შინაარსზე გადასვლა

რობ რენსენბრინკი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 53: ხაზი 53:
== სანაკრებო კარიერა ==
== სანაკრებო კარიერა ==


რენსენბრინკმა სანაკრებო დებიუტი 1968 წელს განახორციელა, თუმცა 1974 წლამდე მას არ ჰქონია თავის გამოჩენის შესაძლებლობა. 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჰოლანდიის მთავარმა მწვრთნელმა რინუს მიჩელსმა რენსენბრინკს შანსი მისცა მსოფლიო ასპარეზზე დაემტკიცებინა თავისი შესაძლებლობები. სამწუხაროდ მან ვერ შეძლო საკუთარი ძალების სრული გამოვლინება რადგან პირველ რიგში მისი პოზიცია გუნდში კრუიფს ეკავა, ასე რომ მას მოუწია ნახევარდაცვაში თამაში სადაც თავს ვერ გრძნობდა კომფორტულად. ასევე სიტუაცია იმანაც გაართულა, რომ რენსენბრინკი მიუჩვეველი იყო ტოტალურ ფეხბურთთან. ჰოლანდიის ნაკრები იმ პერიოდში თამაშობდა ტოტალური ფეხბურთის ტაქტიკით, რის მიხედვითაც არ იყო განსაზღვრული მოთამაშეთა სათამაშო პოზიციები და ყველას უწევდა თამაშის მიმდინარეობისას ნებისმიერ პოზიციაზე გადასვლა. მიუხედავად ამისა, რენსენბრინკმა გულშემატკივარს თავი კარგი დრიბლინგით დაამახსოვრა. სამწუხაროდ ბრაზილიასთან თამაშისას მან ტრავმა მიიღო, რის გამოც ვერ შეძლო ფინალში ეთამაშა. მწვრთნელმა რინუს მიჩელსმა გარისკა და ძირითად შემადგენლობაში დააყენა, თუმცა მისი შეცვლა მოუწია პირველი ტაიმის შემდეგ.
რენსენბრინკმა სანაკრებო დებიუტი 1968 წელს განახორციელა, თუმცა 1974 წლამდე მას არ ჰქონია თავის გამოჩენის შესაძლებლობა. 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჰოლანდიის მთავარმა მწვრთნელმა რინუს მიჩელსმა რენსენბრინკს შანსი მისცა მსოფლიო ასპარეზზე დაემტკიცებინა თავისი შესაძლებლობები. სამწუხაროდ მან ვერ შეძლო საკუთარი ძალების სრული გამოვლინება რადგან პირველ რიგში მისი პოზიცია გუნდში კრუიფს ეკავა, ასე რომ მას მოუწია ნახევარდაცვაში თამაში სადაც თავს ვერ გრძნობდა კომფორტულად. ასევე სიტუაცია იმანაც გაართულა, რომ რენსენბრინკი მიუჩვეველი იყო ტოტალურ ფეხბურთთან. ჰოლანდიის ნაკრები იმ პერიოდში თამაშობდა ტოტალური ფეხბურთის ტაქტიკით, რის მიხედვითაც არ იყო განსაზღვრული მოთამაშეთა სათამაშო პოზიციები და ყველას უწევდა თამაშის მიმდინარეობისას ნებისმიერ პოზიციაზე გადასვლა. მიუხედავად ამისა, რენსენბრინკმა გულშემატკივარს თავი კარგი დრიბლინგით დაამახსოვრა. სამწუხაროდ ბრაზილიასთან თამაშისას მან ტრავმა მიიღო, რის გამოც ვერ შეძლო ფინალში ეთამაშა. მწვრთნელმა რინუს მიჩელსმა გარისკა და ძირითად შემადგენლობაში დააყენა, თუმცა მისი შეცვლა მოუწია პირველი ტაიმის შემდეგ.


