შინაარსზე გადასვლა

გელა კეტაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გელა კეტაშვილი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
გელა გიორგის ძე კეტაშვილი
დაბადების
თარიღი
27 სექტემბერი, 1965 (1965-09-27) (59 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი,
საქართველოს სსრ
სიმაღლე 174 სმ
სათამაშო
პოზიცია
მცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1983 ტორპედო ქუთაისი 27 (0)
1984–1989 დინამო თბილისი 137 (4)
1990 იბერია თბილისი 9 (0)
1991 გურია ლანჩხუთი 7 (0)
1993–1994 თეთრი არწივი - (-)
1995 დინამო თბილისი 3 (0)
ეროვნული ნაკრები
1986–1988 სსრკ (ოლიმპიური) 11 (0)
1989 საბჭოთა კავშირი 3 (0)
1990 საქართველო 1 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშე��ა

გელა კეტაშვილი (დ. 27 სექტემბერი, 1965, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი ფეხბურთელი, მცველი. იცავდა ქუთაისის „ტორპედოს“, თბილისის „დინამოს“, ლანჩხუთის „გურიას“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული და ოლიმპიური ნაკრების ღირსებას. სეულის 1988 წლის ოლიმპიური ჩემპიონი საბჭოთა კავშირის ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობაში. ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველი და ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, ვინც ეს ტიტული მოიპოვა.[1]

საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1988), საქართველოს სპორტის რაინდი (2016). საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საიუბილეო მედლის (1999), საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორდენის (2003), ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის (2003), ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის (2018) და ღირსების ორდენის კავალერი.[2][3][4][5]

ორჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.[6][7]

ფეხბურთის თამაში დაიწყო 1976 წელს „ნორჩ დინამოელში“ მწვრთნელ სერგო აპრესიანთან.[8] 1981–1983 წლებში თამაშობდა ქუთაისის „ტორპედოში“, რომლის რიგებშიც უმაღლესი ლიგის 27 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 1984–1989 წლებში იცავდა თბილისის „დინამოს“ ღირსებას.

„დინამოში“ მისი პირველი გამოსვლა კიევში, 1984 წლის 22 თებერვალს, საკავშირო თასის გათამაშების 1/16-ფინალში, ადგილობრივი არმიის სპორტული კლუბის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში შედგა. თამაში თბილისელთა გამარჯვებით (2–0) დასრულდა. პირველი გოლი შეხვედრის 65-ე წუთზე მატჩის დებიუტანტმა გელა კეტაშვილმა გაიტანა.[9][10]

საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების ფარგლებში მონაწილეობა მიიღო უეფა-ს თასის 1987–1988 წლების გათამაშების ხუთ შეხვედრაში — სოფიის „ლოკომოტივის“ (3–0), ბუქარესტის „ვიქტორიას“ (2–1 და 0–0) და ბრემენის „ვერდერის“ (1–2 და 1–1) წინააღმდეგ.

საერთაშორისო მატჩები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
თარიღი შეხვედრის ადგილი მოწინააღმდეგე ანგ. შეჯიბრება წყარო
1 30.09.1987 „დინამო არენა“, თბილისი, საქართველო ბულგარეთის დროშა „ლოკომოტივი“ სოფია 3–0 უეფა-ს თასი [11]
2 22.10.1987 სტადიონი „დინამო“, ბუქარესტი, რუმინეთი რუმინეთის დროშა „ვიქტორია“ ბუქარესტი 2–1 უეფა-ს თასი [12]
3 04.11.1987 „დინამო არენა“, თბილისი რუმინეთის დროშა „ვიქტორია“ ბუქარესტი 0–0 უეფა-ს თასი [13]
4 25.11.1987 „ვეზერშტადიონი“, ბრემენი, გერმანია გერმანიის დროშა „ვერდერი“ ბრემენი 1–2 უეფა-ს თასი [14]
5 09.11.1987 „დინამო არენა“, თბილისი გერმანიის დროშა „ვერდერი“ ბრემენი 1–1 უეფა-ს თასი [15][16]

საერთო ჯამში, თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში საკავშირო ჩემპიონატების 137 მატჩი ითამაშა და 4 გოლი გაიტანა.

სსრ კავშირის ჭაბუკთა ნაკრები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1980 წლიდან იყო საბჭოთა კავშირის ჭაბუკთა ნაკრები გუნდის წევრი, რომლის შემადგენლობაში ჩატარებულ 32 მატჩში 7 გოლი გაიტანა. [17]

სსრ კავშირის ახალგაზრდული ნაკრები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1984–1985 წლებში იყო საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრები გუნდის წევრი.[18] მის შემადგენლობაში 9 შეხვედრაში ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა.[19]

სსრკ ნაკრებში № 3621

1985 წელს მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი საბჭოთა კავშირში ჩატარდა. საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრები ოქროს მედლების ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად ითვლებოდა. ჯგუფურ ეტაპზე მასპინძელთა გუნდმა სამი შეხვედრიდან ორი მოიგო (ნიგერიასთან 2–1[20] და კანადასთან 5–0)[21] და ერთი ფრედ დაასრულა (ავსტრალიასთან 0–0).[22] მეოთხედფინალში ჩინეთს მოუგო (1–0), თუმცა ნახევარფინალი ესპანელებთან მატჩის შემდგომ პენალტებში დათმო (ძირითადი დრო 2–2, პენ. 3–4).[23] მესამე ადგილისთვის მატჩში საბჭოთა ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელები ამ ტურნირზე მეორედ დაუპირისპიდნენ ნიგერიელებს. შეხვედრა უგოლო ფრით დასრულდა, პენალტებში კი უფრო იღბლიანები სტუმრები აღმოჩნდნენ (ძირითადი დრო 0–0, პენ. 1–3).[24]

ჩემპიონატის 6 შეხვედრიდან კეტაშვილმა 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა.

სსრ კავშირის ოლიმპიური ნაკრები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1986–1988 წლებში იყო საბჭოთა კავშირის ოლიმპიური ნაკრები გუნდის წევრი.[25][26]

მის შემადგენლობაში მონაწილეობა მიიღო სეულის 1988 წლის ოლიმპიური თამაშების საფეხბურთო ტურნირის ყველა შეხვედრაში. ჯგუფურ ეტაპზე საბჭოთა კავშირის ოლიმპიურმა ნაკრებმა სამი შეხვედრიდან ორი მოიგო (არგენტინასთან 2–1 და ამერიკის შეერთებულ შტატებთან 4–2) და ერთი ფრედ დაასრულა (სამხრეთ კორეასთან 0–0). მეოთხედფინალში ავსტრალიას (3–0), ხოლო ნახევარფინალში იტალიას მოუგო (3–2) და ფინალში გავიდა, სადაც მეტად დრამატულ მატჩში ბრაზილია დაამარცხა (2–1), რომლის რიგებშიც ისეთი ვარსკვლავები თამაშობდნენ, როგორებიც მომავალი მსოფლიო ჩემპიონებირომარიო, ბებეტო, ტაფარელი, ჟორჟინიო, მაზინიო და სხვები იყვნენ.[27]

გელა კეტაშვილი პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონია ფეხბურთში.[28]

სსრ კავშირის ეროვნული ნაკრები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბჭოთა კავშირის ოლიმპიური ნაკრების შემდეგ, მან სამი თამაში ჩაატარა საბჭოთა კავშირის ეროვნულ ნაკრებში.

საქართველოს ეროვნული ნაკრები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს ეროვნული ნაკრების შექმნის შემდეგ — მან გუნდის პირველი კაპიტნის რანგში მონაწილეობა მიიღო ლიტვის ნაკრებთან გამართულ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში, თუმცა ეს იყო მისი ერთადერთი მატჩი საქართველოს ნაკრებში, რადგან გარკვეულ მიზეზთა გამო აქტიური საფეხბურთო კარიერა 25 წლის ასაკში დაასრულა.

