შინაარსზე გადასვლა

მალხაზ ასათიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
23:36, 18 აგვისტო 2024-ის ვერსია, InternetArchiveBot (განხილვა | წვლილი) (დაარქივდა 1 წყარო და 0 წყარო მოინიშნა მკვდრად.) #IABot (v2.0.9.5)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
მალხაზ ასათიანი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
მალხაზ ასათიანი
დაბადების
თარიღი
4 აგვისტო, 1981 (1981-08-04) (43 წლის)
დაბადების
ადგილი
ქუთაისი
საქართველოს სსრ
სსრ კავშირი
სიმაღლე 184 სმ
სათამაშო
პოზიცია
ცენტრალური მცველი
საყრდენი ნახევარმცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1999–2003 ტორპედო ქ. 76 (15)
2003–2010 ლოკომოტივი მ. 125 (6)
2008–2009   დინამო კ. 11 (0)
ეროვნული ნაკრები
1997–2003 საქართველო 21 წლ. 18 (2)
2001–2010 საქართველო 42 (4)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება
მოსკოვის „ლოკომოტივში“

მალხაზ ასათიანი (დ. 4 აგვისტო, 1981, ქუთაისი, საქართველოს სსრ) — ქართველი ფეხბურთელი, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი ცენტრალური მცველი, ასევე თამაშობდა საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე.[1]

მალხაზ ასათიანმა კარიერა მშობლიური ქუთაისის და საერთოდ ქართული ფეხბურთის ერთ–ერთ ფლაგმან ქუთაისის „ტორპედოში“ დაიწყო. თავდაპირველად მალხაზი გამთამაშებლის პოზიციაზე ირჯებოდა, თუმცა „ტორპედოს“ მაშინდელი მწვრთნელები დავით ყიფიანი და რევაზ ძოძუაშვილი სხვა პოზიციაზეც ათამაშებდნენ. ასათიანმა 2000–2001 წლების სეზონი ჩინებულად ჩაატარა. „ტორპედოსთან“ ერთად საქართველოს ჩემპიონი გახდა და ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. პირველ მატჩში ჩრდილო ირლანდიურ „ლინფილდთან“ მალხაზი ჩინებულად გაისარჯა, ხოლო მეორე ეტაპზე დანიურ „კოპენჰაგენთან“ მეტად მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. ის შეხვედრა ფრედ, 1–1 დასრულდა, თუმცა ორი მატჩის ჯამში „ტორპედო“ დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა. 2002 წელს კი სწორედ ასკას გოლმა თბილისის „დინამოს“ კარში საკუთარ გუნდს ზედიზედ მესამე ჩემპიონობა მოუტანა.

მალხაზ ასათიანი შემდეგ სეზონშიც აგრძელებდა წარმატებულ თამაშს და მალე მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყურადღების ცენტრში მოექცა. 2003 წელს მალხაზმა კარიერის რუსეთში გაგრძელება გადაწყვიტა. რკინიგზელთა იმდროინდელმა მწვრთნელმა ნახევარმცველ მალხაზ ასათიანს დაცვის ცენტრში მიუჩინა ადგილი, რასაც ასათიანმა შესანიშნავად გაართვა თავი, იგი უნივერსალობით გამოირჩეოდა. 2007–2008 წლებში „ლოკომოტივის“ შემადგენლობაში 10 მატჩი ჩაატარა, ყველაში ყვითელი ბარათი მიიღო, გაიტანა 2 გოლი. 2008 წელს კლუბმა კიევის „დინამოში“ გაანათხოვრა, 2008–2009 წლების სეზონში ასათიანმა „დინამოს“ შემადგენლობაში 16 მატჩი ჩაატარა. 2009 წელს კი იგი ლოკომოტივში დაბრუნდა და მოსკოველთა მაისურით 36 უგოლო მატჩი ჩაატარა.

მალხაზ ასათიანი ნაკრებში 2003 წლიდან თამაშობდა. ამ წლის 30 აპრილის რუსეთის ეროვნულ ნაკრებთან გასამართი შეხვედრისთვის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ივო შუშაკმა ქვეყნის უმთავრეს გუნდში გამოიძახა. მალხაზმა დებიუტი გოლით აღნიშნა, სწორედ მისი ერთადერთი გოლის წყლობით მოიგეს ქართველებმა მატჩი. ამ დღიდან ასათიანი რეგულარულად თამაშობდა ეროვნულ გუნდში, ნახევარმცველის პოზიციაზე.

2004 წელს მას საუკეთესო პერიოდი დაუდგა, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ყველა საწყის მატჩში გოლი გაიტანა. მის მიერ გატანილი გოლების უმეტესობა გადამწყვეტი იყო და სწორედ ამიტომ მალხაზს იმდროინდელ ქართულ პრესაში გადამწყვეტი გოლების ავტორად მოიხსენიებდნენ, 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მალხაზმა თითქმის ყველა შეხვედრა ჩაატარა ნაკრებში. ერთ-ერთ საწყის მატჩში საფრანგეთის ნაკრებთან ავტოგოლი გაიტანა. ამ შესარჩევი ტურნირიდან ასკამ დაცვის ცენტრში გადაიწია და ნაკრებშიც მცველი გახდა.

2008 წლის სექტემბერში მალხაზს უთანხმოება მოუვიდა ნაკრების მწვრთნელ ექტორ რაულ კუპერთან და დროებით ნაკრებში აღარ უასპარეზია.

საქართველოს დროშა ტორპედო ქუთაისი

რუსეთის დროშა ლოკომოტივი მოსკოვი

უკრაინის დროშა დინამო კიევი

  • რუსეთის საფეხბურთო ჩემპიონატის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სია: (2) №2 — 2005; №3 — 2004

საკლუბო სტატისტიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კლუბი ლიგა თასი ევროთასო სულ
თამაშები გოლები თამაშები გოლები თამაშებო გოლები თამაშები გოლები
ტორპედო ქუთაისი 1999/2000 13 3 0 0 0 0 13 3
2000/2001 23 5 0 0 0 0 23 5
2001/2002 25 1 0 0 0 0 25 1
2002/2003 15 6 0 0 0 0 15 6
სულ 76 15 0 0 0 0 76 15
ლოკომოტივი მოსკოვი 2003 10 1 0 0 0 0 15 6
2004 19 1 1 0 0 0 20 1
2005 28 3 2 1 12 2 42 5
2006 14 0 2 0 0 0 16 0
2007 14 1 0 0 0 0 14 1
2008 4 0 1 0 0 0 5 0
სულ 89 6 6 1 12 2 107 9
დინამო კიევი 2008/2009 5 0 2 1 5 0 12 1
სულ 5 0 2 1 5 0 12 1
ლოკომოტივი მოსკოვი 2009 14 0 0 0 0 0 14 0
2010 22 0 0 0 1 0 23 0
სულ 36 0 0 0 1 0 37 0
მთელი კარიერა 206 21 8 2 18 2 232 24

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. ლაშა თაბაგარი (4 აგვისტო, 2015). მალხაზ ასათიანი: „პროფესიულ ფეხბურთზე საუბარიც არ მსურს“. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მცველმა მალხაზ ასათიანმა ინტერნეტპორტალ rsport.ru-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამჟამად ფეხბურთისგან ისვენებს, მაგრამ მომავალში მწვრთნელობას არ გამორიცხავს. worldsport.ge. წაკითხვის თარიღი: 31 დეკემბერი, 2018.