შინაარსზე გადასვლა

თეოდორე მოფსუესტელი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 23: ხაზი 23:


ამ იდეიდან გამომდინარეობს ის, რომ იესოს შეეძლო შეეცოდა როგორც ადამიანს, რომ იესოს უნდებოდა ცოდვის ჩადენა როგორც ყველა სხვა ადამიანს, მაგრამ თავისი ნებით გაუძლო ცდუნებებს და არა ბუნებით. ასევე შემდგომ ჩამოყალიბებული [[აგნოიტიზმი|აგნოიტიზმის]] ერესი ნაწილობრივ მისგან იღებს სათავეს, რისი მიხედვითაც, იესომ ადამიანური ბუნებით არ იცოდა მეორედ მოსვლის თარიღი.
ამ იდეიდან გამომდინარეობს ის, რომ იესოს შეეძლო შეეცოდა როგორც ადამიანს, რომ იესოს უნდებოდა ცოდვის ჩადენა როგორც ყველა სხვა ადამიანს, მაგრამ თავისი ნებით გაუძლო ცდუნებებს და არა ბუნებით. ასევე შემდგომ ჩამოყალიბებული [[აგნოიტიზმი|აგნოიტიზმის]] ერესი ნაწილობრივ მისგან იღებს სათავეს, რისი მიხედვითაც, იესომ ადამიანური ბუნებით არ იცოდა მეორედ მოსვლის თარიღი.

თანაც, ისეთი ფრაზები როგორებიცაა "იზრდებოდა და ემატებოდა ცოდნა", ლუკას სახარების მეორე თავში, არ შეეფერება ღმერთს, არამედ მხოლოდ ადამიანს. თეოდორემ აქედან დაასკვნა, რომ იყო ცალკე ადამიანი, რომელშიც ჩასახლდა ღვთის სიტყვა.


=== ღვთისმშობლის უარყოფა ===
=== ღვთისმშობლის უარყოფა ===

10:46, 31 ოქტომბერი 2011-ის ვერსია

თეოდორე განმმარტებელი (დ. 350 – გ. 428) — მოფსუესტიის ეპისკოპოსი 392 წლიდან 428 წლამდე. მას ასევე იცნობენ როგორც თეოდორე ანტიოქიელს საიდანაც ის იყო წარმოშობით. თეოდორე საუკეთესო წარმომადგენელია[1]ანტიოქიის ჰერმენევტიკული სკოლისა, რომელიც დიოდორე ტარსელმა დააარსა.

ბიოგრაფია

ადრეული ხანა

თეოდორე იყო მდიდარი ოჯახის შვილი. ქრისტიანობით იგი მისი ძმის (მომავალში აპამეას ეპისკოპოსის) და მისი მეგობრების გამო დაინტერესდა. ის, წმინდა იოანე ოქროპირი და მაქსიმე სელუციელი ერთად ესწრებოდნენ ცნობილი წარმართი ფილოსოფოსის და რიტორის ლიბანიუსის(სოკრ.VI:3; სოზ.VIII:1,2) ლექციებს. მათ ერთად მიიღეს გადაწყვეტილება ქრისტესმიერ სრულყოფისკენ სწრაფვისკენ და ქრისტიანობის აქტიურ შესწავლას შეუდგნენ. თეოდორემ 18 წლის ასაკში უარი თქვა ერისკაცულ ცხოვრებაზე და შეუდგა ასკეტური ცხოვრებას, შემდგომ კი დიოდორეს(მომავალი ტარსის ეპისკოპოსის) და კარტერიუსის სკოლაში დაიწყო სწავლა.

არჩევანი საერო და საეკლესიო ცხოვრებას შორის

ამ დროს ხდება მის ცხოვრებაში გადამწყვეტი მომენტი. მას მოეწონა და შეუყვარდა გოგო, სახელად ჰერმიონა (ოქროპირი, წერ. I), იმდენად, რომ უარი თქვა ასკეტურ ცხოვრებაზე და სურდა მასზე დაქორწინება. დაქორწინდებოდა კიდეც, რომ არა წმინდა იოანეს ორი წერილი მეგობრისადმი, სადაც უხსნის რომ ასკეტური ცხოვრება არის სრულყოფილება, მხოლოდ გარეგნული და ცარიელი სილამაზის გამო ღმერთის ღალატი დიდი ცოდვაა.

სასულიერო ცხოვრების წლები

თეოდორემ მოინანია და დაუბრუნდა ასკეტურ ცხოვრებას, თან ისეთი შემართებით, რომ დაახლოებით 20 წლის იყო როცა უკვე საღვთისმეტყველო ნაშრომების წერა დაიწყო. მისი პირველი ნაშრომი იყო კომენტარები ფსალმუნებზე. რამოდენიმე წელიწადში იგი მღვდელი გახდა, სავარაუდოდ წმინდა იოანე ოქროპირთან ერთად საჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}} !.

