შინაარსზე გადასვლა

ანდრია ერისთავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასაბეჭდი ვერსია აღარ არის მხარდაჭერილი და შეიძლება ჰქონდეს რენდერის შეცდომები. გთხოვთ, განაახლოთ თქვენი ბრაუზერის სანიშნეები და გამოიყენეთ ბრაუზერის თავისი ბეჭდვის ფუნქცია.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ერისთავი (მრავალმნიშვნელოვანი).
ანდრია ერისთავი

ანდრია მიხეილის ძე ერისთავი (დ. 1855 — გ. 16 იანვარი 1932) — თავადი. ქართველი მეწარმე და პოლიტიკური მოღვაწე.

დაიბადა გურიის ერისთავების ოჯახში[1]. სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ბუნებისმეტყველებისა და ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტებზე. სტუდენტობის დროს ეჭვმიტანილი იყო რევოლუციურ საქმიანობაში და საქართველოში ცარიზმის წინააღმდეგ პროპაგანდაში. ერთი პერიოდი იმყოფებოდა რუსული პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ. უზენაესი ბრძანებით, 1878 წლის 26 ივლისს, მტკიცებულებების უკმარისობის გამო გაათავისუფლეს. [2] 1879 წ. საქართველოში დაბრუნდა და მამამისის — მიხეილ ერისთავის — მეურნეობას ჩაუდგა სათავეში. აგრძელებდა ჩაის კულტივირებას გურიაში, აქვეყნდებდა სამეცნიერო-კლევით ნაშრომებს აგრონომიის საკითხებში, მონაწილეობდა სასოფლო-სამეურნეო კონკურსებში. 1889-98 წწ. მომრიგებლად მუშაობდა ქუთაისის გუბერნიაში, შემდეგ ხელმძღვანელობდა საკრედიტო საზოგადოებას ფოთსა და ქუთაისში. 1900 წ. დაინიშნა ქუთაისის საოლქო სასამართლოს საპატიო მომრიგებელ მოსამართლედ. ის იყო ქუთაისის განყოფილების კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების და ქუთაისის სამიწათმოქმედო სკოლის შექმნის ერთ-ერთი ინციატორი-ორგანიზატორი. 1907 წ. გადასახლდა პეტერბურგში. 1909-15 წლებში არჩეული იყო სახელმწიფო საბჭოს წევრად, 1917 წ. კი — რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საადგილმამულო კრების წევრად (გარიცხეს გამოუცხადებლობისთვის). დაჯილდოვებულია წმ. სტანისლავის III (1898 წ.) და წმ. ვლადიმირის IV ხარისხის (1915 წ.) ორდენებით. 1920 წლიდან ცხოვრობდა საფრანგეთში. დასაფლავებულია სენ-ჟენვიე-დე-ბუას სასაფლაოზე. ავტორია გამოუქვენყებელი მოგონებებისა „ისტორიული სურათები. რუსული რევოლუციის ეპოქიდან. თვითმხილველის შთაბეჭდილებები და აზრები“ (დაცულია ამსტერდამის სოციალური ისტორიის ინსტიტუტის არქვიში)[3].

ოჯახი

დაქორწინებული იყო მარიამ დადიანზე. ჰყავდა სამი შვილი: ელიზბარი, ლეონიდე და ელენე

ლიტერატურა

  • (რუსული) Деятели революционного движения в России: Биобиблиографический словарь: От предшественников декабристов до падения царизма: [В 5 т.]. — М.: Изд-во Всесоюзного общества политических каторжан и ссыльно-поселенцев, 1927-1934.
  • (რუსული) Князья Эристовы (Эристави-Гурийские) // Думин С. В., Чиковани Ю. К. Дворянские роды Российской империи. Том 4. Князья Царства Грузинского. — გვ. 267.
  • (რუსული) Эристов Андрей Михайлович // Деятели революционного движения в России : в 5 т. / под ред. Ф. Я. Кона и др. — М. : Всесоюзное общество политических каторжан и ссыльнопоселенцев, 1927—1934. — ტ. 2, გამოშ. 4.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Князья Эристовы (Эристави-Гурийские) // Думин С. В., Чиковани Ю. К. Дворянские роды Российской империи. Том 4. Князья Царства Грузинского. — გვ. 267.
  2. Эристов Андрей Михайлович // Деятели революционного движения в России : в 5 т. / под ред. Ф. Я. Кона и др. — М. : Всесоюзное общество политических каторжан и ссыльнопоселенцев, 1927—1934. — ტ. 2, გამოშ. 4.
  3. Prince ERISTOV, ANDREJ MICHAJLOVIČ