შინაარსზე გადასვლა

რამაზ შენგელიას სტადიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
01:26, 22 თებერვალი 2021-ის ვერსია, InternetArchiveBot (განხილვა | წვლილი) (გადარჩენა 0 წყაროების და მონიშვნა 1 მკვდრად.) #IABot (v2.0.8)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
რამაზ შენგელიას სტადიონი
ტორპედოს სტადიონი
სრული სახელი რამაზ შენგელიას სახელობის ქუთაისის ცენტრალური სტადიონი
მდებარეობა ქუთაისი, საქართველო.
აღდგა 2010
მესაკუთრე საქართველოს მთავრობა
ტევადობა 14,700
გუნდები
ტორპედო ქუთაისი

რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი — სპორტული სტადიონი ქუთაისში, საქართველო. ძირითადად გამოიყენება საფეხბურთო მატჩებისათვის. არის საფეხბურთო კლუბ ქუთაისის ტორპედოს საშინაო მოედანი.

2010 წელს სტადიონს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. დამონტაჟდა 14,700 ინდივიდუალური სკამი, საერთაშორისო სტანდარტების ტაბლო და განათების სისტემა, თავიდან აშენდა ადმინისტრაციული შენობა, გადაიხურა სტადიონის მნიშვნელოვანი ნაწილი, გარემონტდა გასახდელები და პრესლოჟა.[1] 2015 წლის აპრილში სტადიონს მიენიჭა გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელის, რამაზ შენგელიას სახელი.[2][3]