რენსებრინკმა ასევე მონაწილეობა მიიღო 1976 წლის ევროპის ჩემპიონატში. თუმცა ჰოლანდიის ნაკრები ნახევარფინალში დამარცხდა ჩეხოსლოვაკიასთან.
რენსებრინკმა ასევე მონაწილეობა მიიღო 1976 წლის ევროპის ჩემპიონატში. თუმცა ჰოლანდიის ნაკრები ნახევარფინალში დამარცხდა ჩეხოსლოვაკიასთან.

08:58, 26 თებერვალი 2015-ის ვერსია

რობ რენსენბრინკი
Rob Rensenbrink
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
პიტერ რობერტ რენსენბრინკი
დაბადების
თარიღი
3 ივლისი, 1947 (1947-07-03) (77 წლის)
დაბადების
ადგილი
ამსტერდამი, ნიდერლანდი
სიმაღლე 178
სათამაშო
პოზიცია
გარემარბი
ახალგაზრდული კარიერა
DWS
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1965–1969 DWS 120 (34)
1969–1971 ბრიუგე 55 (24)
1971–1980 ანდერლეხტში 262 (143)
1980 პორტლანდ ტიმბერსი 18 (6)
1981–1982 ტულუზა 12 (1)
ეროვნული ნაკრები
1958–1974 ნიდერლანდი 46 (14)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: - 3 აპრილი, 2013
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: - 2 აპრილი, 2013

რობ რენსენბრინკი (ნიდერლ. Rob Rensenbrink [ˈrɔp ˈrɛn.sə(m).ˌbrɪŋk]; დ. 3 ივლისი, 1947) — ცნობილი ნიდერლანდელი ფეხბურთელი.

რენსენბრინკმა კარიერის უდიდესი ნაწილი ბელგიაში, საფეხბურთო კლუბ ანდერლეხტში გაატარა, რომლის რიგებშიც 262 მატჩი ჩაატარა და 143 გოლი გაიტანა, რაც კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია. საკლუბო დონეზე რობერტმა უდიდეს წარმატებას 1976 და 1978 წლებში მიაღწია, როდესაც ანდერლეხტთან ერთად თასების მფლობელთა თასი და ევროპის სუპერთასი მოიგო.

ნიდერლანდის ნაკრების შემადგენლობაში ორჯერ ითამაშა მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალში, 1974 და 1978 წლებში.

1976 და 1978 წლებში ჟურნალმა France Football-მა ოქროს ბურთის გამოკითხვაში დაასახელა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელების სამეულში, ხოლო Onze Mondial-მა, 1978 წელს, დაასახელა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად და Onze d'Or გადასცა.

საკლუბო კარიერა

რენსენბრინკმა კარიერა ამსტერდამის ადგილობრივ კლუბ DWS-ში დაიწყო. 1969 წელს კი ბრიუგეში გადავიდა. 1971-დან 1980 წლამდე თამაშობდა ბელგიის ანდერლეხტში, სადაც დიდ წარმატებებს მიაღწია. 1976 წელს მან თასების მფლობელთა თასის ფინალში დაამარცხა ვესტ ჰემი, ანგარიშით 4:0. მან ფინალში ორი გოლი და ორი საგოლე გდაცემა შეასრულა. ამას მოჰყვა ევროპის სუპერთასის მოგება, მას შემდეგ რაც ანდერლეხტმა ორი მატჩის ჯამში დაამარცხა მიუნხენის ბაიერნი, ანგარიშით 5-3. რენსენბრინკმა განმეორებით თამაშში დუბლი შეასრულა, რომელიც ანდერლეხტმა 4:1 მოიგო. 1977 წელსაც გავიდა ანდერლეხტი თასების მფლობელთა თასის ფინალში მაგრამ ჰამბურგთან 0:2 დამარცხდა. 1978 წელს ისევ გავიდა ანდერლეხტი თასების მფლობელთა თასის ფინალში, სადაც ავსტრიის ვიენა დაამარცხეს ანგარიშით 4:0. შემდეგ კი რენსენბრინკთან ერთად ანდერლეხტმა ევროპის სუპერთასიც მოიგო მას შემდეგ რაც დაამარცხა ლივერპული ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 4:3. ანდერლეხტი რენსენბრინკმა 1980 წელს დატოვა მიუხედავად კლუბის პრეზიდენტის მხრიდან არაერთი თხოვნისა დარჩენილიყო. ანდერლეხტთან ერთად რენსენბრინკმა 10 წლის განმავლობაში ორჯერ მოიგო ბელგიის ლიგა, ხუთჯერ ბელგიის თასი, ევროპის თასების მფლობელთა თასი ორჯერ და ასევე ევროპის სუპერთასიც ორჯერ. 2008 წელს რენსენბრინკი კლუბის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ანდერლეხტის დატოვების შემდეგ მან კარიერა განაგრძო ამერიკის ერთ-ერთ კლუბში პორტლანდ ტიმბერში, შემდეგ კი კარიერა დაასრულა საფრანგეთის მეორე დივიზიონის გუნდ ტულუზაში, მას შემდეგ რაც კლუბს დაეხმარა პირველ დივიზიონში გადასვლაში 1981 წელს.

