ემანუელ სენიე
ემანუელ სენიე | |
---|---|
ემანუელ სენიე 2013 წელს | |
დაბადების სახელი | ემანუელ სენიე |
დაბადების თარიღი |
22 ივნისი, 1966 პარიზი, საფრანგეთი |
რეზიდენცია | საფრანგეთი |
საქმიანობა |
მსახიობი მოდელი მომღერალი |
აქტიური | 1984-დღემდე |
მეუღლე(ები) | რომან პოლანსკი (1989-დღემდე) |
ემანუელ სენიე (ფრანგ. Emmanuelle Seigner; დ. 22 ივნისი, 1966, პარიზი) — ფრანგი კინომსახიობი, მოდელი და მომღერალი. ცნობილი ფრანგი მსახიობის ლუის სანიეს შვილიშვილი, მსახიობ მატილდა სენიეს ალალი და და ცნობილი პოლონელი კინორეჟისორის რომან პოლანსკის მეუღლეა. ემანუელ სენიე ორჯერ იყო ნომინირებული სეზარის პრემიაზე.
ბიოგრაფია
ემანუელ სენიე დაიბადა ცნობილი ფოტოგრაფისა და ჟურნალისტის ოჯახში. 14 წლიდან დაიწყო სამოდელო კარიერა და სულ მალე, საკუთარი გარეგნობის ხარჯზე მოიპოვა საყოველთაო პოპულარობა. მისი ფოტოსურათები მრავალი ჟურნალის გარეკანზე გამოქვეყნდა. სენიეს დებიუტი კინოში შედგა 1984 წელს ფილმში „მედუზების წელი“. 1985 წელს ჟან-ლუკ გოდარმა სენიე გადაიღო ფილმში „დეტექტივი“, სადაც მასთან ერთად ითამაშა ჯონი ჰოლიდეიმ და ნატალი ბაიმ.
1988 წელს რომან პოლანსკიმ გადაიღო ცნობილი დეტექტიური თრილერი „მოუთვინიერებელი“, სადაც მთავარი როლი ჰარისონ ფორდმა შეასრულა. ამ ფილმში ეპიზოდში თამაში ხვდა წილად ემანუელ სენიესაც. 1992 წელს პოლანსკიმ ისევ გადაიღო თავის ფილმში სენიე, ამჯერად ფილმში „სასტიკი მთვარე“. მნიშვნელოვანი იყო ასევე მისტიკური ფილმი „მეცხრე კარიბჭე“, სადაც მთავარი როლი ჯონი დეპმა (დინ კორსო) შეასრულა. სენიე საკუთარ ამპლუას არ ღალატობს და ასრულებს იდუმალებით მოცული ქალის როლს, რომელიც ფილმის მთავარი გმირის (დინ კორსოს) თანამგზავრია. ფილმი მეტად ცნობილი გახდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. 2007 წელს ითამაშა ფილმებში „ცხოვრება ვარდისფერ ფერებში“ და „სკაფანდრი და პეპელა“, ხოლო 2010 წელს ფილმში „გარდაუვალი მკვლელობა“.
ფილმოგრაფია
წელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1984 | ფ | მედუზების წელი | L'Année des méduses | ეპიზოდური როლი |
1986 | ფ | დეტექტივი | Détective | ბაჰამის პრინცესა |
1986 | ფ | კერძო გაკვეთილები | Cours privé | ზენონი |
1988 | ფ | მოუთვინიერებელი | Frantic | მიშელი |
1990 | ფ | უცნაური ავადმყოფობა | Il male oscuro | ჯუზეპეს ცოლი |
1992 | ფ | სასტიკი მთვარე | Lunes de fiel | მიმი |
1994 | ფ | ღიმილი | Le Sourire | ოდილი |
1997 | ფ | ნირვანა | Nirvana | ლიზა |
1998 | ფ | ვანდომის მოედანი | Place Vendôme | ნატალი |
1999 | ფ | მეცხრე კარიბჭე | La Neuvième Porte | გოგო |
2003 | ფ | სხეულების გამტაცებელი | Corps à corps | ლაურა ბარტელი |
2003 | ფ | უკვდავები | Os Imortais | მადლენ დიურანი |
2005 | ფ | უკანა პლანი | Backstage | ლორენი |
2007 | ფ | ოთხი ბოლო სიმღერა | Four Last Songs | ჰელენა |
2007 | ფ | ცხოვრება ვარდისფერ ფერებში | La Môme | ტიტინი |
2007 | ფ | სკაფანდრი და პეპელა | Le Scaphandre et le Papillon | სელინა დემულენი |
2009 | ფ | კოდი იცვლება | Le Code a Changé | სარა მატეი |
2009 | ფ | ჯალო | Giallo | ლინდა |
2010 | ფ | გარდაუვალი მკვლელობა | Essential Killing | მარგარეტი |
2012 | ფ | სახლში | Dans la maison | ესტერ არტოლი |
2013 | ფ | ვენერა ბეწვეულში | La Vénus à la fourrure | ვანდა |