ინგუშეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ინგუშეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი | |
---|---|
Ингушский государственный университет | |
დაფუძნდა | 1994 წელს |
ტიპი | საჯარო |
რექტორი | არსამაკ მარტაზანოვი |
სტუდენტი | 8978 |
მისამართი | ზიაზიკოვას ავენიუ N7, მაგასი, რუსეთის ფედერაცია |
მდებარეობა | მაგასი |
ქვეყანა | რუსეთი |
http://inggu.ru/ |
ინგუშეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი (რუს. Ингушский государственный университет, ინგშ. Гlалгlай паччахьалкхен университет) — საჯარო უნივერსიტეტი მაგასში, ინგუშეთის რესპუბლიკაში. იგი დაარსდა 1994 წელს და ითვლება რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა უნივერსიტეტად. 10 ფაკულტეტით და 42 აკადემიური განყოფილებით უნივერსიტეტი არის ყველაზე დიდი უმაღლესი სასწავლებელი რეგიონში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დაყოფისა და ინგუშეთის რესპუბლიკის დაარსებიდან ცოტა ხნის შემდეგ, 1992 წლის 4 ივნისს, ახლად ჩამოყალიბებულ ფედერალურ რეგიონში საჭირო გახდა ახალი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაარსება, რომელიც ეტაპობრივად გახდებოდა რესპუბლიკის მთავარი უნივერსიტეტი. შედეგად, 1994 წლის 23 აპრილს რუსეთის მთავრობის No380 განკარგულებით შეიქმნა ინგუშეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომლ��ს დამფუძნებელი იყო რუსეთის ფედერაციის უმაღლესი განათლების სახელმწიფო კომიტეტი.[1][2]
1994 წლის სექტემბერში უნივერსიტეტმა დაიწყო ფუნქციონირება და მდებარეობდა სტავროპოლის საფრენოსნო სკოლის ყოფილი ყაზარმის შენობაში, სოფელ ორჯონიკიძევსკაიაში.
2012 წლის 29 დეკემბერს ინგუშეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტული კომპლექსის ტერიტორიაზე საცურაო აუზი გაიხსნა. [3]
უნივერსიტეტში მუშაობს 508 პედაგოგი, მათ შორის 53 პროფესორი - მეცნიერებათა დოქტორი და 275 ასოცირებული პროფესორი - მეცნიერებათა კანდიდატი, რომელთაგან 26-ს აქვს „რუსეთის ფედერაციის უმაღლესი პროფესიული განათლების საპატიო მუშაკის“ წოდება. ისინი უზრუნველყოფენ ლექციებს 22 სფეროში. სტუდენტთა საერთო რაოდენობა 10 ათასს აღწევს.
დაარსებიდან თითქმის 10 წლის შემდეგ, ინგუშის სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს კამპუსები ინგუშეთის მთავარ ქალაქებში - ნაზრანი, სუნჟა და მაგასი, ახლად აშენებული კვლევითი ლაბორატორიებით და საერთო საცხოვრებლებით.
ფაკულტეტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფილოლოგიის ფაკულტეტი
- ეკონომიკის ფაკულტეტი
- ეკონომიკისა და ფინანსების ფაკულტეტი
- სამართლის ფაკულტეტი
- ისტორიის ფაკულტეტი
- მედიცინის ფაკულტეტი
- ქიმიისა და ბიოლოგიის ფაკულტეტი
- მათემატიკის ფაკულტეტი
- ინჟინერიის ფაკულტეტი
- სასოფლო-სამეურნეო ინჟინერიის ფაკულტეტი
- პედაგოგიკის ფაკულტეტი
სტრუქტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ინგუშეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპლექსი მოიცავს:
- 8 კორპუსი;
- 106 საკლასო ოთახი;
- 31 ლაბორატორია;
- 27 სალექციო დარბაზი;
- 17 კომპიუტერული ლაბორატორია;
- ბიბლიოთეკები 4 სამკითხველო დარბაზით;
- ელექტრონული ბიბლიოთეკა რუსეთისა და მსოფლიოს წამყვან კატალოგებზე წვდომით;
- სპორტ-დარბაზი;
- 3 სტადიონი, რომელთაგან ერთს აქვს ხელოვნური საფარი;
- საცურაო აუზი;
- ბინის ტიპის საერთო საცხოვრებელი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კვლევებისა და განვითარების 15 წელი
- ინგუშეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარქივებული 2021-01-20 საიტზე Wayback Machine.
- მეცნიერება ინგუში საზოგადოების ცხოვრებაში
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Decree of the Government of the Russian Federation of April 23, 1994 N 380 "On the Ingush State University" (In Russian)
- ↑ The Republic of Ingushetia. Chronicle of the formation of 1991-2002. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-01-13. ციტირების თარიღი: 2020-10-03.
- ↑ first swimming pool was built in Ingushetia დაარქივებული 2014-03-18 საიტზე Wayback Machine. (In Russian)