სანაკრებო კარიერა

რენსენბრინკმა სანაკრებო დებიუტი 1968 წელს განახორციელა, თუმცა 1974 წლამდე მას არ ჰქონია თავის გამოჩენის შესაძლებლობა. 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჰოლანდიის მთავარმა მწვრთნელმა რინუს მიჩელსმა რენსენბრინკს შანსი მისცა მსოფლიო ასპარეზზე დაემტკიცებინა თავისი შესაძლებლობები. სამწუხაროდ მან ვერ შეძლო საკუთარი ძალების სრული გამოვლინება რადგან პირველ რიგში მისი პოზიცია გუნდში კრუიფს ეკავა, ��სე რომ მას მოუწია ნახევარდაცვაში თამაში სადაც თავს ვერ გრძნობდა კომფორტულად. ასევე სიტუაცია იმანაც გაართულა, რომ რენსენბრინკი მიუჩვეველი იყო ტოტალურ ფეხბურთთან. ჰოლანდიის ნაკრები იმ პერიოდში თამაშობდა ტოტალური ფეხბურთის ტაქტიკით, რის მიხედვითაც არ იყო განსაზღვრული მოთამაშეთა სათამაშო პოზიციები და ყველას უწევდა თამაშის მიმდინარეობისას ნებისმიერ პოზიციაზე გადასვლა. მიუხედავად ამისა, რენსენბრინკმა გულშემატკივარს თავი კარგი დრიბლინგით დაამახსოვრა. სამწუხაროდ ბრაზილიასთან თამაშისას მან ტრავმა მიიღო, რის გამოც ვერ შეძლო ფინალში სრულფასოვნად ეთამაშა. მწვრთნელმა რინუს მიჩელსმა გარისკა და ძირითად შემადგენლობაში დააყენა, თუმცა მისი შეცვლა მოუწია პირველი ტაიმის შემდეგ.

რენსებრინკმა ასევე მონაწილეობა მიიღო 1976 წლის ევროპის ჩემპიონატში. თუმცა ჰოლანდიის ნაკრები ნახევარფინალში დამარცხდა ჩეხოსლოვაკიასთან.

1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იყო კარგი შესაძლებლობა რენსენბრინკისთვის თავის გამოჩენისთვის. კრუიფმა უარი თქვა მონაწილეობის მიღებაზე, ასე რომ მას სრული თავისუფლება ჰქონდა მიცემული მარცხენა ფლანგზე. მიუხედავად იმისა, რომ ყველას აზრით ჰოლანდიური ფეხბურთის პიკი წასული იყო, რენსენბრინკთან ერთად ჰოლანდიის ნაკრებმა ყველა გააკვირვა როცა ზედიზედ მეორედ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ. რენსენბრინკმა გაიტანა 5 გოლი და გააკეთა 3 საგოლე გადაცემა. მას შეეძლო ფინალში გაეტანა მეექვსე გოლი და ტურნირის ბომბარდირიც გამხდარიყო, თუმცა ბოლო წამებზე ძალიან მახვილი კუთხიდან და რთულ სიტუაციაში მყოფმა, ძელს გაარტყა ბურთი. დღეს აღიარებულია, რომ ასე ახლოს ჰოლანდიის ნაკრები არასოდეს ყოფილა მსოფლიო თასის მოპოვებასთან. დამატებულ დროში არგენტინელებმა ორი ბურთი გაიტანეს და ჰოლანდიური ოცნება ამით დამთავრდა.

