შინაარსზე გადასვლა

სელჩუკები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
20:12, 21 დეკემბერი 2022-ის ვერსია, DerFuchs (განხილვა | წვლილი) (85.117.62.174-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Surprizi-ის მიერ რედაქტირებული ვერსია)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

სელჩუკები, იგივე თურქ-სელჩუკები (თურქმ. Seljuklar, აზერ. Səlcuqlar, თურქ. Selçuklular, უზბეკ. Saljuqiylar, სპარს. سلجوقیان Saljuqiyân, არაბ. والسلاجقة Saljuq, as-Salājiqa, ყაზახ. Селжұқтар) — ოღუზთა თურქული ტომის ერთ-ერთი შტო, რომლებიც თავდაპირველად ცხოვრობდნენ მდინარე სირდარიის აუზში, შუა აზიაში. XI საუკუნის 30-იან წლებში. სახელი მიიღეს მათი ბელადი სელჩუკისაგან, რომელიც იქ გადმოცემების თანახმად 955 წელს დასახლდა, მისი შვილიშვილები იყვნენ თოღრულ ბეგი და ჩაღრი ბეგი. ღაზნევიდების სახელმწიფოსაგან ვასალური პირობებით მიიღეს მიწები ხორასანში (თანამედროვე ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთი). სელჩუკები აჯანყდნენ ღაზნევიდების წინააღმდეგ და 1040 წელს დაამარცხეს ისინი დენდანაკანთან გამართულ ბრძოლაში. 1038 წელს თოღრულ-ბეგმა მიიღო სულთნის ტიტული და საფუძველი ჩაუყარა სელჩუკთა სახელმწიფოს.