შინაარსზე გადასვლა

RuneScape

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
09:54, 25 დეკემბერი 2021-ის ვერსია, InternetArchiveBot (განხილვა | წვლილი) (გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.8.5)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
RuneScape

RuneScape 3-ის ლოგო
დეველოპერ(ებ)ი Jagex
გამომცემელი Jagex
პლატფორმ(ებ)ი Microsoft Windows, OS X, Linux
გამოსვლის თარიღი 4 იანვარი, 2001
ჟანრ(ებ)ი მასიური მრავალმოთამაშიანი ონლაინ როლური თამაში
რეჟიმ(ებ)ი მრავალმოთამაშიანი
საიტი ოფიციალური საიტი

RuneScapeფენტეზი მასიური მრავალმოთამაშიანი ონლაინ როლური თამაში, რომელსაც უშვებს და ქმნის Jagex-ი. თამაში პირველად გამოვიდა 2001 წლის იანვარში. RuneScape არის გრაფიკული ბრაუზერის თამაში, რომელიც დაწერილია Java-ზე, და აქვს 3D რენდერი. თამაშს აქვს 200 მილიონზე მეტი შექმნილი ანგარიში რომელიც აღიარებულია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის მიერ როგორც მსოფლიოში ყველაზე დიდი უფასო მასიური მრავალმოთამაშიანი ონლაინ როლური თამაში და ყველაზე ხშირად განახლებადი თამაში.[1]

RuneScape-ს მოქმედება ვითარდება გიელინორის მსოფლიოში, შუა საუკუნეების ფანტაზიური მსოფლიოში რომელიც გაყოფილია სამეფოებათ, რეგიონებათ, და ქალაქებად.[2][3] მოთამაშეებს შეუძლიათ გადაადგილება ფეხით, მაგიის საშუალებით, გემებით და სხვა.[4] ყოველ რეგიონს აქვს თავისი რესურსები, მონსტრები, მისიები და სხვა.

მოთამაშეები წარმოდგენილები არიან შესწორებად ავატარებად. თამაშის სიუჟეტს არ აქვს ხაზოვანი სტილი, მოთამაშეები თვითონ ირჩევენ მათ მიზნებს. მოთამაშეებს შეუძლიათ ებრძოლონ არა მოთამაშე მონსტრებს, შეასრულონ დავალებები და განავითარონ თავისი შესაძლებლობები (ინგლ. Skills).

თამაში იწყება განმარტოვებულ კუნძულზე, სადაც მოთამაშეები გაივლიან თამასის სწავლებას სხვა დამწყებ მოთამაშეებთან ერთად, აქ ისინი ისწავლიან თამაშის ძირ���თად შესაძლებლობებს.[5] ამის შემდეგ, მოთამაშეებს აქვთ წვდომა არა-მოთამაშე პერსონაჟებთან რომელიც მათ უხსნით ან ახსენებთ სხვადასხვა შესაძლებლობებს.[6]

თამაშში არის 27 სხვადასხვა შესაძლებლობა რომელიც მოთამაშეს შესაძლებლობას აძლევს აწარმოოს სხვადასხვა საქმიანობა, ან ჰქონდეს ურთიერთმოქმედება სხვადასხვა NPC-სთან. ისინი იღებენ "გამოცდილებას" სხვადასხვა შესაძლობლებისათვის როდესაც მოთამაშეები გამოიყენებენ (შეასრულებენ) ამ შესაძლებლობებს რის შედეგადაც პერსონაჟს ემატება დონეები. (ინგლ. Level-up) დონეების ამატების შედეგად შესაძლებელია უფრო მეტი, და უფრო მაღალი ღირებულობის ნაწარმის შექმნა მატერიალებისგან. მოთამაშეები ყველაზე მაღალი გამოცდილებებით ხვდებიან ოფიციალურ საიტის ტოპ სიაში.[7] როდესაც მოთამაშე აღწევს ერთ-ერთ უმაღლეს შესაძლებლობის დონეს, მას შეუძლია აიღოს სპეციალური შესაძლებლობის მოსასხამი.[8]

ზოგიერთი შესაძლებლობა, როგორიცაა თევზჭერა და ხის ჭრა საშუალებას აძლევს მოთამაშეს აწარმოოს დაუმუშავებელი რესურსები, და შემდეგ, სხვა შესაძლებლობები როგორიცაა მზარეულობა და ხის თლა შესაძლებლობას იძლევა რომ მოთამაშემ დაამუშაოს ეს რესურსი. დამუშავებული რესურსები შეიძლება იყოს გაყიდული სხვა მოთამაშეებთან ან არა-მოთამაშე პერსონაჟებთან. სხვა შესაძლებლობებით კი შეიძლება მონსტრების და სხვა პერსონაჯების მოკვლა, სახლის მშენებლობა, ქურდობა და სხვა.

