას, იაფო, რომლის მოსახლეობის უმრავლესობას არაბები შეადგენდნენ, ისრაელში მოექცა. ებრაელურ-არაბული ომის დროს ქალაქის მოსახლეობა აქტიურად ებრძოდნენ ებრაელებს, მაგრამ არაბების მიერ ომის წაგების შემდეგ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დატოვა ქალაქი. 80 000 არაბიდან მხოლოდ 4 100 დარჩა. 1950 წელს კი იაფო ოფიციალურად შეუერთეს თელ-ავივს.
თანამედროვე იაფა
არაბების მიერ იაფას დატოვების შემდეგ, მასში ძირითადად ახალი რეპატრიანტები დასახლდნენ. სამოციან წლებში კი შეიქმნა „ძველი იაფას განვითარების ცენტრი“, რომლის მიზანიც გახდა ძველი ქალაქის იერსახის შენარჩუნება და ტურისტების მოზიდვა. ქალაქში არის იაფას მუზეუმი, სადაც ექსპონატების დათვალიერების გარდა შეიძლება იაფას ისტორიაზე დოკუმენტური ფილმის ნახვა. ხოლო ძველ არაბულ ქუჩებში უამრავი გამოფენა გაყიდვებია, სადაც ხელოვნების ნიმუშების ყიდვა შეიძლება. ტურისტულ ზონაში შედის პარკი, რომელიც მაღლობზეა განლაგებული და იქიდან თელ-ავივის პანორამა ჩანს. პარკში ასევე არის „ოცნებათა ხიდი“.
ძველ არაბულ ქუჩებს ზოდიაქოს ნიშნების სახელები აქვთ მინიჭებული. იაფაში ამის გარდა არის ოტომანთა პერიოდის ციხე და მეჩეთი. აქ ასევე არის წმ. პეტრეს ეკლესია და ძველი პორტი.
გალერეა
რესურსები ინტერნეტში
- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „იაფა“ ვიკისაწყობში.
- იაფა (ინგლისური)
- ფოტოსურათები დაარქივებული 2014-04-24 საიტზე Wayback Machine. (რუსული)
|