შინაარსზე გადასვლა

ბესლეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
12:59, 30 აპრილი 2023-ის ვერსია, GiorgiXIII (განხილვა | წვლილი)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბესლეთი (მრავალმნიშვნელოვანი).
ბესლეთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები სოხუმის მუნიციპალიტეტი (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა)
სათავე 43°02′56″ ჩ. გ. 41°07′18″ ა. გ. / 43.04889° ჩ. გ. 41.121806° ა. გ. / 43.04889; 41.121806
შესართავი შავი ზღვა
42°59′55″ ჩ. გ. 41°01′43″ ა. გ. / 42.998722° ჩ. გ. 41.028667° ა. გ. / 42.998722; 41.028667
სიგრძე 15 კმ
აუზის ფართობი 81,5 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 3,53 მ³/წმ
ბესლეთი — საქართველო
ბესლეთი
ბესლეთი
ბესლეთი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
ბესლეთი
ბესლეთი
— სათავე, — შესართავი

ბესლეთი, ბასლა[1] — კარსტული მდინარე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოხუმის მუნიციპალიტეტში. სიგრძე 15 კმ, აუზის ფართობი 81,5 კმ². სათავეს იღებს ოდიშისა და ურავის კარსტული წყაროებიდან. ერთვის შავ ზღვას ქალაქ სოხუმის ფარგლებში. 4 კმ-იანი მიწისქვეშა კარსტული გვირაბით დაკავშირებულია მდინარე კელასურთან. საზრდოობს უმთავრესად წვიმის წყლით. იცის წყალმოვარდნა შემოდგომასა და ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 3,53 მ³/წმ. მდინარეზე გადებულია ბესლეთის ხიდი, მარცხენა ნაპირზეა ბაგრატის ციხე. ჰესი.[2]

  1. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 34.
  2. გიგინეიშვილი გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 415.