შინაარსზე გადასვლა

გიორგი გურგენიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასაბეჭდი ვერსია აღარ არის მხარდაჭერილი და შეიძლება ჰქონდეს რენდერის შეცდომები. გთხოვთ, განაახლოთ თქვენი ბრაუზერის სანიშნეები და გამოიყენეთ ბრაუზერის თავისი ბეჭდვის ფუნქცია.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გურგენიძე.

გიორგი გურამის ძე გურგენიძე (დ. 14 ივლისი, 1963, თბილისი) — ქართველი ექიმი, თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1995), პროფესორი (2000).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი (1985). მუშაობდა იმავე ინსტიტუტის ალერგოლოგიისა და შინაგან სნეულებათა კათედრებზე. 2003 წლიდან აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედ.იცინო ცენტრის თერაპიული სამსახურის უფროსი, შემდეგ — ამავე ცენტრის შინაგან სნეულებათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი. მისი სამეცნიერო შრომების ძირითადი თემებია კონსტიტუციური თავისებურებების (ანომალიების) შესწავლა ატოპიურ დაავადებათა დროს და მათი კორეგირების გზები, სტეროიდ-რეზისტენტული ბრონქული ასთმით დაავადებულთა კლინიკურ-იმუნოლოგიური თავისებურებების გამოვლენა, მათი კორექციის გზების ძიება და სხვ.

ლიტერატურა