შინაარსზე გადასვლა

ჟამუშის მაცხოვრის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟამუშის მაცხოვრის ტაძარი


ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
ადგილმდებარეობა მესტიის მუნიციპალიტეტი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი დარბაზული
თარიღდება XI საუკუნე
დეტალები

ჟამუშის მაცხოვრის ტაძარიX-XI საუკუნის ეკლესია ზემო სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის თემის სოფელ ჟამუშში.

მოხატულობა

ტაძარი ძველი კოშკებიანი საცხოვრებელი სახლების კომპლექსში დგას. შემორჩენილია XIII საუკუნის მოხატულობა, სადაც საუფლო დღესასწაულთა სრული ციკლია წარმოდგენილი. ტაძრის ხატთაგან ერთ-ერთი — მაცხოვრის ხატი შეუწირავს იმერთა მეფე გიორგი II-ს. წარწერაში მოხსენიებულია მეფეთ მეფე გიორგი, დედოფალი რუსუდანი და ძე მათი ბაგრატი. ტახტის ორივე მხარეს, მარცხნივ მეფე და მარჯვნივ დედოფალი გამოსახულნი არიან სრული ტანით, გვირგვინებით, ქრისტესაკენ ვედრებით გაწვდილი ხელებით. დედოფლის ფეხებთან მოთავსებული წარწერა იხსენიებს ოქრომჭედელ ივანეს. გიორგი მეფეს ლატალის მაცხოვრისთვისაც შეუწირავს მაცხოვრის ხატი, სადაც ასევე დედოფალი რუსუდანი და მათი ძე ბაგრატია მოხსენებული.

ჟამუშის ეკლესიის მაცხოვრის მეორე ხატის წარწერა იხსენიებს გედეონ მაჭავარიანს, რომელიც შესთხოვს მულახის მაცხოვარს, განაძლიეროს მეფეთმეფობა გიორგისა. მაგრამ გიორგისთან ერთად მოხსენიებულია უკვე მისი მეორე მეუღლე დედოფალთ დედოფალი თამარი და მათი ძე ალექსანდრე, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ეს ხატი გიორგის მიერ შეწირული ხატების შემდეგაა შესრულებული. იმერთა მეფის გიორგის ასეთი ძვირფასი შენაწირი იმერეთის სამეფოსა და სვანეთს შორის მჭიდრო ურთიერთობის დასტურია.

ტაძრის სიწმინდეები

ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

იხილეთ აგრეთვე

გალერეა

ლიტერატურა

  • ზემო სვანეთი, ჟურნალი „კარიბჭე“, 2009 წ.
  • ყენია რ., ალადაშვილი ნ. ზემო სვანეთი (შუა საუკუნეების ხელოვნება), გზამკვლევი, თბ., 2000, გვ. 67
  • თაყაიშვილი ექვ., სოფელი ჟამუში, არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს, პარიზი, 1937, გვ. 253-259

სქოლიო