საბჭოთა კავშირის ოლიმპიური ნაკრები
33 საუკეთესო
  • №2: 1989
  • №3: 1988

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
თემატური საიტები
AllFutbolist.ru · FootballFacts.ru · National Football Teams.com · Rusteam.Permian.ru · Sports-Reference.com · КЛИСФ
ვიდეო
SovSport.ru · სტატიები საიტზე sport-express.ru
ფოტო
ციფრული ფოტომატიანე „ივერიელი“
მედია
1tv.ge · Lelo.ge · mygoals.ge
  1. გელა კეტაშვილი — ერთადერთი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ფეხბურთში. 2015 წლის 27 ივლისს გელა კეტაშვილმა ოლიმპიურ ჩემპიონებთან ნინო სალუქვაძესთან და ზურაბ ზვიადაურთან, ასევე გინესის რეკორდსმენ თემურ დადიანთან ერთად მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ ევროპის XIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა: მან ჩირადღდანი თემურ დადიანს გადაულოცა, რომელმაც თავის მხრივ ის ნინო სალუქვაძეს გადააბარა. ესტაფეტა ზურაბ ზვიადაურმა დაასრულა.
  2. კარიერა ფრაზებში: გელა კეტაშვილი
  3. ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები: გელა კეტაშვილი
  4. ქართველი ოლიმპიური მედალოსნები: გელა კეტაშვილი / საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი დაბადების დღეს ულოცავს 1988 წლის სეულის ოლიმპიადის ჩემპიონს ფეხბურთში, სპორტის დამსახურებულ ოსტატს, ვახტანგ გორგასლის და ღირსების ორდენის კავალერს გელა კეტაშვილს.
  5. ოლიმპიური ჩემპიონები ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენებით დაჯილდოვდნენ / საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა ოლიმპიური ჩემპიონების ბრწყინვალების ორდენებით დაჯილდოების ცერემონია. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, პირველი რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო კვირეულის ფარგლებში, ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენებით დაჯილდოვდნენ.
  6. საბჭოთა კავშირის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სია — საბჭოთა კავშირის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიის შედგენა ხდებოდა საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის სეზონის შედეგების მიხედვით 1926 წლიდან არარეგულარულად, ხოლო 1948 წლიდან — ყოველწლიურად (1954 წლის გარდა).
  7. Список 33 лучших футболистов сезона в СССР — Список лучших футболистов сезона в СССР составлялся по итогам футбольного сезона (чемпионата) в СССР с 1926 года нерегулярно, а с 1948 года — ежегодно (кроме 1954 года).
  8. კარიერა ფრაზებში: გელა კეტაშვილი დაარქივებული 2016-04-20 საიტზე Wayback Machine. „...ნორჩ დინამოელში" 1964-1965 წლებში დაბადებული ბიჭების შერჩევას სერგო კოტრიკაძე ხელმძღვანელობდა. ორასი თუ სამასი ბავშვი მივედით სინჯებზე და საბოლოოდ ორმოცამდე ბიჭი დაგვტოვეს. მე, როგორც 1965 წელს დაბადებული, სერგო აპრესიანთან მოვხვდი. სანამ ცოცხალი ვარ, მის ამაგს ვერ დავივიწყებ — ბატონმა სერგომ ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში.“ — ლაშა გოდუაძე (სპეციალურად msy.gov.ge-სთვის).
  9. СКА (Киев) 0–2 "Динамо" (Тбилиси) Кубок СССР 1984. 22 февраля. 1/16 финала. Киев. Стадион "Динамо". 3000 зрителей. Источник: Андрей Б., личный архив — fc-dynamo.ru.
  10. გოდუაძე, ლაშა (16 თებერვალი , 2016). კარიერა ფრაზებში: გელა კეტაშვილი დაარქივებული 2016-04-20 საიტზე Wayback Machine. „...საოცნებო გუნდის მაისური პირველად 1984 წლის 22 თებერვალს მოვირგე — საკავშირო თასის 1/16-ფინალში კიევში არმიის სპორტულ კლუბს ვეთამაშეთ. მატჩი „დინამოს" სტადიონზე გაიმართა — ისეთი ცუდი პირობები იყო, კი არ ვთამაშობდით, ვწვალობდით, მაგრამ მე მაინც ბედნიერი ვიყავი. თან, ხუმრობა ხომ არაა: სადებიუტო შეხვედრაში გოლი გავიტანე — 65-ე წუთზე გავხსენი ანგარიში! მალე რამაზ შენგელიამ შეაგდო პენალტი და 2–0 მოვიგეთ!“
