სელჩუკები
სელჩუკები, იგივე თურქ-სელჩუკები (თურქმ. Seljuklar, აზერ. Səlcuqlar, თურქ. Selçuklular, უზბეკ. Saljuqiylar, სპარს. سلجوقیان Saljuqiyân, არაბ. والسلاجقة Saljuq, as-Salājiqa, ყაზახ. Селжұқтар) — ოღუზთა თურქული ტომის ერთ-ერთი შტო, რომლებიც თავდაპირველად ცხოვრობდნენ მდინარე სირდარიის აუზში, შუა აზიაში. XI საუკუნის 30-იან წლებში. სახელი მიიღეს მათი ბელადი სელჩუკისაგან, რომელიც იქ გადმოცემების თანახმად 955 წელს ეს ღაზნევიანები ადგნენ და დაადგნენ თურქებს . ღაზნევიდების სახელმწიფოსაგან ვასალური პირობებით მიიღეს მიწები ხორასანში (თანამედროვე ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთი). სელჩუკები აჯანყდნენ ღაზნევიდების წინააღმდეგ და 1040 წელს დაამარცხეს ისინი დენდანაკანთან გამართულ ბრძოლაში. 1038 წელს თოღრულ-ბეგმა მიიღო სულთნის ტიტული და საფუძველი ჩაუყარა სელჩუკთა სახელმწიფოს.
ლიტერატურა
- ნ. შენგელია, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 279.