ზურაბ ჩხეიძე
ზურაბ ჩხეიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 13 მაისი, 1930 |
დაბადების ადგილი | შორაპანი, ზესტაფონის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 2007 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი |
სამეცნიერო ხარისხი | ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი |
ეროვნება | ქართველი |
ჯილდოები | შრომის წითელი დროშის ორდენი, ოქტომბრის რევოლუციის ორდენი და საპატიო ნიშნის ორდენი |
ზურაბ ამბროსის ძე ჩხეიძე (დ. 13 მაისი, 1930, დაბა შორაპანი, ახლანდ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი — გ. ნოემბერი, 2007) — ქართველი საბჭოთა პარტიული და სახელმწიფო მოხელე, ინჟინერ-მეტალურგისტი. სკკპ წევრი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზურაბ ჩხეიძე დაიბადა 1930 წელს შორაპანში.
1954 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიის ფაკულტეტი. მუშაობდა მეფოლადის შეგირდად, შემდეგ ეკავა სხვადასხვა სამეცნიერო, სამეურნეო და პარტიული თანამდებობები, იყო ქარხნის დირექტორი, საქალაქო კომიტეტის მდივანი, კავშირგაბმულობის მინისტრი, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი, გარდაქმნის წლებში — რესპუბლიკის სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე. 1989 წლის 29 მარტს დაინიშნა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ, გადადგა 1989 წლის აპრილში.
1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (ზესტაფონის მაჟორიტარი).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სობჩაკი ა., „თბილისის ჟამტეხილი ანუ 1989 წლის სისხლიანი კვირა“, თბილისი, 2013, გვ. 83-85
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ზურაბ ჩხეიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ზურაბ ჩხეიძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- ოქტომბრის რევოლუციის ორდენის კავალრები
- საპატიო ნიშნის ორდენის კავალრები
- დაბადებული 13 მაისი
- დაბადებული 1930
- საქართველოს IV მოწვევის პარლამენტის წევრები
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტში დაბადებულები
- ქართველი ინჟინრები
- საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კურსდამთავრებულები (1954)
- საქართველოს სსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეები