ოსლო
დედაქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ოსლო Oslo | |||||
| |||||
ქვეყანა | ნორვეგია | ||||
რეგიონი | აღმოსავლეთი ნორვეგია | ||||
ფიულკე | ოსლო | ||||
კოორდინატები | 59°55′00″ ჩ. გ. 10°45′00″ ა. გ. / 59.91667° ჩ. გ. 10.75000° ა. გ. | ||||
ქალაქის მერი | ფაბიან სტანგი | ||||
დაარსდა | 1048 | ||||
პირველი ხსენება | 1048 | ||||
ფართობი | 454 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 23 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 693 491 კაცი (2020) | ||||
აგლომერაცია | 1 588 457 | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
საფოსტო ინდექსი | 0001–1299 | ||||
ოფიციალური საიტი | oslo.kommune.no | ||||
ოსლო (ნორვ. Oslo) — ნორვეგიის დედაქალაქი და ქვეყნის ყველაზე მსხვილი ქალაქი. მისი უწინდელი სახელია კრისტიანია (1624–1877 წლებში იწერებო���ა როგორც Christiania, 1877–1924 წლებში — Kristiania).
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გაშენებულია ხმელეთში კარგად შეჭრილ ოსლო-ფიორდის ჩრდილოეთ სანაპიროზე, ბორცვიან ადგილას. ჰავა ზომიერია, ოკეანური. ზამთარ-ზაფხულ ძირითადად ერთნაირი ტემპერატურა დგას. საშუალო წლიური ტემპერატურაა +5,3 °C, ივლისის საშუალო ტემპერატურა +16,6 °C-ია, იანვარში კი -5,8 °C. ატმოსფერული ნალექების რაოდენობა საკმაოდ მნიშვნელოვანია, წვიმის საშუალო წლიური რაოდენობაა 671 მმ.
ჰავის მონაცემები — ოსლო | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წლიური |
რეკორდულად მაღალი °C | 12.5 | 13.8 | 21.5 | 25.4 | 31.1 | 33.7 | 35.0 | 33.6 | 26.4 | 21.0 | 14.4 | 12.6 | 35.0 |
საშუალო მაღალი °C | −0.4 | 0.5 | 4.4 | 10.1 | 16.5 | 20.0 | 22.3 | 20.9 | 15.7 | 9.4 | 3.9 | 0.0 | 10.3 |
საშუალო დღიური °C | −2.9 | −2.4 | 1.0 | 5.9 | 11.6 | 15.3 | 17.7 | 16.6 | 11.9 | 6.6 | 1.6 | −2.3 | 6.8 |
საშუალო დაბალი °C | −5.3 | −5.3 | −2.4 | 1.7 | 6.7 | 10.5 | 13.0 | 12.2 | 8.0 | 3.8 | −0.6 | −4.7 | 3.2 |
რეკორდულად დაბალი °C | −26.0 | −24.9 | −21.3 | −14.9 | −3.4 | 0.7 | 3.7 | 3.7 | −3.3 | −8.0 | −16.0 | −20.8 | −26.0 |
საშუალო ნალექი (მმ) | 54.9 | 41.0 | 50.4 | 46.9 | 54.1 | 70.5 | 84.7 | 97.8 | 80.6 | 90.4 | 79.1 | 52.4 | 802.7 |
ნალექიანი დღეები საშუალოდ | 9.8 | 7.3 | 8.5 | 8.1 | 8.5 | 10.1 | 10.9 | 10.9 | 9.4 | 10.9 | 10.7 | 9.2 | 114.3 |
საშუალო თვიური მზიანი საათები | 45.7 | 78.7 | 130.5 | 163.8 | 243.5 | 229.7 | 242.1 | 210.9 | 147.3 | 89.6 | 65.9 | 39.4 | 1 687,1 |
საშუალო UV ინდექსი | 0 | 1 | 1 | 3 | 4 | 5 | 5 | 4 | 3 | 1 | 0 | 0 | 2 |
წყარო: Météo Climat,[1][2] Weather Atlas[3] |
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოსლოს დაარსდა 1054 წელს, როდესაც მეფე ჰარალდ III-მ ამავე სახელწოდების ხიდი ააშენა. XIII საუკუნიის დამლევიდან 1380 წლამდე ოსლო იყო ნორვეგიის ემფეთა სატახტო ქალაქი. 