ამის შემდეგ იგი აქტიურად ჩაება თეოლოგიურ დებატებში ორიგენისტთა, არიანელთა, ევნომიანელთა, აპოლინარელთა და სხვათა წინააღმდეგ. მისმა წიგნიერებამ და ენთუზიაზმმა მას "ერუდიტი"-ს სახელი მოუტანა. 392 წელს იგი გახდა მოფსუესტიის ეპისკოპოსი. იგი ამ თანამდებობაზეც სიკვდილამდე დარჩა.

ერთხელ იმპერატორ თეოდოსიუს დიდის წინ მოუწია ქადაგება და იმპერატორმა თქვა, რომ მისნაირი მოძღვარი არსად ენახა(იოანე ანტიოქიელი, ფაკუნდ. II:2).

თეოდორეს თეოლოგიური აზრები

ადამიანური და ღვთაებრივი ბუნების დაშორება

თეოდორემ ქრისტეს ადამიანური ბუნება ცალკე მდგომად ჩათვალა, რის გამოც მან უფალი ორ ცალკეულ არსებად გაყო. მისი აზრით ძე ღმერთი, ღვთის სიტყვა ჩასახლდა ადამიან ქრისტეში და ქრისტემ როგორც სრულმა ადამიანმა გაიარა ეს გზა. იგი აღიარებდა მხოლოდ ერთ ქრისტეს, როგორც პიროვნებას, მაგრამ ორ უკიდურესად ცალკე მდგომ ადამიანურ და ღვთაებრივ ბუნებებს.

ამ იდეიდან გამომდინარეობს ის, რომ იესოს შეეძლო შეეცოდა როგორც ადამიანს, რომ იესოს უნდებოდა ცოდვის ჩადენა როგორც ყველა სხვა ადამიანს, მაგრამ თავისი ნებით გაუძლო ცდუნებებს და არა ბუნებით. ასევე შემდგომ ჩამოყალიბებული აგნოიტიზმის ერესი ნაწილობრივ მისგან იღებს სათავეს, რისი მიხედვითაც, იესომ ადამიანური ბუნებით არ იცოდა მეორედ მოსვლის თარიღი.

თანაც, ისეთი ფრაზები როგორებიცაა "იზრდებოდა და ემატებოდა ცოდნა", ლუკას სახარების მეორე თავში, არ შეეფერება ღმერთს, არამედ მხოლოდ ადამიანს. თეოდორემ აქედან დაასკვნა, რომ იყო ცალკე ადამიანი, რომელშიც ჩასახლდა ღვთის სიტყვა.

ღვთისმშობლის უარყოფა

თეოდორე არ უარყოფდა იმას, რომ წმინდა მარიამი იყო იესოს დედა, ან იმას, რომ იესო იყო ღმერთი. მაგრამ თეოდორეს აზრით, იგი არ იყო ღმერთის დედა, რადგან ღმერთს დედა(მშობელი) არ სჭირდება, არამედ ის იყო ქრისტეს ადამიანური ბუნების და სხეულის მშობელი. რის გამოც იგი წმინდა მარიამს "ქრისტოთოკოსს"(და არა "თეოტოკოსს"), ანუ ქრისტეს-მშობელს უწოდებდა. მისი ეს იდეა შემდეგ მისმა მოწაფე ნესტორმა უფრო აქტიურად განავითარა, რის გამოც დაერქვა მის მოძღვრებას "ნესტორიანიზმი".

პელაგიანიზმი

დაახლოებით 418 წელს თეოდორეს ეწვია პელაგიანისტთა ერთ-ერთი ლიდერი - იულიანე ეკლანუმელი რის მერეც თეოდორემ დაწერა ნაშრომი "თავდაპირველი ცოდვის დამცველთა წინააღმდეგ", სადაც აკრიტიკებდა ყველას, ვისი აზრითაც ადამიანის ბუნება არის ცოდვილი, ადამის ბრალეულობა ყველას გვაწევს და რომ შეუძლებელია ცოდვის არჩადენა. ამით იგი ეთანხმებოდა პელაგიანიზმს რაღაც დოზით, თან უარყოფდა ზემოთ ჩამოთვლილ იდეებს, ისევე როგორც რამოდენიმე აღმოსავლელი წმინდანი - წმინდა იოანე კასიანე და სხვები.

თეოდორეს კრიტიკა და ანათემა

პირველი ვინც იგი ოფიციალურად ნესტორიანელად შერაცხა, იყო იესიკე იერუსალიმელი, დაახლოებით 435 წელს. წმ. კირილე ალექსანდრიელმა მას "ნესტორის ღვთისგმობის ავტორი"(კირილე, ეპ. 72) უწოდა, თუმცა უარს ამბობდა მის ანათემაზე გადაცემაზე, რადგან იგი ეკლესიასთან ერთობაში გარდაიცვალა. თანაც წმინდა კირილეს ეშინოდა რომ ეს დიდ არეულობას გამოიწვევდა რადგან მთლიანად აღმოსავლეთის და მაგალითად სირიული ეკლესიებიდან ხშირად ისმოდა მსგავსი ფრაზები: "ჩვენ მოვკვდებით ვიდრე დავგმობთ თეოდორეს!"(ეპ. 72), "დიდება თეოდორეს ხსოვნას!"(ეპ.69)

