შინაარსზე გადასვლა

მომხმარებელი:Naira Avaliani/სავარჯიშო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დავით გურგენიძე

დავით გურგენიძე
დაბ. თარიღი 16 ოქტომბერი, 1963 (59 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა სსრკ, საქართველო
საქმიანობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი
ალმა-მატერი საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტი
მეუღლე მარინე გურგენიძე
შვილ(ებ)ი 2
ჯილდოები ღირსების ორდენი (1999)

დავით გურგენიძე (დ. 16 ოქტომბერი, 1963, თბილისი) - ქართველი აკადემიკოსი, პროფესორი, საქართველოს დამსახურებული მშენებელი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი.[1][2]

განათლება

1981 - 1983 წლებში დავით გურგენიძე სწავლობდა ქ. მოსკოვის ვ.ვ. კუიბიშევის სახელობის საინჟინრო სამშენებლო ინსტიტუტში.

1983 - 1987 წლებში, მან სწავლა გააგრძელა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტში, ჰიდროტექნიკისა და სანტექნიკის ფაკულტეტზე.

1999 - 2002 წლებში, დავით გურგენიძე სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე და მას მიენიჭა სამოქალაქო სამართლის მაგისტრის ხარისხი.

სამეცნიერო ხარისხი

2006 წელს დავით გურგენიძე გახდა საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის ნამდვილი წევრი.

2019 წელს მას მიენიჭა საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრის წოდება.

2021 წელს ის გახდა საქართველოს იურიდიული აკადემიის ნამდვილი წევრი.

2023 წელს დავით გურგენიძეს მიენიჭა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის წოდება.[3]

საერთაშორისო აღიარება

2019 წლიდან აკადემიკოსი დავით გურგენიძე ი. ეგიაზაროვის სახელობის წყლის პრობლემებისა და ჰიდროტექნიკის ინსტიტუტის საპატიო დოქტორია (სომხეთი).

2020 წელს ის გახდა ბელოსტოკის ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (პოლონეთი).[4]

2021 წელს დავით გურგენიძეს მიენიჭა უკრაინის ნაციონალური საავიაციო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.

2021 წელს სომხეთის არქიტექტურისა და მშენებლობის ნაციონალური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.

ჯილდოები და პრემიები

1999 წელს, დავით გურგენიძე, სტუდენტი - ახალგაზრდობის აღზრდაში შეტანილი პირადი წვლილისთვის დაჯილდოვდა ღირსების ორდენით საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 21 დეკემბრის N1518 განკარგულებით.

2007 წლის 24 მაისს, "ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდმა" დავით გურგენიძეს საქველმოქმედო საქმიანობისა და კაცთმოყვარეობისთვის ჯილდო "ოქროს ფრთა" გადასცა.

2019 წელს დავით გურგენიძეს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მშენებლის წოდება.

2022 წელს, ის დაჯილდოვდა ლიეტუვის რესპუბლიკის სახელმწიფო ორდენით - "დამსახურება ლიეტუვისთვის" რაინდის ჯვრით;[5]

2023 წელს, მას გადაეცა დანტე ალიგიერის საზოგადოების ოქროს მედალი და დიპლომი (იტალია).[6]

დავით გურგენიძე 105-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 2 გამოგონების, 7 მონოგრაფიის, 7 სახელმძღვანელოს, 5 დამხმარე სახელმძღვანელოსა და 1 ენციკლოპედიური ლექსიკონის (V ტომი) ავტორია. იგი კოორდინაციას უწევდა 3 საერთაშორისო საგრანტო პროექტს.

დავით გურგენიძის ხელმძღვანელობით დაცულია 7 სადოქტორო დისერტაცია.

პროფესიული გამოცდილება

აკადემიკოს დავით გურგენიძის პროფესიული გამოცდილება მოიცავს როგორც საქართველოს, ისე საზღვარგარეთ დადგმული სიმძლავრეების (ჰიდროენერგეტიკული, ჰიდრომელიორაციული, ჰიდროკვანძებისა და თბოელექტროსადგურების) საექსპლოატაციო ანალიზსსა და მონიტორინგს, აგრეთვე სხვადასხვა ენერგეტიკული,, სამოქალაქო და სამრეწველო ობიექტის მშენებლობა - რეკონსტრუქციაში მონაწილეობას.

1980 -1980 წწ ქ. მცხეთის სამრეწველო კომბინა��ის მუშა.

1980 - 1981 წწ. საქართველოს სოფლის მშენებლობის სამინისტრო, N 9 ტრესტის ზეინკალი.

1983 - 1987 წწ. ენგურჰესის მშენებლობა, სამშენებლო რაზმების მეთაური.

1985 -1990 წწ. სპი-ის ჰიდროტექნიკისა და სანტექნიკის ფაკულტეტის კომკავშირის კომიტეტის მდივანი, სპი-ის კომიტეტის მდივნის მოადგილე. თბილისის საქალაქო კომიტეტის მეცნიერებისა და ტექნიკის განყოფილების გამგე.

1990 1993 წწ - სამეცნიერო - საწარმოო გაერთიანება "კომპლექსის " გენერალური დირექტორიის მოადგილე. (ქ. თბილისი).

1992- 1994 წწ. სს "ზოდიაქოს" პრეზიდენტი.(ქ. მოსკოვი).

1994 1996 წწ. ქ. მოსკოვის სს "ზოდიაქო" და "კ" კონცერნის თავჯდომარე.

1993- 1997 ltd D.I.V.A გამგეობის თავჯდომარე (ქ.ვენა, ავსტრია).

1994 - 1996 წწ. ქ. მოსკოვის თეორიული და ექსპერიმენტული ფიზიკის ინსტიტუტი, მეცნიერ- თანამშრომელი.

1997 -1998 წწ. სტუ-ის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის კათედრის გამგის მოადგილე.

1997 -2001 წწ. ქ. თბილისის "მერკური" -92, გენერალური დირექტორი.

1998 -2001 წწ. - სტუ-ის წარმოებისა და ბიზნესის ხელმშემწყობი " TEMPUS TACIS " საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი.

2001 - 2003 წწ. - სტუ-ის ჰიდროსაინჟინრო ფაკულტეტის სახელმწიფო საგამოცდო კომისიის თავჯდომარე.

2001 - 2004 წწ- საქართველოს სათბობ- ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, კურირებდა ჰიდროენერგეტიკული მშენებლობის მიმართულებას.

2002 -2005 წწ. - სტუ-ის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი.

2005 -2011 წწ. - საქართველოს საინჟინრო აკადემიის მრჩეველი.

2006 -2007 წწ. - სტუ-ის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის, თბოტექნიკისა და ჰიდროენერგეტიკის დეპარტამენტის მოწვეული სპეციალისტი.

2012 - 2013 წწ. - სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის წყალმომარაგების, წყალარინების, თბოაირმომარაგების და შენობათა საინჟინრო აღჭურვის დეპარტამენტის მოწვეული სპეციალისტი.

2013 წლიდან სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის წყალმომარაგების, წყალარინების თბოაირმომარაგებისა და შენობების საინჟინრო აღჭურვის დეპარტამენტის უფროსი.

2013- 2015 წწ - სტუს-ის სასწავლო პროცესის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი.

2015 - 2017 წწ - სტუ-ს სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი.

2017 -2018 წწ -- სტუ-ს სადოქტორო -საგანმანათლებლო პროგრამა "ჰიდროიჟინერია" ხელმძღვანელი.

2017 წლიდან - საქართველოს პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტთან არსებული სამეცნიერო - საკონსულტაციო საბჭოს წევრი.

2017- 2020 წწ - სტუ-ს სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი.[7]

2020 წლიდან - სან-დიეგოს უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს წევრი.

2021 წლიდან - საქართველოს პრეზიდენტის N 01/0101 განკარგულებით, საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის წევრი.

2022 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო, საუნივერისტეტო სადისერტაციო საბჭოს თავჯდომარე.

2022 წლიდან - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის N 02/30 ბრძანებით - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის ასოცირებული წევრი.

2023 წლიდან - საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავჯდომარე.[8]

2023 წლიდან - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის წევრი.

ოჯახური მდგომარეობა

დავით გურგენიძეს ჰყავს მეუღლე - მარინე გურგენიძე და ორი შვილი.

სქოლიო

  1. სტუ-ის ახალი რექტორი პროფესორი დავით გურგენიძე უფლებამოსილების აღსრულებას უახლოეს დღეებში დაიწყებს (14-02-2020).
  2. რექტორი-დავით-გურგენიძე.
  3. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია - აკადემიკოსები.
  4. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს ბელოსტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდება მიენიჭა (22-04-2021).
  5. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ სახელმწიფო ორდენით დააჯილდოვა (16-02-2022).
  6. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. (13-05-2023) სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე დანტე ალიგიერის საზოგადოების ოქროს მედლით და დიპლომით დააჯილდოვეს..
  7. სამშენებლო ფაკულტეტის დეკანატი - სტუ.
  8. საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციას ახალი თავმჯდომარე ჰყავს (01-02-2023).