შინაარსზე გადასვლა

ელეანორა ავსტრიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
22:05, 22 აგვისტო 2020-ის ვერსია, Rezo1515 (განხილვა | წვლილი) (დაემატა კატეგორია:ავსტრიის პრინცესები გაჯეტ HotCat-ით)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ელეანორა ავსტრიელი
პოლონეთის დედოფალი და ლიტვის დიდი მთავარი
კორონაცია: 29 სექტემბერი, 1670
მმართ. დასაწყისი: 27 თებერვალი, 1670
მმართ. დასასრული: 10 ნოემბერი, 1673
წინამორბედი: მარია ლუიზა გონძაგა
მემკვიდრე: მარია კაზიმირა ლუიზა დ’არკიენი
ლოთარინგიისა და ბარის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 6 თებერვალი, 1678
მმართ. დასასრული: 18 აპრილი, 1690
წინამორბედი: ბეატრიქს დე კუზანსი
მემკვიდრე: ელიზაბეტ შარლოტ ორლეანელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 21 მაისი, 1653
დაბ. ადგილი: რეგენსბურგი, ბავარია
გარდ. თარიღი: 17 დეკემბერი, 1697, (44 წლის)
გარდ. ადგილი: ვენა, ავსტრია
მეუღლე: მიხაილ I, პოლონეთის მეფე
(ქ. 1670-გარდ. 1673)
შარლ V, ლოთარინგიის ჰერცოგი
(ქ. 1678-გარდ.1690)
შვილები: ექვსი შვილი
დინასტია: ჰაბსბურგები
მამა: ფერდინანდ III, საღვთო რომის იმპერატორი
დედა: ელეანორა გონძაგა
რელიგია: კათოლიციზმი
ხელმოწერა:

ელეანორა ავსტრიელი (გერმ. Eleonore von Österreich, პოლ. Eleonora Habsburżanka, ლიეტ. Eleonora Habsburgaitė, ფრანგ. Éléonore d'Autriche; დ. 21 მაისი, 1653, რეგენსბურგი, ბავარია — გ. 17 დეკემბერი, 1697, ვენა, ავსტრია) — ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. საღვთო რომის იმპერატორ ფერდინანდ III-ისა და მისი მესამე ცოლის, იმპერატრიცა ელეონორა გონძაგას ასული. პოლონეთ-ლიტვის დედოფალი 1670-3 წლებში როგორც მიხაილ I-ის, ხოლო ლოთარინგიისა და ბარის ჰერცოგინია 1678-1690 წლებში როგორც შარლ V-ის მეუღლე.

ელეანორა დაიბადა 1653 წლის 21 მაისს ქალაქ რეგენსბურგში. იგი იყო საღვთო რომის იმპერატორ ფერდინანდ III-ისა და მისი მესამე ცოლის, დედოფალ ელეანორა გონძაგას ქალიშვილი.

პოლონეთის დედოფალი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელეანორა 1670 წლის 27 თებერვალს ცოლად შერთეს პოლონეთ-ლიტვის მეფე მიხაილ I-ს. 1670 წლის 29 ნოემბერს მეფე-დედოფალს მკვდარი ვაჟი შეეძინათ, მომდევნო წელს კი ელეანორას მუცელი მოეშალა. მისმა ასეთმა უძლურებამ მემკვიდრის გაჩენის საკითხში ცხადია დიდი ბზარი გააჩინა მათ ქორწინებაში. მიუხედავად ამისა, ელეანორი განიხილებოდა როგორც კეთილდღეობის, გონიერებისა და ლოიალობის მაგალითი პოლონელთათვის. იგი ასევე ერთგული და მოსიყვარულე მეუღლეც იყო. მართალია მან პოლონური კარგად ისწავლა, მაგრამ უპირატესობას მაინც გერმანულსა და ლათინურს ასწავლიდა. იმის გამო რომ მან უამრავი უცხო ენა იცოდა, მიხაილს იგი ხშირად დაჰყავდა ოფიციალურ ვიზიტებზე. მართალია მათი ქორწინება დიდ ხანს არ გაგრძელებულა, მაგრამ ასეთ მცირე დროშიც კი მოასწრო მიხაილმა საყვარელი გაეჩინა კლარა იზაბელა პაკოვას სახით.

მისი მეუღლე 1673 წლის 10 ნოემბერს გარდაიცვალა, რის შემდეგაც უშვილო და დაქვრივებულმა დედოფალმა დატოვა პოლონეთი და ამის შემდეგ იგი იქ აღარასდროს ჩასულა.

ლოთარინგიის ჰერცოგინია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაქვრივებიდან სულ ხუთ წელიწადში, 1678 წლის 6 თებერვალს იგი მეორედ დაქორწინდა ლოთარინგიის ჰერცოგ შარლ V-ზე. ქორწინება ელეანორის მშობლიურ ავსტრიაში, კერძოდ კი ვინერ-ნოიშტადში შედგა. მათ მრავალწლიან ბედნიერ ქორწინებაში ექვსი შვილი შეეძინათ. შარლი 1690 წლის 18 აპრილს გარდაიცვალა, თავად ელეონორი კი სულ შვიდ წელიწადში, 1697 წლის 17 დეკემბერს დაიღუპა 44 წლის ასაკში.

  1. ლეოპოლდი (1679—1729), ლოთარინგიისა და ბარის ჰერცოგი, ცოლად შეირთო ელიზაბეტ შარლოტ ორლეანელი, რომელთანაც შეეძინა საღვთო რომის იმპერატორი და ჰაბსბურგ-ლოთარინგიის დინასტიის დამ���არსებელი ფრანც I;
  2. შარლ იოზეფი (1680—1715), ოლმუკის ეპისკოპოსი;
  3. ელეანორი (1682);
  4. შარლ ფერდინანდი (1683—1685);
  5. იოზეფ კლემენტი (1685—1705), გენერალი;
  6. ფრანც ანტონი (1689—1715), მალბელის აბატი.
  • Davies, Norman (1982). God's Playground:A History of Poland. Vol. I. Columbia University Press.
  • Lipp, Charles T. (2011). Noble Strategies in an Early Modern Small State: The Mahuet of Lorraine. University of Rochester Press.
  • Eder, Karl (1961), "Ferdinand III.", Neue Deutsche Biographie (NDB) (in German), 5, Berlin: Duncker & Humblot, pp. 85–86; (full text online)
  • "Gonzaga, Eleonora II (1628–1686)". Women in World History: A Biographical Encyclopedia. Gale Research. 2002. Retrieved 28 August 2018.