რენსენბრინკმა რამოდენიმე თამაში ითამაშა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე თუმცა შემდეგ 32 წლის ასაკში საბოლოოდ დაანება თავი ნაკრებში თამაშს.

თამაშის სტილი

რენსებრინკი იყო გარემარბი, რომელიც პოპულარური იყო თავისი დრიბლინგით. ანდერლეხტში მას "გველი" შეარქვეს, რადგან თავისუფლად შეეძლო 3-4 ფეხბურთელს შორის გამძვრალიყო.

რაიმონდ გოეთალსი, რომელიც იმ პერიოდში ანდერლეხტის მწვრთნელი იყო და მოგვიანებით 1993 წელს მარსელთან ერთად ევროპის თასი აღმართა, რენსენბრინკს ასე ახასიათებს: "1976 წელს, როცა რენსენბრინკი თავის პიკში იყო, უდავოდ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი იყო."

იან მულდერი, რომელიც მასთან ერთად 2 წლის მანძილზე თამაშობდა ანდერლეხტში მას ასე ახასიათებს: "რობი რენსენბრინკი როგორც მოთამაშე კრუიფს არაფრით ჩამოუვარდებოდა, თუმცა თავისი ხასიათის გამო ამას ვერ აცნობირებდა... იგი ძალიან თავმდაბალი და ჩაკეტილი ადამიანი იყო... კრუიფი ნაკრებში მას ძალიან ჩრდილავდა ისევ საკუთარი ხასიათის გამო... მე ვნახე მისი თამაში მიუნხენის ბაიერნის წინააღდეგ 1976 წელს - ბეკენბაუერის, ბრაიტნერის და შვარცენბეკის წინააღმდეგ სულ დრიბლინგს ეწეოდა! შეუდარებელი იყო..."

თავისი ხასიათის გამო რენსენბრინკს არასოდეს მოუპოვებია ისეთი პოპულარულობა როგორიც მას ეკუთვნოდა. კარიერის დასრულების შემდეგ განმარტოვდა თავის სახლში ჰოლანდიაში და მას მერე ხალხში აღარ გამოჩენილა.

გამონათქვამები

"ჩემი დარტყმული ბურთის ტრაექტორია რომ 5 სანტიმეტრით განსხვავებული ყოფილიყო, ჩვენ ჩემპიონები ვიქნებოდით. ამასათან ერთად მე დამასახელებდნენ ტურნირის ბომბარდირად და ალბათ საუკეთესო მოთამაშედაც კი - ეს ყველაფერი ერთ თამაშში და ერთ მომენტში." - რობ რენსენბრინკი.

"ეგ მომენტი სიკვდილამდე მემახსოვრება რა თქმა უნდა. მაგრამ ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ შეუძლებელი იყო მაგ კუთხიდან გატანა; და მაინც ძელს მოხვდა ბურთი. დარტყმაც კი არ იყო, მაგის დროც არ მქონდა. თან მცველიც აქტიურად მეთამაშებოდა. მე უბრალოდ მოვახერხე და ბურთს შევეხე. ნამდვილად არ იყო ეს აშკარა შანსი და ამიტომ ჩემ თავს ვერ დავადანაშაულებ ამაში. ისე, ალბათ ჯობდა საერთოდ არ მოხვედროდა ძელს, ასე დანანებით ხომ მაინც აღარ გაიხსენებდნენ ამ მომენტს." - რობ რენსენბრიკის ინტერვიუდან 2014 წელს.

რესურსები ინტერნეტში