იაკობ ვასერმანი
იაკობ ვასერმანი | |
---|---|
გერმ. Jakob Wassermann | |
დაბადების თარიღი | 10 მარტი, 1873[1] [2] [3] [4] [5] [6] |
დაბადების ადგილი | ფიურტი[7] [8] |
გარდაცვალების თარიღი | 1 იანვარი, 1934[9] [2] [3] [1] [4] [5] [6] (60 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ალტაუსზეე[9] |
საქმიანობა | მწერალი[10] [8] , რომანისტი, სცენარისტი, კრიტიკოსი[10] , ნოველისტი და პროზაიკოსი[6] |
ენა | გერმანული ენა[8] |
მოქალაქეობა | გერმანია[8] |
ალმა-მატერი | Hardenberg-Gymnasium Fürth |
ჟანრი | მოთხრობა |
მეუღლე | Julie Wassermann-Speyer და Marta Karlweis |
შვილ(ებ)ი | Eva Pierrakos, Albert Wassermann, Judith Wassermann და Charles Wassermann |
საიტი | jakob-wassermann.de |
იაკობ ვასერმანი, (დ. 10 მარტი, 1873, ფიურტი, ბავარია — გ. 1 იანვარი. 1934, ალტაუსზეე, ავსტრია) — გერმანელი მწერალი. არსებობს მოსაზრება, რომ მისი რომანები ("ცირნდორფელი ებრაელები", 1897; "მოლოხი", 1903; "კასპარ ჰაუზერი ანუ გულის სიზანტე", 1909; "ბატებიანი კაცუნა", 1915; "კრისტიან ვანშაფე", 1919; "მაურიციუსის საქმე", 1928; "ეცელ ანდერგასტი", 1931) ნაწილობრივ ფსიქოანალიზისა და დოსტოევსკის გავლენითაა დაწერილი. მწერალი გვიხატავს ცალკეული კეთილშობილი ადამიანების სახეებს. საყოველთაო უკეთურობისა და უპატიოსნობის ფონზე ეს გმირები ხშირად იღუპებიან მტრულ საზოგადოებასთნ ბრძოლაში.
მის საუკეთესოდ აღიარებულ რომანში "კასპარ ჰაუზერი ანუ გულის სიზანტე", იაკობ ვასერმანი კეთილშობილურ, ჩუმი არისტოკრატიზმით და სევდიანი იუმორით სავსე, დახვეწილ და ლიტერატურულად მოქნილი წერის მანერით - განსხვავებული ბუნების და ტიპის ადამიანების თვალსაჩინო თავისებურებებზე, ცხოვრების ცალკეულ, თითქოს უმნიშვნელო ნიუანსებზე მრავალმხრივ ცოდნას ამჟღავნებს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 318-319.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #118629387 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 8.0 8.1 8.2 8.3 Вассерман, Якоб // Варлен — Венглейн (БСЭ1) — 1928. — Т. 9. — С. 69.
- ↑ 9.0 9.1 Вассерман Якоб // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ 10.0 10.1 The Fine Art Archive