ნადარბაზევის სასახლე
ნადარბაზევის სასახლე — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ისტორიულ ქვემო ქართლში, ახლანდელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ცენტრიდან დაახლოებით 10 კმ-ზე. ვახუშტი ბატონიშვილი მას თამარ მეფის ნასასახლევს უწოდებს.
სასახლე აგებულია IX-X საუკუნეებში და, როგორც ჩანს, მოგვიანებით გამოუყენებიათ საზაფხულო რეზიდენციად. ნადარბაზევის სასახლის კომპლექსი განლაგებულია შემაღლებულ ადგილზე, გარს ერტყა გალავანი. შემორჩენილია სასახლისა და საცხოვრებელი სახლის ნანგრევები. გეგმით სწორკუთხა სასახლე წარმოადგენს მოზრდილ მისაღებ დარბაზს, რომელსაც ჩრდილოეთით უშუალოდ მასთან დაკავშირებული მცირე სათავსი ეკვრის. დარბაზი შიგნით შელესილი და მოხატული იყო. გარედან შემოსილია სუფთად გათლილი ბაზალტის ქვით. სასახლის დასავლეთით, დაახლოებით 20 მ-ზე, სასახლისავე თანადროული საცხოვრებელი სახლი დგას. გათხრების შედეგად ამ ტერიტორიაზე აღმოჩნდა 6 კმ სიგრძის წყალსადენი.
2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 285.
- „საქართველოს არქეოლოგია“ / რედ: აფაქიძე ა., თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1959. — გვ. 381-382.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირ���ბა]- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 14402