Škoda 06T
იერსახე
Škoda 06 T — ხუთნაკვეთურიანი, სამურიკიანი (ექვსღერძიანი), ნახევრად დაბალიატაკიანი, ორმხრივი მიმართულების ტრამვაის ვაგონი, რომელიც კომპანია შკოდამ (Škoda) იტალიის ქალაქ კალიარისთვის ააგო (იხ. სტ.: კალიარი; კალიარის მეტრო). ეს ვაგონი ძალიან ჰგავს Škoda 05 T–ს. იგი აღჭურვილია კონდიცირების სისტემით. მისი იატაკის 65% დაბალია (ლიანდაგის ზედაპირიდან 35 სმ სიმაღლეზე).
პროდუქცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2007 წლის მდგომარეობით აგებულია ამ მოდელის 9 ვაგონი.
ქალაქი | ბმული | ვაგონის ტიპი | ვაგონების მიღების წლები | ვაგონების რაოდენობა | ბორტის ნომრები | შენიშვნა |
---|---|---|---|---|---|---|
კალიარი | კალიარის მეტრო | 06T | 2006 – 2007 | 9 ვაგონი | CA 01 – CA 09 |
ტექნიკური მონაცემები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სიგრძე (ქუროების გარეშე): 29,49 მ
- სიგანე: 2,46 მ
- სიმაღლე: 3,5 მ
- ცარიელი ვაგონის წონა: 37,7 ტ
- ადგილების ჯამური რაოდენობა: 279
- დასაჯდომი: 44
- დასადგომი: 235
- დაბალი იატაკი: 65%
- მოტორების სიმძლავრე: 4 x 115 kW
- მაქს. რეკომენდებული სიჩქარე: 70 კმ/სთ
- ლიანდაგის სიგანე: 950 მმ
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
|