ვარაზ-ბაკური
იერსახე
(გადამისამართდა გვერდიდან ვარაზ-ბაქარი)
ვარაზ-ბაკური | |
---|---|
იბერიის მეფე | |
წინამორბედი: | მითრიდატე V |
მემკვიდრე: | თრდატი |
დინასტია: | ფარნავაზიანი |
მამა: | მითრიდატე V |
ვარაზ-ბაკური, ვარაზ-ბაქარი — იბერიის მეფე IV საუკუნის II ნახევარში. აიგივებენ ამიანე მარცელინუსთან მოხსენიებულ ასფაგურთან, რომელიც 368 წელს რომაელთა მომხრე საურმაგის განდევნის შემდეგ გაამეფეს ირანელებმა. 370 წელს ვარაზ-ბაკური იძულებული გახდა დაებრუნებინა საურმაგისათვის მტკვრის სამხრეთით მდებარე ქართლის ნაწილი. 70-იანი წლების ბოლოს ვარაზ-ბაკურმა ირანელთა დახმარებით ისევ გააერთიანა ქართლი. ქართული წყაროების თანახმად, ვარაზ-ბაკურის დროს ირანელებმა პირველად დახარკეს ქართლი. მის დროსვე პირველად იხსენიება თბილისი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯანაშია ლ.-ნ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 166.
- გოილაძე ვ., ფარნავაზიანთა სახლის ქრისტიან მეფეთა ქრონოლოგია, ჟურნ. „მნათობი“, № 3, თბ., 1990
- ჯანაშია ლ., აღმოსავლეთ საქართველო (ქართლი) IV-V სს. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. II. თბ. 1973
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წინამორბედი: მითრიდატე V |
იბერიის მეფე 379–393 |
შემდეგი: თრდატი |
|