შინაარსზე გადასვლა

პროკოფი აბულაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
 
ხაზი 2: ხაზი 2:
'''პროკოფი ქაიხოსროს ძე აბულაძე''' (დ. [[1898]], [[ქუთაისი]] — გ. [[22 სექტემბერი]], [[1931]], [[ნიცა]], [[საფრანგეთი]]) — ქართველი [[პოეტი]] და სამხედრო პირი. [[ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია|ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიის]] დამთავრების შემდეგ, [[1918]] წელს შევიდა [[თბილისის უნივერსიტეტი|თბილისის უნივერსიტეტში]], მაგრამ ([[1919]] წლის 14 სექტემბერს), როგორც კი გამოცხადდა პირველი ქართული სამხედრო ([[იუნკერი|იუნკრების]]) სკოლის დაფუძნების შესახებ, უნივერსიტეტი დატოვა და ახალდაარსებულ სასწავლებელში ჩაეწერა.

[[1920]]–[[1921]] წლებში პროკოფი აბულაძემ მონაწილეობა მიიღო [[რუსეთი|რუსეთის]] წითელი არმიის წინააღმდეგ წარმოებულ იუნკერთა სკოლის ყველა საბრძოლო ოპერაციაში. [[საბჭოთა რუსეთი|ბოლშევიკური რუსეთის]] მიერ [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს]] ოკუპაციის შემდეგ, [[1921]] წლის გაზაფხულზე, თბილისის სამხედრო სკოლის იუნკრებმა დატოვეს სამშობლო. თავდაპირველად [[თურქეთი|თურქეთში]] გაჩერდნენ, კერძოდ, [[კონსტანტინოპოლი|კონსტანტინოპოლში]]. აქედან იუნკერთა ნაწილი, მათ შორის პროკოფი აბულაძეც, საბერძნეთის სამხედრო სასწავლებელში გაამწესეს. [[საბერძნეთი|საბერძნეთში]] ყოფნის პერიოდში ქართველმა იუნკრებმა, [[1922]] წელს ქალაქ [[ათენი|ათენში]], გამოსცეს ჟურნალი „ატროკებული ტვინი“, ლადო მახარაძის რედაქტორობით (გამოვიდა სულ სამი ნომერი).
[[1920]]–[[1921]] წლებში პროკოფი აბულაძემ მონაწილეობა მიიღო [[ წითელი არმიის წინააღმდეგ წარმოებულ იუნკერთა სკოლის ყველა საბრძოლო ოპერაციაში. [[საბჭოთა რუსეთი|ბოლშევიკური რუსეთის]] მიერ [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს]] ოკუპაციის შემდეგ, [[1921]] წლის გაზაფხულზე, თბილისის სამხედრო სკოლის იუნკრებმა დატოვეს სამშობლო. თავდაპირველად [[თურქეთი|თურქეთში]] გაჩერდნენ, კერძოდ, [[კონსტანტინოპოლი|კონსტანტინოპოლში]]. აქედან იუნკერთა ნაწილი, მათ შორის პროკოფი აბულაძეც, საბერძნეთის სამხედრო სასწავლებელში გაამწესეს. [[საბერძნეთი|საბერძნეთში]] ყოფნის პერიოდში ქართველმა იუნკრებმა, [[1922]] წელს ქალაქ [[ათენი|ათენში]], გამოსცეს ჟურნალი „ატროკებული ტვინი“, ლადო მახარაძის რედაქტორობით (გამოვიდა სულ სამი ნომერი).

[[1923]] წლის დასაწყისში მარშალმა [[იუზეფ პილსუდსკი|იუზეფ პილსუდსკიმ,]] რომელიც იმხანად [[პოლონეთი|პოლონეთის]] ეროვნულ არმიას („არმია კრაიოვა“) ედგა სათავეში, ქართველ სამხედროებს შესთავაზა პოლონეთში დამკვიდრებულიყვნენ. ქართველი იუნკრებისთვის პოლონეთი მეორე სამშობლოდ იქცა. პროკოფი აბულაძეც მოეწყო იქაურ სამხედრო სასწავლებელში, მაგრამ [[1924]] წელს თავი დაანება სამხედრო სამსახურს და [[ვარშავა|ვარშავის]] უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. [[1926]] წელს მისი რედაქტორობით ვარშავაში გამოიცა ჟურნალი „მთვარიდა“, რომელიც ხელით იყო ნაბეჭდი და ამიტომ სულ ერთი ცალი გამოვიდა. [[1928]] წელს პროკოფი აბულაძე საცხოვრებლად [[საფრანგეთი|საფრანგეთში]] გადავიდა, სადაც მისი მონაწილეობით დაარსდა „ქართველ იუნკერთა კავშირი“. [[1928]] წლის ნოემბერში მან გამოსცა ამ კავშირის ბეჭდვითი ორგანო „მტკვარი“, მაგრამ ჟურნალმა პირველსავე ნომერზე შეწყვიტა არსებობა. [[1929]] წლის ივნისში „ქართველ იუნკერთა კავშირმა“ პროკოფი აბულაძის რედაქტორობით უკვე მიიღო თავისი ახალი ორგანო ჟურნალი „მხედარი“.