1624 წლის ხანძრის შემდეგ ქალაქი აშენდა ახალ ადგილზე. მეფე კრისტიან IV მოსახლეობა დღევანდელი ოსლოს ტერიტორიაზე გადაიყვანა დასასახლებლად. ახალ ადგილას სიმაგრე აკერსჰუსი ააგეს, რომელიც შემდგომში მცირერიცხოვანი გარნიზონის სადგომად იქნა გამოყენებული. მეფის პატივსაცემად მას კრისტიანია ეწოდა. აქვე ინახავდნენ ნორვეგიელთა საკორონაციო ნივთებს. დანიელთა ბატონობის პერიოდში კრისტიანია უმნიშვნელო ქალაქი იყო. კრისტიან II დანიელმა აქ სერიოზული მარცხი იგემა 1523 წელს. კარლ XII-მ 1716 წელს ამაოდ სცადა ციხესიმაგრე აკერსჰუსის ალყა და რაკი ვერაფერს გახდა, ქალაქი გადაწვა. თავის ზრდა-განვითარებასა და გადედაქალაქებას ოსლო ნორვეგიის შვედეთთან მიერთებას უნდა უმადლოდეს. ამ გაერთიანებამ ოსლოს ადგილმდებარეობა ოდნავ სამხრეთით, ანუ ევროპის გულისა და საზღვაო ნაპირისკენ გადასწია. 1814 წელს კრისტიანია ნორვეგიის დედაქალაქად გამოცხადდა. XIX სუაკუნეში გახდა ქვეყნის სამრეწველო და სავაჭრო ცენტრი. 1924 წელს ეწოდა ოსლო. 1940-1945 წლებში იყო ოკუპირებული მესამე რაიხის მიერ. იყო წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი ცენტრი. ოსლოში 1952 წელს ჩატარდა ზამთრის ოლიმპიური თამაშები.
ქალაქის მმართველობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოსლოს გააჩნია მუნიციპალური საბჭო, რომელიც 4 წლის ვადით აირჩევა და 59 წევრისგან შედგება. საბჭო ირჩევს თავმჯდომარეს, რომელიც ამავდროულად არის ქალაქის მერი. ქალაქის უშუალო მმართველობას ახორციელებს ქალაქის მთავრობა, რომელიც 8 წევრისგან შედგება. 2019-2023 წლების მოწვევის მუნიციპალურ საბჭოში წამყვანი პარტიებია ნორვეგიის სოციალისტური, ლეიბორისტული და მწვანეთა პარტიები.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2020 წლის მონაცემებით ქალაქში 693 491 ადამიანი ცხოვრობს. ქალაქ-თანამგზავრებთან ერთად ოსლო ქმნის აგლომ ერაციას, რომელის მოსახლეობა 1,5 მილიონს აღემატება. ქალაქის მოსახლეობა ბოლო წლებში რეკორდულად იზრდება, წლიურად 2%-ით (ბოლო 15 წელიწადში კი 17%-ით არის მომატებული) და სკანდინავიაში უსწრაფესად მზარდი ქალაქია უკვე. მოსახლეობის ზრდა როგორც შობადობის მკვეთრ მატებასთან, ასევე, ემიგრანტების რაოდენობის აწევასთან არის დაკავშირებული. ემიგრანტები კი ბოლო ხანებში პოლონეთიდან და ბალტიისპირეთიდან გადადიან ოსლოში.
უკანასკნელი მონაცემებით, ოსლოს მოსახლეობის 25% (140 000 ადამიანი) ემიგრანტებისგან შედგება. ემიგრანტთა უმეტესობა პაკისტანელია 20,036, შემდეგ მოსდევს სომალელთა დიასპორა 9,708, შვედები 7, 462 და შრი-ლანკელი თამილები 7,128. შედარებით მცირე ეთნიკური შემადგენლობაა წარმოდგენილი პოლონელების, ვიეტნამელების, თურქების, ერაყელების და დანიელების სახით. სტატისტიკის მიხედვით, ოსლოს მოსახლეობის 19 % დასავლურ სამყაროს არ ეკუთვნის. ქალაქში ცხოვრობენ პაკისტანელები (20,036) და შრი ლანკელი თამილები (7,128) ყველაზე მრავალრიცხვოვანი ეთნიკური უმცირესობაის სახით. მომდევნო ადგილებსს ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებიდან, ვიეტნამიდან, ფილიპინებიდან, თურქეთიდან, სომალიდან, ერაყიდან და მაროკოდან ჩასულები იკავებენ. ამ ფაქტორების გათვალისწინებით ოსლოს მოსახლეობა წლიურად, სტაბილურად, 2 %-ით იზრდება და სკანდინავიაში ყველაზე სწრაფმზარდი ქალაქის სახელითაც სარგებლობს. მოსახლეობის ზრდას ხელს ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან შობადობის მაღალი მაჩვენებელიც უწყობს. განსაკუთრებული სიმკვეთრე შეიმჩნევა პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების იმიგრანტთა მხრიდან, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც 2004 წელს ეს ქვეყნები ევროკავშირის წევრი ქვეყნები გახდნენ.
