შინაარსზე გადასვლა

კაგაიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
14:32, 15 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, InternetArchiveBot (განხილვა | წვლილი) (გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.9.2)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ადმინისტრაციული ერთეული
კაგაიანი
დროშა გერბი

ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
ადმ. ცენტრი ტუგეგარაო
შიდა დაყოფა ტუგეგარაო, აბულუგი, ალკალა, ალაკაპანი, ამულუნგი, აპარი, ბაგაო, ბალიესტეროსი, ბუგეი, კალაიანი, კამალანიუგანი, კლავერია, ენრილე, გატარანი, გონსაგა, Iguig, ლალ-ლო, ლასამი, პამპლონა, პენიაბლანკა, პიატი, რისალი, სანჩეს-მირა, სანტა-ანა, სანტა-პრასედესი, სანტა-ტერესიტა, სანტო-ნინიო, სოლანა და ტუაო
კოორდინატები 18°00′00″ ჩ. გ. 121°48′00″ ა. გ. / 18.00000° ჩ. გ. 121.80000° ა. გ. / 18.00000; 121.80000
მმართველი Manuel Mamba
დაარსდა 1583
ფართობი 9295.75 კვადრატული კილომეტრი
მოსახლეობა 1 268 603 (1 მაისი, 2020)[1]
სატელეფონო კოდი 78
საფოსტო ინდექსი 3500–3528
ოფიციალური საიტი http://www.cagayan.gov.ph
კაგაიანი — ფილიპინები
კაგაიანი

კაგაიანი (ილოკ: Probinsia ti Cagayan; იბა: Provinsiya na Cagayan; ტაგალ. Lalawigan ng Cagayan) — ფილიპინების ერთ-ერთი პროვინცია. მდებარეობს კაგაიანის რეგიონში (II რეგიონი), კუნძულ ლუსონის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. პროვინციის დედაქალაქია ტუგეგარაო. იგი მანილიდან 431 კმ-ით ჩრდილო-დასვლეთით მდებარეობს და ჩრდილოეთით მდებარე ბაბუიანის კუნძულებსაც მოიცვას. პროვინციას დასავლეთიდან ჩრდილოეთი ილოკოსი და აპაიაო ესაზღვრება, ხოლო სამხრეთიდან — კალინგა და ისაბელა.

კაგაიანი ერთ-ერთი ადრეული პროვინციების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც ესპანურ კოლონიურ ხანაში შეიქმნა. La Provincia de Cagayan მთელ კაგაიანის ხეობას მოიცავდა, რომელიც დღევანდელ ისბაელის, კირინოს, ნუევა-ვისკაიის, ბატანესის პროვინციებსა და კალინგისა და აპაიაოს ნაწილებს მოიცავდა. ყოფილი დედაქალაქი ნუევა-სეგოვია იყო, რომელიც ნუევა-სეგოვიის ეპარქიის შემადგენლობაში შედიოდა.[2] დღეისთვის პროვინციის ფართობი 9 295.75 კმ²-ია. მთელ რეგიონს კაგაიანის ხეობა ეწოდება.

2013 წელს კაგაიანმა ამერიკული რეალითი შოუს გადარჩენილი 27-ე (გადარჩენილი: სისხლი წყლის წინააღმდეგ) და 28-ე (გადარჩენილი: კაგაიანი) სეზონებს უმასპინძლა.

ჩრდილოეთ ლუსონის ტოპოგრაფიული რუკა, რომელზეც კაგაიანიცაა აღნიშნული

გადმოცემის თანახმად, სახელწოდება წარმოიშვა ტაგაიდან, მცენარის სახელწოდებიდან, რომელიც პროვინციის ჩრდილოეთ ნაწილში უხვად იზრდება. ტერმინი კატაგაიანი, „ადგილი, სადაც ტაგაი იზრდება“ კაგაიანამდე შემცირდა.[2] მკვლევრების აზრით, კაგაიანის სახელწოდება ანტიკური სიტყვიდან წარმოდგება, რაც „მდინარეს“ ნიშნავს. სიტყვის სახესხვაობები: კარაიანი, კაიანი, კაიაიანი და კალაიანი მდინარეს აღნიშნავენ.[2][3]

პროვინცია II რეგიონში მდებარეობს და აღმოსავლეთიდან ფილიპინის ზღვა, სამხრეთიდან — ისაბელის პროვინცია, დასავლეთიდან — კორდილიერის მთები, ჩრდილოეთიდან — ბალინტანგის არხი და ბაბუიანის კუნძულთა ჯგუფი ესაზღვრება. პროვინციის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროდან 2 კმ-ის დაშორებით კუნძული პალაუი მდებარეობს, რამდენიმე კილომეტრით დასავლეთით — ფუგის კუნძული. ბაბუიანის კუნძულთა ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში კალაიანის, დალუპირის, კამიგუინისა და ბაბუიან-კლაროს კუნძულებიც შედის, ლუსონიდან 60 საზღვაო მილის დაშორებით მდებარეობს.

