შინაარსზე გადასვლა

აშშ-ის ვირჯინის კუნძულები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ამერიკის ვირჯინიის კუნძულები)
აშშ-ის ვირჯინის კუნძულები
ინგლ. United States Virgin Islands
აშშ-ის ვირჯინის კუნძულები
აშშ-ის ვირჯინის კუნძულების
დევიზი: «United in Pride and Hope»
ჰიმნი: «Virgin Islands March»
აშშ-ის ვირჯინის კუნძულების მდებარეობა
დედაქალაქიშარლოტ-ამალია
18°21′ ჩ. გ. 64°56′ დ. გ. / 18.350° ჩ. გ. 64.933° დ. გ. / 18.350; -64.933
ოფიციალური ენა ინგლისური
ფართობი
 -  სულ 346,36 კმ2 (202)
მოსახლეობა
 -  2000 შეფასებით 108 448 (191)
 -  სიმჭიდროვე 354 კაცი/კმ2 
ვალუტა ამერიკული დოლარი
დროის სარტყელი UTC-04:00
Internet TLD .vi
სატელეფონო კოდი 1

აშშ-ის ვირჯინის კუნძულები (ინგლ. United States Virgin Islands), აგრეთვე ეძახიან ვირჯინიის კუნძულები ამერიკის შეერთებულ შტატებში (ინგლ. Virgin Islands of the United States) — კუნძულების ჯგუფი კარიბის ზღვაში და წარმოადგენს აშშ-ის კუნძულოვან ტერიტორიას. ეს ტერიტორია გეოგრაფიულად მდებარეობს ვირჯინის არქიპელაგში, აქვე მდებარეობს დიდი და მცირე ანტილის კუნძულები. ვირჯინის კუნძულების აღმოსავლეთი სანაპირო მდებარეობს ატლანტის ოკეანის სანაპირო ზოლში.

აშშ-ის ვირჯინის კუნძულების ტერიტორია შედგება შემდეგი კუნძულებისგან: სენტ-კროიქსი, სენტ-ჯონი და სენტ-ტომასი, აშშ-ის ამ ტერიტორიაში შედის სხვა მცირე კუნძულებიც. ვირჯინიის კუნძულების ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი შარლოტ-ამალია, კუნძულების სართო ფართობი შეადგენს 346,4 კმ²-ს, 2000 წლის აღწერის შედეგად აქ ცხოვრობს 108 612 ადამიანი.[1]

1493 წელს ეს ტერიტორია ქრისტეფორე კოლუმბმა აღმოაჩინა. 1625 წლიდან ამ მიწებს ფრანგი კოლონისტები აკონტროლებდნენ, კარიბის ზღვის კუნძულების ჩაგდებისთვის ბრძოლა მიდიოდა მსოფლიოს დიდ იმპერიებს შორის. 1666 წელს კუნძული სენტ-ტომასი დანიის შემადგენლობაში შევიდა. აქ აგებული იქნა პორტი, ეკონომიკის თვალსაზრისით აქ დიდი რაოდენობით მოჰყავდათ შაქარი, ეს ყველაფერი დანიას დიდ შემოსავალს აძლევდა. 1917 წელს ვირჯინის კუნძულები 25 მილიონ დოლარად იყიდა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა.