ლონდონის სამეფო საზოგადოება
იერსახე
ლონდონის სამეფო საზოგადოება ბუნების შესახებ ცოდნის განვითარებისთვის (Royal Society of London for the Improvement of Natural Knowledge), შემოკლებით სამეფო საზოგადოება, დაარსდა 1660 წელს და სწავლულთა უძველეს ორგანიზაციად ითვლება, რომელიც დღემდე არსებობს.
მიუხედავად იმისა, რომ ნებაყოფლობითი გაერთიანებაა, საზოგადოება დიდი ბრიტანეთის მეცნიერებათა აკადემიის როლს ასრულებს (რისთვისაც ყოველწლიურად ბრიტანეთის მთავრობისგან £30 მილიონს იღებს). საზოგადოება მეცნიერებათა საბჭოს წევრი ორგანიზაციაა.
��დინბურგის სამეფო საზოგადოება (დაარსდა 1783 წელს) დამოუკიდებელი შოტლანდიური გაერთიანებაა. ირლანდიური სამეფო აკადემია (დაარსდა 1785 წელს) ასევე დამოუკიდებელი ირლანდიური ორგანიზაციაა.