სტევო პენდაროვსკი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
| გარდაცვალების თარიღი= |
| გარდაცვალების თარიღი= |
||
| გარდაცვალების ადგილი= |
| გარდაცვალების ადგილი= |
||
| მოქალაქეობა= {{დროშა|მაკედონია}} |
| მოქალაქეობა= {{დროშა|მაკედონია}} |
||
| განათლება= [[სკოპიეს წმინდა კირილესა და მეთოდეს უნივერსიტეტი]] |
| განათლება= [[სკოპიეს წმინდა კირილესა და მეთოდეს უნივერსიტეტი]] |
||
| სამეცნიერო ხარისხი= |
| სამეცნიერო ხარისხი= |
უკანასკნელი რედაქცია 15:42, 12 მაისი 2024-ის მდგომარეობით
სტევო პენდაროვსკი | |
ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
12 მაისი, 2019 – 12 მაისი, 2024 | |
პრემიერ-მინისტრი | ზორან ზაევი |
წინამორბედი | გეორგე ივანოვი |
მემკვიდრე | გორდანა სილიანოვსკა-დავკოვა |
დაბადებული | 3 აპრილი, 1963 სკოპიე, იუგოსლავია |
მოქალაქეობა | ჩრდილოეთი მაკედონია |
პოლიტიკური პარტია | სოციალ-დემოკრატიული კავშირი |
განათლება | სკოპიეს წმინდა კირილესა და მეთოდეს უნივერსიტეტი |
საქმიანობა | აკადემიკოსი |
სტევო პენდაროვსკი (მაკედ. Стево Пендаровски; დ. 3 აპრილი, 1963, სკოპიე, იუგოსლავია) — ჩრდილოეთ მაკედონიელი პოლიტიკოსი და აკადემიკოსი. ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტი 2019 წლის 12 მაისიდან[1][2][3] 2024 წლის 12 მაისამდე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]განათლება და აკადემიური კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1987 წელს დაამთავრა წმინდა კირილესა და მეთოდეს უნივერსიტეტი. მოიპოვა „ხელოვნების ოსტატისა“ და „ფილოსოფიის დოქტორის“ წოდება პოლიტიკის მეცნიერებაში. 2018 წლიდან სტეპო პენდაროვსკი არის სკოპიეს ამერიკული კოლეჯის პროფესორის ასისტენტი საერთაშორისო უსაფრთხოების, საერთაშორისო ურთიერთობებისა და გლობალიზაციის საკითხებში.
პოლიტიკური კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მისი პოლიტიკური კარიერა დაიწყო 1998 წელს. იყო ჩრდილოეთ მაკედონიის შინაგან საქმეთა მინისტრის თანაშემწე საზოგადოებრივი ურთიერთობების საკითხებში, 1998–2001 წლებში იყო ამავე შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკისა და კვლევის დეპარტამენტის უფროსი. 2001-2004 და 2005-2009 წლებში იკავებდა ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობას ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო ურთიერთობების საკითხებში. ამ პერიოდში ქვეყანას ორი პრეზიდენტი ჰყავდა: ბორის ტრაიკოვსკი (1999-2004) და ბრანკო ცრვენკოვსკი (2004-2009).
2014 წლის 4 მარტს ქვეყნის მთავარმა ოპოზიციურმა, „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ იგი 2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატად წარადგინა.[4] 2019 წელს „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ და დემოკრატიულმა კავშირმა ინტეგრაციისათვის“ ისევ წარადგინეს კანდიდატად. მან მოახერხა არჩევნების მეორე ტურში გასვლა და გამარჯვება, რის შედეგადაც გახდა ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტი.[5]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ https://www.politico.eu/article/ruling-partys-pendarovski-wins-north-macedonia-presidency/
- ↑ https://www.nytimes.com/2019/05/05/world/europe/north-macedonia-election.html
- ↑ https://www.aljazeera.com/news/2019/05/stevo-pendarovski-wins-north-macedonia-presidential-election-190506000053076.html
- ↑ Pendarovski, official presidential nominee of the Macedonian opposition, Independent Balkan News Agency, 05.03.2014/
- ↑ Стево Пендаровски е консензуален претседателски кандидат на СДСМ и ДУИ, Точка.мк (01.03.2019)