პროვინციის აღმოსავლეთი ნაწილი სიერა-მადრეს მთიანეთს უკავია, დასავლეთი ნაწილი კი ბორცვებითა და დაბლობებითააა დაფარული. ცენტრალური ტერიტორია ფართო ხეობას უკავია, რომელიც ქვეყნის ყველაზე გრძელი მდინარის, კაგაიანის აუზშია. მდინარე ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ აპარის მახლობლად ლუსონის ყურეში ჩაედინება.

პროვინციის ფართობი 9 295.75 კმ²-ი, რაც ქვეყნის მთლიანი ფართობის დაახლოებით 3%-ს შეადგენს და რეგიონში სიდიდით მეორე პროვინციაა.

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კაგაიანის პოლიტიკური რუკა

კაგაიანი 28 მუნიციპალიტეტისა და ერთი ქალაქისგან შედგება და სამ საკონგრესო რაიონად იყოფა. პროვინციის ერთადერთი ქალაქი, დედაქალაქი, ბიზნეს, სავაჭრო და საგანმანათლებლო ცენტრი (1999 წლის 18 დეკემბერიდან) ტუგეგარაოა. პროვინცია 820 ბარანგაიდ იყოფა. ტუგეგარაოში მდებარე სამხრეთ-უგაკის ბარანგაის ყველაზე მეტი მოსახლება ჰყავს (2010 წლის აღწერით), ხოლო ყველაზე მცირე მოსახლეობა აპარიში, ცენტრალურ 15 (პობლასიონი) ბარანგაის ჰყავს. თუკი ქალაქის აბრანგაებს არ ჩავთვლით, მოსახლეობის რაოდენობით პირველ ადტგილზე აპარიში მდებარე მაურის ბარანგაია.

პროვინციის სოფლის მეურნეობაში წამყვანია ბრინჯის, სიმინდის, არაქისის, ლობიოსა და ხილის წარმოება. მოსახლეობა მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს, ღორებს, კამეჩებსა და შინაურ ფრინველებს აშენებს. სანაპირო ქალაქებში თევზჭერაა გავრცელებული. მოსახლეობის ნაწილი ბამბუკის, ხეებისა და ადგილობრივი მასალებიდან სხვადასხვა დანიშნულების ნივთებს ამზადებს.[2] ჩრდილოეთ კაგაიანის საერთაშორისო აეროპორტი, ასევე ცნობილია როგორც ლალ-ლოს საერთაშორისო აეროპორტი, კაგაიანის სპეციალურ ეკონომიკურ ზონას ემსახურება. აეროპორტის ასაფრენი ბილიკის სიგრძე 2 100 მეტრი, ხოლო სიგანი 45 მეტრია, რაც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს და Airbus A320-ისა და Boeing 737-ისთვისაა განკუთვნილი.[4]

სათევზაო ნავი კლავერიაში

ფილიპინის ზღვასთან სიახლოვის გამო ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში უამრავი დასახლებაა გაფანტული: სანჩეს-მირა, პამპლონა, სანტა-პრაქსედესი, კლავერია, ბუგეი, აპარი, ბალესტეროსი, აბულუგი. სანჩეს-მირა, კლავერია და სანტა-პრაქსედესი ტურისტული დანიშნულების ადგილებია, ხოლო ფუგის კუნძული მსოფლიო კლასის რეკრეაციულ და ტურისტულ ცენტრად ვითარდება. კალაიანის კუნძულებზე ტურისტებს ვეშაპებზე დაკვირვების შესაძლებლობა აქვთ, ხოლო კუნძულ პალაუიზე წყალქვეშა ყვინთვის, სათევზაო ტურებში მონაწილეობისა და სნორკელინგის საშუალება აქვთ. პროვინციის დაარსების აღსანიშნავად სამბალის ფესტივალი იმართება. კლავერიაში არაერთი ღირსშესანიშნაობა მდებარეობს, მათ შორის: ლაკაი-ლაკაის ლაგუნა, კამალაგაონის მღვიმეები, კლავეირის ყურე, მაკატელის ჩანჩქერი, პატის შუქურა და სხვ.[5]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Lancion, Jr., Conrado M.; de Guzman, Rey (cartography) (1995) „The Provinces“, Fast Facts about Philippine Provinces, The 2000 Millenium, Makati, Metro Manila: Tahanan Books, გვ. 48, 49, 84, 118. ISBN 971-630-037-9. ციტირების თარიღი: 16 January 2015. 
  3. http://cagayandeoro.elizaga.net/Appendix/meaning-of-cagayan.html Etymology discussion Dr. Lawrence A. Reid, Researcher Emeritus of the Department of Linguistics, University of Hawai'i.
  4. Business Mirror: 1B Airport in Cagayan Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-10. ციტირების თარიღი: 2011-11-23. Retrieved November 23, 2011.
  5. Paraiso Philippines: Cagayan დაარქივებული 2020-11-09 საიტზე Wayback Machine. , retrieved November 23, 2011.