რაოდენობრივი სტატისტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | მოსახლეობა |
---|---|
1801 | 9,500 |
1825 | 15,400 |
1855 | 31,700 |
1875 | 76,900 |
1900 | 227,900 |
1925 | 255,700 |
1951 | 434,365 |
1960 | 471,511 |
1970 | 487,363 |
1980 | 454,872 |
1990 | 458,364 |
2000 | 507,467 |
2002 | 529,407 |
2006 | 538,411 |
2008 | 560,484 |
2013 | 623,966 |
ტრანსპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საჰაერო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოსლოს გარდერმოენის აეროპორტი სკანდინავიაში მეორე ადგილზე დგას და სწრაფად მზარდ აეროპორტთა სიაში შედის. გარდერმოენს ემსახურება ჩქაროსნული რკინიგზა (Flytoget). სანდერფიორდის აეროპორტი, ტორპში (ვესტფოლდის მხარეში, 110 კილომეტრში). მოსის აეროპორტი, რიგეში (ოსტფოლდის მხარეში, 60 კილომეტრში)
საზღვაო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყოველდღიურად მუშაობს ბორანი, რომელიც მიცურავს კილის (გერმანია), კოპენჰაგენის (დანია) და ნოსედენის მიმართულებით. ასევე ყოველდღიურად გადაადგილდებიან ბორნები ოსლოს უბის აუზში შემავალი ქალაქების მიმართულებით.
სარკინიგზო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სადგური Oslo Sentralstasjon არის ოსლოს უმთავრესი რკინიგზის სადგური ოსლოში, საიდანაც მატარებლები გადიან: ტრონდჰეიმის, ბერგენის, სტოკჰოლმის (შვედეთი), გოთენბურგის (შვედეთი) და კოპენჰაგენის (დანია) მიმართულებით. 2004 წელს ნორვეგიული რკინიგზა ევროპაში პუნქტუალობით მესამე ადგილზე გავიდა, 2005 წლის პირველ ოთხ თვეში მატარებელთა გადაადგილების სიზუსტის მაჩვენებელი 92,9%-ს გაუტოლდა. ზამთრის განმავლობაში, დიდთოვლობისა და ნამქერის გამო ქვეყნის ცენტრალური მთიანეთის გადაკვეთაზე შესაძლოა სარკინიგზო დაკავშირება შეფერხებებით გახორციელდეს.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოსლოში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემას მუნიციპალური სატრანსპორტო კომპანია Oslo Sporveier მართავს. კომპანია მოიცავს მეტროს, ავტობუსსა და ბორანს, რომელსაც თავის მხრივ სახელმწიფო სარკინიგზო კომპანია NSB ამუშავებს. მთელს ოსლოში ერთიანი საბილეთი სისტემა მუშაობს, რომელიც ბილეთის მფლობელს ერთი საათის განმავლობაში საშუალებას აძლევს ტრანსპორტით უფასოდ გადაადგილდეს. 2004 წლის მონაცემებით, ოსლოს ტრანსპორტით 160 მილიონი მგზავრი გადაადგილდა, რომლის 85 % Oslo Sporveier-ის კუთვნილი სატრასპორტო საშუალებით ისარგებლა, დარჩენილმა 15% კი კერძო ტრანსპორტით.
ქალაქში არის ტრამვაი Oslotrikken, რომელსაც ექვსი ხაზი აქვს. ხაზები ოსლოს ცენტრში იკვეთება, ცენტრის დატოვების შემდეგ კი გარეუბნებისკენ განიტოტება. მეტროს სისტემაც ექვს ხაზს მოიცავს, ოღონდ ქალაქის დასავლეთიდან, ცენტრის გავლით, აღმოსავლეთისაკენ მიემართება. ოსლოს მეტროს სახელია T-bane და მიწისქვეშ არის განლაგებული. ბოლო წლებში ოსლოს მეტროპოლიტენმა ინტენსიურად განაგრძო ზრდა, ასე მაგალითად, 2004 წლიდან მოკიდებული, ყოველწლიურად ქალაქის მეტრპოლიტენს სამი-ოთხი სადგური ემატება. უნდა ითქვას, რომ მეტროში ჟეტონის ჩასაგდენი ავტომატური აპარატები, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში გამოიყენებოდა, ახლა ხმარებიდან არის გამოსული.
განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უმაღლესი სასწავლებლები:
- ოსლოს უნივერსიტეტი (Universitetet i Oslo)
- ოსლოს საუნივერსიტეტი კოლეჯი (Høgskolen i Oslo)
- მენეჯმენტის ნორვეგიული სკოლა (Handelshøyskolen BI)
- საინფორმაციო ტექნოლოგიების ნორვეგიული სკოლა (Norges Informasjonsteknologiske Høyskole)
- ოსლოს არქიტექტურისა და დიზაინის სკოლა (Arkitektur- og designhøgskolen i Oslo)
- სპორტისა და ფიზიკური განვითარების ნორვეგიული უნივერსიტეტი (Norges idrettshøgskole)[13]
- ნორვეგიის მუსიკის აკადემია (Norges musikkhøgskole)
- ნორვეგიის თეოლოგიის სკოლა (Det teologiske Menighetsfakultet - MF)
- ოსლოს ხელოვნების ეროვნული აკადემია (Kunsthøgskolen i Oslo KHIO)[14]
- ნორვეგიის საბუნებისმეტყველო უნივერსიტეტი (Universitetet for Miljø og Biovitenskap-UMB) located right outside of Oslo[15]
- ნორვეგიის სამხედრო აკადემია (Krigsskolen)
- ნორვეგიის ვეტერინარიული სკოლა (Norges Veterinærhøgskole)[16]
- ოსლოს ნატიფი ხელოვნების აკადემია (Statens kunstakademi)[17]
არქიტექტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პიპერვიკის ყურის აღმოსავლეთ ნაპირზე ძველი ქალაქის ნანგრევებია. მის ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთით გაშენებულია თანამედროვე ოსლოს ცენტრის რეგულარული კვარტლები. მთავარი ქუჩა კარლ-იუჰანს გატე მიემართება რკინიგზის ვაგზლიდან კლასიცისტური სამეფო სასახლისკენ (1824-1848; ჰ.დ.ფ. ლინსტოვი). ამ ქუჩაზე დგას კლასიცისტური სტილის უნივერსიტეტის შენობა, რომელიც აშენებულია 1838-1852 წლებში ჰ. გროშის მიერ. სააქტო დარბაზი აშენებულია 1910-1911 წლებში ჰ. სინდინგ-ლარსენის მიერ, მოხატულია ედუარდ მუნკის მიერ. მთავარ ქუჩასა და ნავსადგურს შორის დმებარეობს ქალაქის საქმიანი ნაწილი. სამრეწველო საწარმოები ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილშია, საცხოვრებელი უბანი კი დასავლეთ ნაწლში.
ღირსშესანიშნაობებია:
- ბაროკოს სტილის ტაძარი, 1690-იანი წლები
- ეკლექტიკური სტილის ეროვნული თეატრი, 1891-1899, არქიტექტორი ჰ. ბული
- დიდი მოედნები, მათ შორის ეიდსვოლის მოედანი პოეტ ვერგელანის ქანდაკებით.
- ბოტანიკური ბაღი.
- ეკლესია ჰამლე-არექს-კირკე — უძველესი, ჯერ კიდევ 1150 წლის ძეგლებში ხსენებული საყდარი.
- სტორთინგის სხდომათა შენობა (Storthings-Bygning, ეიდსვოლის მოედანზე).
- თავისუფალ ქვისმთლელთა ლოჟა.
- ეპისკოპოსის რეზიდენცია.
- ქალაქის რატუშა.
- ვიგელანდის სკულპტურათა პარკი.
- ჰოლმენკოლენის ოლიპმიური ტრამპლინი.
- ვიკინგთა ხომალდების მუზეუმი
- მუზეუმები: მუნკის, კონ-ტიკი, ფრამი და სხვა.
- ოსლოს ოპერის თეატრი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Climate Normals for Norway 1981–2010 fr. Météo Climat. ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი, 2018
- ↑ Weather extremes for Oslo Blindern fr. Météo Climat. ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი, 2018
- ↑ Oslo, Norway – Detailed climate information and monthly weather forecast en. Yu Media Group. ციტირების თარიღი: 2 ივლისი, 2019
|
|