  11. «ДИНАМО» (Тбилиси) 3–0 «Локомотив» (София, Болгария) Кубок УЕФА сезона 1987/88 годов. 1/32 финала. II-й матч. Тбилиси. 30 сентября 1987 года. Стадион «Динамо» имени В. И. Ленина. 60 000 зрителей.
  12. «Виктория» (Бухарест, Румыния) 1–2 «ДИНАМО» (Тбилиси) Кубок УЕФА сезона 1987/88 годов. 1/16 финала. I-й матч. Бухарест. 22 октября 1987 года. Стадион «Динамо». 16 000 зрителей.
  13. «ДИНАМО» (Тбилиси) 0–0 «Виктория» (Бухарест, Румыния) Кубок УЕФА сезона 1987 / 88 годов. 1 / 16 финала. II-й матч. Тбилиси. 4 ноября 1987 года. Стадион «Динамо» им. В. И. Ленина. 45 000 зрителей.
  14. «Вердер» (Бремен, ФРГ) 2–1 «ДИНАМО» (Тбилиси) Кубок УЕФА сезона 1987/88 годов. 1/8 финала. I-й матч. Бремен. 25 ноября 1987 года. Визерштадион. 21 630 зрителей.
  15. «ДИНАМО» (Тбилиси) 1–1 «Вердер» (Бремен, ФРГ) Кубок УЕФА сезона 1987/88 годов. 1/8 финала. II-й матч. Тбилиси. 9 декабря 1987 года. Стадион «Динамо» им. В. И. Ленина. 80 000 зрителей.
  16. «ДИНАМО» (Тбилиси) - «Вердер» (Бремен, ФРГ) / Кубок УЕФА сезона 1987–88 годов. 1/8 финала. II-й матч. Тбилиси. 9 декабря 1987 года. Программка матча.
  17. Гела Георгиевич Кеташвили За юношеские сборные СССР провел 32 матчей и забил 7 голов.
  18. 1985 FIFA World Youth Championship
  19. Гела Георгиевич Кеташвили За молодежную сборную СССР провел 9 матчей и забил 1 гол.
  20. „Soviet Union 2–1 Nigeria“. 1985 FIFA World Youth Championship. First stage – Group C. 26 August 1985, Minsk / Dinamo Stadium. 14 ოქტომბერი, 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 სექტემბერი 2016. ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  21. Soviet Union 5–0 Canada. 1985 FIFA World Youth Championship. First stage – Group C. 29 August 1985, Minsk / Dinamo Stadium.
  22. Soviet Union 0–0 Australia. 1985 FIFA World Youth Championship. First stage – Group C. 24 August 1985, Minsk / Dinamo Stadium.
  23. Spain 2–2 Soviet Union – a.e.t. (1–1, 0–1) 4–3 PSO. 1985 FIFA World Youth Championship. Semi-finals. 04 September 1985, Moscow / Lenin Stadium. Spain win on penalties (4–3).
  24. Soviet Union 0–0 Nigeria. 1985 FIFA World Youth Championship. Match for third place. 07 September 1985, Moscow / Lenin Stadium. Nigeria win on penalties (1–3).
  25. Золото Сеула – Олимпийская сборная СССР – 1988 — Бразильцы впрочем тоже не отсиживались в обороне и атаковали довольно остро. Больше всего проблем доставлял „коротышка“, которого держал Кеташвили. „Никогда в жизни не видел такого подвижного игрока! Как ветер — стоило мне на секунду отвернуться, а Ромарио уже и след простыл.“ sports.ru.
  26. Победа века: Как черная икра принесла СССР футбольное золото Олимпиады. sportrbc.ru.
  27. კაკაურიძე, ალეკო (26 მარტი, 2018). როგორ გააჩერა გელა კეტაშვილმა ოლიმპიადის ფინალში ბრაზილიელი რომარიო „1988 წელს საბჭოთა კავშირის ნაკრებმა ოლიმპიადის ფინალში ბრაზილია დაამარცხა. იმ დღეს მთელი საქ��რთველო ხარობდა. გელა კეტაშვილმა გადამწყვეტ შეხვედრაში დიდებულად ითამაშა და თვით მრისხანე რომარიო არ გაანძრია. კეტაშვილი ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, ვინც ოლიმპიური ოქროს მედალი მოიგო.“
  28. ჯიქურაშვილი, სოფო (6 ოქტომბერი, 2010). ვინ და რატომ ჩააბარა გელა კეტაშვილს რომარიო და როგორ გაართვა მან თავი ამ რთულ დავალებას „ოლიმპიური ჩემპიონი გელა კეტაშვილი თავად გვიამბობს, როგორ მოხვდა 14 წლის ასაკში საბჭოთა კავშირის ჭაბუკთა ნაკრებში და როგორ შეძლო ტრავმირებულმა ოლიმპიური ოქროს მოგება.“