შინაარსზე გადასვლა

ჩიხარეშის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩიხარეშის ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი — ეკლესია საქართველოში. მდებარეობს ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხარეშში. დათარიღებულია განვითარებული შუა საუკუნეებით. ტაძარი გუმბათოვანია. ექვთიმე თაყაიშვილი არქეოლოგიური ექსპედიციის მასალებში აღნიშნავს, რომ ტაძარში დაცულია ორი ძველი ხატი — ერთი ღმრთისმშობლის (კარედიანი), მეორე კი მაცხოვრის. ხატებს ახლავს წარწერები.


ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].


იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • თაყაიშვილი ექვ., არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს, პარიზი, გვ. 120-122
  • ქვემო სვანეთის მხატვრობა, ფონდი "ღია საზოგადიება საქართველო" ეროვნული კულტურული მემკვიდრეობა, საანგარიშო მოხსენება, თბ., 1997, გვ. 50-51; გვ. VII
  • ჩიხარეში, ოქონ დაბიშის ეკლესია, ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პროგრამა, საანგარიშო კრებული, თბ., 1998, გვ. 220

სქოლიო