RuneScape-ს აქვს ნახევრად რეალური დროის საბრძოლო სისტემა. ბრძოლა არის თამაშის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტი, რომელიც მოთამაშეს საშუალებას აძლევს დაამარცხონ მონსტრები რომ მათგან მოიპოვონ სხვადასხვა ნივთები და შეასრულონ დავალებები. ბრძოლის დონე (ინგლ. Combat level) აღნიშნავს თუ რამდენად ძლიერია მოთამაშე ან მონსტრი, სხვებთან შესადარებლად ბრძოლაში. თამაშის იარაღების უმეტესობა არის ან შუა საუკუნეების თემის, ან ფანტაზიური, მათ აქვთ სხვადასხვა სიძლიერეები და სისუსტეები. მოთამაშეებს ასევე შეუძლიათ გამოიძახონ თავიანთი შინაური ცხოველი,[9] გამოიყენონ სპეციალური "შესაძლებლობები",[10] დალიონ სასმელები სხვადასხვა ეფექტებით, და გამოიყენონ ლოცვის შესაძლებლობა სხვადასხვა ბონუსებისათვის.

ბრძოლა იყოფა სამ ძირითად კატეგორიად: ახლო,[11] მაგიური[12] და დისტანციური.[13] ახლო ბრძოლა ხდება სხვადასხვა ტიპის ცივი იარაღებით ახლო მანძილზე, მაგიური ბრძოლა ხდება მაგიით, რუნული ქვების გამოყენებით (ინგლ. Runestones), დისტანციური ბრძოლა კი ხდება სხვადასხვა მშვილდებით, სასროლი დანებით, სასროლი შუბებით და სხვა.

მოთამაშეთა ურთიერთმოქმედება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოთამაშეები ერთმანეთზე ურთიერთმოქმედებენ ვაჭრობით, საუბრით, ან მინი-თამაშებით, ასევე არსებობს მოთამაშე მოთამაშის წინააღმდეგ სხვადასხვა რეგიონებში რუკაზე, ან განცალკევებულ სერვერებზე.[14] მოთამაშეებს შეუძლიათ ევაჭრონ ერთმანეთს და გამოიმუშავონ ფული, ან პირდაპირი ვაჭრობით, ან სპეციალურ "დიდ ბირჟაზე"[15] (ინგლ. Grand Exchange).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Five things you didn't know about 'RuneScape'. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-21. ციტირების თარიღი: 2016-04-04.
  2. God Letters: Issue 16 – Guthix Dispels Rumours. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-29. ციტირების თარიღი: 2011-07-29.
  3. World Map - Old School RuneScape
  4. Transportation – Introduction. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-29. ციტირების თარიღი: 2011-07-29.
  5. "How do I get started?". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-29. ციტირების თარიღი: 2011-07-29.
  6. Advisors and Tutors. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-29. ციტირების თარიღი: 2011-07-29.
  7. Coming Next Week: New Website!
  8. Capes of Accomplishment (Members). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-29. ციტირების თარიღი: 2011-07-29.
  9. Summoning – The Basics. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-29. ციტირების თარიღი: 2011-07-29.
  10. Evolution of Combat: Now Live!
  11. Melee Combat. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-29. ციტირების თარიღი: 2011-07-29.
  12. Magic - The Basics. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-29. ციტირების თარიღი: 2011-07-29.
  13. Ranged - The Basics. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-29. ციტირების თარიღი: 2011-07-29.
  14. Wilderness Changes, Bounty Hunter and Clan Wars!
  15. Controls - The Grand Exchange. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-29. ციტირების თარიღი: 2011-07-29.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=RuneScape&oldid=4300778“-დან