ამიტომაც ეფესოს კრებაზე ნესტორის ანათემა საკმარისი აღმოჩნდა. თუმცა აქაც ჩანდა, რომ თეოდორეს საკითხი კვლავ იქნებოდა განხილული, რადგან თუ ამ და შემდგომ ეფესოს II(ე.წ. "მძარცველი სინოდი") კრებაზე თეოდორეს მომხრეები, ნესტორი, იოანე ანტიოქიელი, იბას ედესელი და სხვები დაგმობილ იქნენ, მოგვიანებით კრებაზე საპირისპირო რამ მოხდა.

ქალცედონის კრებამ, მონოფიზიტობის (რაც ეფესოს II კრებაზე დამტკიცდა) დაგმობის დროს დიდი პატივისცემით მოიხსენია და ეპისკოპოსებად აღადგინა თეოდორიტე, ასევე მარის და იბას ედესელები, რომლებიც რეალურად თეოდორე მოფსუესტელის მოსწავლეები და მისი მოტრფიალეები იყვნენ.

ამის შემდეგ იმპერატორმა იუსტინიანემ სცადა მონოფიზიტთა შემორიგება, 553 წელს მოიწვია კრება კონსტანტინოპოლში და შეადგინა სია 3 წერილისა, რომლიდან ერთ-ერთი თეოდორე მოფსუესტელს ეკუთვნოდა, და ყველას მოსთხოვა იგი ანათემას გადაეცათ. მიზეზი ამ ყველაფრისა იყო ის, რომ იუსტინიანე დაარწმუნეს იმაში, რომ თეოდორეს დაგმობით მონოფიზიტები ეკლესიას დაუბრუნდებოდნენ. ფაკუნდიმ, ჰერმიანეს ეპისკოპოსმა დაწერა ნაშრომი, თეოდორეს, თეოდორიტესა და იბასის დასაცავად, სახელწოდებით "Pro Defensione Triom Capitoliorum", სადაც ამტკიცებდა, რომ ქალკედონის კრებამ მიიღო იბასის წერილი ჭეშმარიტად, ხოლო თეოდორეს კი ცუდად არ შეხებია. მითუმეტეს რომ იბასის წერილში თეოდორეს "ეკლესიის დოქტორი" ეწოდება, ხოლო თავად თეოდორე კი უახლოესი მეგობარი იყო წმინდა იოანე ოქროპირისა, რომელსაც წმინდა იოანე გადასახლებაში მყოფი საოცარი სიყვარულით მოიხსენიებდა. პაპი ვიგილიუსი და კიდევ ზოგიერთი ეპისკოპოსი უარს აცხადებდა ამ ანათემის ხელმოწერაზე. სანაცვლოდ მან შეადგინა სია 64 ღვთისგმობისა რაშიც თეოდორე დაადანაშაულა, მაგრამ ითხოვდა რომ მისი, თეოდორიტეს და იბასის სახელები წყევლისგან დაენდოთ. კრებამ არ გაითვალისწინა და პაპი იძულებული გახდა დათანხმებოდა. აფრიკის ეპისკოპოსებმა კრება მოაწყვეს და პაპი ანათემას გადასცეს რადგან იგი დათანხმდა ამ სამი ეპისკოპოსის(თეოდორეს, თეოდორიტეს და იბასის) ნაშრომების და ამასთან ერთად პირადად თეოდორეს სახელის ანათემაზეც.

საბოლოოდ, თეოდორეს და მისი ორი მოსწავლის(მათი ნაწერების) დაგმობას საეკლესიო არეულობა მოჰყვა. რომის პაპს განუდგნენ მილანის, აკილეას და კიდევ რამოდენიმე ქალაქის ეპისკოპოსები, რომელთა შემორიგებასაც რომი 100 წელზე მეტი ხანი მოუნდა.

ლიტერატურა

  • [1] თეოდორე მოფსუესტიელი - კომენტარები 12 მცირე წინასწარმეტყველზე", თარგმანი ინგლისურ ენაზე შესრულებულია რობერტ ჰილის მიერ.
  • [2] თეოდორე მოფსუესტიელი - კომენტარები ნიკეის კრედოზე, თარგმანი ინგლისურ ენაზე შეასრულა ალფონს მინგანამ.
  • [3] თეოდორე მოფსუესტიელი - კომენტარი უფლის ლოცვაზე, ნათლობაზე და ევქარისტიაზე.
  • [4] თეოდორე მოფსუესტიელი- შესავალი მოციქულთა საქმეების კომენტარებისა.
  • [5] თეოდორე მოფსუესტიელი - კომენტარები იოანეს სახარებაზე. თარგმანი სირიული ხელნაწერიდან შესრულებულია მარკო კონტის მიერ.

სქოლიო

რესურსები ინტერნეტში

ასევე იხილეთ