შინაარსზე გადასვლა

შენიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.7
ხაზი 79: ხაზი 79:
==რესურსები ინტერნეტში==
==რესურსები ინტერნეტში==
* [http://english.shenyang.gov.cn/ შენიანის მთავრობის საიტი]
* [http://english.shenyang.gov.cn/ შენიანის მთავრობის საიტი]
* [http://englishaffairs.cn/ შენიანის ონლაინ-საზოგადოება]
* [http://englishaffairs.cn/ შენიანის ონლაინ-საზოგადოება]


[[კატეგორია:ჩინეთის ქალაქები]]
[[კატეგორია:ჩინეთის ქალაქები]]

09:10, 29 დეკემბერი 2020-ის ვერსია

ქალაქი
შენიანი
瀋陽
ფაილი:Shenyang montage.jpg
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
შიდა დაყოფა Heping District, Shenhe District, Dadong District, Huanggu District, Tiexi District, Sujiatun District, Hunnan District, Shenbei New Area, Yuhong District, Liaozhong District, Kangping County, Faku County და Xinmin
კოორდინატები 41°08′00″ ჩ. გ. 123°04′00″ ა. გ. / 41.13333° ჩ. გ. 123.06667° ა. გ. / 41.13333; 123.06667
ფართობი 12,942 კმ²
ცენტრის სიმაღლე 55
მოსახლეობა 8,106,171 კაცი (2010)
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი +86-24
საფოსტო ინდექსი 110000
საავტომობილო კოდი 辽A
ოფიციალური საიტი shenyang.gov.cn
შენიანი — ჩინეთი
შენიანი

შენიანი (ჩინ.: 瀋陽) — სუბპროვინციული მნიშვნელობის ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში, მდინარე ლიაოხეს მარცხენა შენაკადის — ხუნხეს ორივე ნაპირზე. წარმოადგენს ლიაონინის პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრს. განლაგებულია ჩინეთის დიდი კედლის ჩრდილოეთით. 2010 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით ქალაქში ცხოვრობდა 8,106,171 ადამიანი. ფართობი 12,942 კმ².

აღმოცენდა ძველი წელთაღრიცხვის II საუკუნეში, ეწოდებოდა ხოუჩენი, VIII-XVIII საუკუნეებში შენჯოუ. იუანის დინასტიის დროს (XIII-XIV საუკუნეები) დაერქვა შენიანი. 1621 წელს მიიტაცეს მანჯურიელებმა და 1625 წლიდან 1912 წლამდე ატარებდა მანჯურიულ სახელწოდება მუკდენს. 1625-44 მანჯურიის სახელმწიფოს დედაქალაქი იყო. ცინის დინასტიის დროს (1644-1911) ითვლებოდა ჩინეთის მეორე დედაქალაქად. 1658 წლიდან ფინტიანის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია, 1908-21 წლებში — ჩრდილო-აღმოსავლეთ სამი პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. 1931 წლის 18 სექტემბერს მიიტაცეს იაპონელმა ჯარებმა, ამით დაიწყო იაპონიის მიერ ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთის ოკუპაცია. 1945 წლის 20 აგვისტოს გაათავისუფლა საბჭოთა არმიამ, 1948 წლის 2 ნოემბერს ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელმა არმიამ გაათავისუფლა გომინდანელთა ხელისუფლებისაგან.

შენიანი ჩინეთის უდიდესი სარკინიგზო კვანძი და ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამრეწველო ცენტრია. განვითარებულია ქიმიური მრეწველობა, მანქანათმშენებლობა, რომელიც შეიცავს საწარმოო მოწყობილობებს, სატრანსპორტო საშუალებების, ელექტროტექნიკური ძრავებისა და სხვათა წარმოება. ქალაქში განლაგებულია ფერადი მეტალურგიის საწარმოები. საკმაოდ კარგად არის განვითარებული მსუბუქი და კვების მრეწველობა. შენიანში მდებარეობს Brilliance China Auto-ს სათავო ოფისი.

ქალაქშია უმაღლესი სასწავლო დაწესებულება — შენიანის უნივერსიტეტი, აქვეა ლიაონინის პროვინციის მუზეუმი. ისტორიული ძეგლებიდან აღსანიშნავია მუკდენის სასახლე, რომელსაც 1955 წლიდან ეროვნული მუზეუმის სტატუსი აქვს, ხოლო 2004 წელს იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა როგორც კომპლექსური ობიექტის 439-ის ნაწილი „აკრძალული ქალაქი და მუკდენის სასახლე“. აღსანიშნავია აგრეთვე შენიანის ბეილინი და შენიანის დუნლინი.

დასავლეთი შენიანი მდებარეობს მდინარე ლიაოხეს დელტის ალუვიურ ვაკეზე, მაშინ როდესაც აღმოსავლეთი შენიანი არის მანჯურია-კორეის მთების ნაწილი, რომელიც ტყეებითაა დაფარული. მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 414 მეტრზეა, ხოლო მინიმალური 7 მეტრზე. საქალაქო ზონის დიდი ნაწილი განფენილია მდინარე ხუნხეს ჩრდილოეთით. საქალაქო ზონის საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან შეადგენს 29 მეტრს. ჩრდილოეთ და სამხრეთი არხი გაედინება შესაბამისად, საქალაქო ზონის ჩრდილოეთსა და სამხრეთში.

შენიანის კლიმატი ფორმირდება მუსონების ზეგავლენით. ზომიერად კონტინენტური კლიმატი გამოირჩევა ცხელი ნოტიო ზაფხულით (მუსონების ზეგავლენით) და მშრალი ცივი ზამთრით (ციმბირის ანტიციკლონის ზეგავლენით). სეზონები მკვეთრად განსხვავებულია. საშუალოწლიური ტემპერატურა 8,3 °C უდრის, ყველაზე დაბალი −28.5 °C-ს, ხოლო ყველაზე მაღალი 36,1 °C-ს. ატმოსფერული ნალექების ძირითადი მოცულობა ივლისსა და აგვისტოშია. ატმოსფერული ნალექების ყოველწლიური რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 700 მმ-ს.

შენიანის ცენტრიდან სამხრეთით დაახლოებით 20 კილომეტრშია შენიანის საერთაშორისო აეროპორტი ტაოსიანი.

რესურსები ინტერნეტში