არაგვის ხევსურეთი
იერსახე
არაგვის ხევსურეთი, პირაქეთა ხევსურეთი — ხევსურეთის კავკასიონის სამხრეთით მდებარე ტერიტორია. განთავსებულია ხევსურეთის არაგვის ხეობაში. ზოგადად არაგვის ხევსურეთს ჰქვია საკუთრივ ხევსურეთი ხოლო, პირიქითა ხევსურეთს ხევსურები არხოტიონს და არდოტიონს ეძახიან. დღესდღეობით ახოტიონიც და არდოტიონიც ხევსურეთად მოიაზრება.
ადგილმდებარეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არაგვის ხევსურეთს ჩრდილოეთიდან საზღვრავს კავკასიონის ქედი და არხოტიონი, აღმოსავლეთიდან არდოტიონი და ფშავი, დასავლეთიდან ხევი, სამხრეთიდან ფშავი და მთიულეთი.
თემები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირაქეთა, ანუ ბუდე ხევსურეთში იყო ხუთი თემი: არაგვის ხეობის თემი, ლიქოკის ხეობის თემი, ბისო, გორშეღმის თემი, წყალსიქითის ხეობა.[1]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ა. ჭინჭარაული, „ხევსურული ლექსიკონი“, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, თბ. 2005 წ.
- ა. ოჩიაური, „ქართული ხალხური დღეობების კალენდარი: ხევსურეთი II“ (ბუდე-ხევსურეთი, შატილ-მიღმახევი), თბ. 2005 წ.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ თოფჩიშვილი რ. „საქართველოს ეთნოგრაფია/ეთნოლოგია“ გვ. 268 — თბილისი, „უნივერსალი“ 2010 ISBN 578-9941-12-882-0
ხევი | არხოტიონი | არდოტიონი | ||
არაგვის ხევსურეთი | ||||
მთიულეთი | ფშავი |