შინაარსზე გადასვლა

ხუტა ბერულავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
12:57, 28 იანვარი 2021-ის ვერსია, InternetArchiveBot (განხილვა | წვლილი) (გადარჩენა 0 წყაროების და მონიშვნა 1 მკვდრად.) #IABot (v2.0.8)
ხუტა ბერულავა
დაბადების თარიღი 10 დეკემბერი, 1924(1924-12-10)
დაბადების ადგილი ზუგდიდი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 2004
საქმიანობა პოეტი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მაქსიმ გორკის ლიტერატურული ინსტიტუტი
ჯილდოები შრომის წითელი დროშის ორდენი და საპატიო ნიშნის ორდენი

ხუტა მიხეილის ძე ბერულავა (დ. 10 დეკემბერი, 1924, ზუგდიდი — გ. 2004) — ქართველი პოეტი. მისი პირადი არქივი 2009 წლის 17 მარტიდან ინახება საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში[1].

ბიოგრაფია

დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი, შემდეგ მაქსიმ გორკის სახელობის მოსკოვის ლიტერატურის ინსტიტუტი (1952). იყო გამომცემლობა „ნაკადულის“ დირექტორი, ჟურნალ „ცისკრის“ რედაქტორი. 1967-1979 წლებში გამომცემლობა „განათლების“ დირექტორი. ლექსებს 1941 წლიდან აქვეყნებს, პირველი კრებული 1944 წელს გამოვიდა. პოპულარული გახდა მეორე მსოფლიო ომის გმირებისადმი მიძღვნილი მისი ლექსები („ამხანაგო მიშაკოვ, ძმაო შალამბერიძევ“, 1941; „ვარსკვლავეთს მოსწყდა ვარსკვლავი“, 1945).

ბერულავას პოეზია მრავალმხრივია („მამულიშვილთა მოსაგონარი“, 1947; „უკრაინაში, დნეპრის წინაშე“, 1949; პოემა „რუსული გული“, 1950-1954), „სიმღერა ვარსკვლავებზე“ (1953); საქართველოს წარსულს ეძღვნება ლექსების ციკლი „ვარძიის გზაზე“ (1946), პოემა „კოლხური ლეგენდა“ (1943-1955), „ამბავი თბილისის დაბადებისა“ (1964). ბერულავა წერდა ბავშვებისთვისაც, თარგმნის რუს და სხვა ეროვნების პოეტებს.

ბერულავას ნაწარმოები თარგმნილია უცხო ენებზე.

დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშისა და „საპატიო ნიშნის“ ორდენებით.

იხ. ასევე

ლიტერატურა

სქოლიო