უკანასკნელი რედაქცია 16:27, 5 ნოემბერი 2021-ის მდგომარეობით

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბულაძე.

პროკოფი ქაიხოსროს ძე აბულაძე (დ. 1898, ქუთაისი — გ. 22 სექტემბერი, 1931, ნიცა, საფრანგეთი) — ქართველი პოეტი და სამხედრო პირი. ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, 1918 წელ��� შევიდა თბილისის უნივერსიტეტში, მაგრამ (1919 წლის 14 სექტემბერს), როგორც კი გამოცხადდა პირველი ქართული სამხედრო (იუნკრების) სკოლის დაფუძნების შესახებ, უნივერსიტეტი დატოვა და ახალდაარსებულ სასწავლებელში ჩაეწერა.

1920–1921 წლებში პროკოფი აბულაძემ მონაწილეობა მიიღო რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ წარმოებულ იუნკერთა სკოლის ყველა საბრძოლო ოპერაციაში. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, 1921 წლის გაზაფხულზე, თბილისის სამხედრო სკოლის იუნკრებმა დატოვეს სამშობლო. თავდაპირველად თურქეთში გაჩერდნენ, კერძოდ, კონსტანტინოპოლში. აქედან იუნკერთა ნაწილი, მათ შორის პროკოფი აბულაძეც, საბერძნეთის სამხედრო სასწავლებელში გაამწესეს. საბერძნეთში ყოფნის პერიოდში ქართველმა იუნკრებმა, 1922 წელს ქალაქ ათენში, გამოსცეს ჟურნალი „ატროკებული ტვინი“, ლადო მახარაძის რედაქტორობით (გამოვიდა სულ სამი ნომერი).

1923 წლის დასაწყისში მარშალმა იუზეფ პილსუდსკიმ, რომელიც იმხანად პოლონეთის ეროვნულ არმიას („არმია კრაიოვა“) ედგა სათავეში, ქართველ სამხედროებს შესთავაზა პოლონეთში დამკვიდრებულიყვნენ. ქართველი იუნკრებისთვის პოლონეთი მეორე სამშობლოდ იქცა. პროკოფი აბულაძეც მოეწყო იქაურ სამხედრო სასწავლებელში, მაგრამ 1924 წელს თავი დაანება სამხედრო სამსახურს და ვარშავის უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. 1926 წელს მისი რედაქტორობით ვარშავაში გამოიცა ჟურნალი „მთვარიდა“, რომელიც ხელით იყო ნაბეჭდი და ამიტომ სულ ერთი ცალი გამოვიდა. 1928 წელს პროკოფი აბულაძე საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა, სადაც მისი მონაწილეობით დაარსდა „ქართველ იუნკერთა კავშირი“. 1928 წლის ნოემბერში მან გამოსცა ამ კავშირის ბეჭდვითი ორგანო „მტკვარი“, მაგრამ ჟურნალმა პირველსავე ნომერზე შეწყვიტა არსებობა. 1929 წლის ივნისში „ქართველ იუნკერთა კავშირმა“ პროკოფი აბულაძის რედაქტორობით უკვე მიიღო თავისი ახალი ორგანო ჟურნალი „მხედარი“.

პროკოფი აბულაძე „მხედარის“ პირველ ათ ნომერს რედაქტორობდა. ამათგან მხოლოდ პირველ ნომერშია დაბეჭდილი მისი ორი ლექსი: „გზაზე“ და „სიმღერა“ რეო ამონის ფსევდონიმით. ამას გარდა, პარიზში გამომავალ ჟურნალ „კავკასიონის“ რამდენიმე ნომერშიც გამოქვეყნდა მისი ლექსები. 1931 წლის 22 სექტემბერს იგი მოულოდნელად გარდაიცვალა ქალაქ ნიცის საავადმყოფოში. დაკრძალულია ნისის სასაფლაოზე.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]