შაშვი
შაშვი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
შავი შაშვი (Turdus merula) | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Turdus (Linnaeus, 1758) | |||||||||||||
|
შაშვი (ლათ. Turdus) — ფრინველთა გვარი შაშვისებრთა ოჯახისა.
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მათი სხეულის სიგრძეა 21–30 სმ, მასა 150 გრამამდე. თავი პატარაა, ნისკარტი შედარებით გრძელი, მაღალი. ბოლო (კუდი) ჩვეულებრივ სწორად ჩაჭრილი ან მომრგვალებულია. ახალგაზრდა ფრინველის სამოსი ჭრელია; ზრდასრული ინდივიდების შეფერილობა — ერთფეროვანი (შავი, ყავისფერი, რუხი) ან დანაწევრებული (შავი, თეთრი, მურა, მოცისფრო-რუხი, წითური ან წაბლისფერი კონტრასტული არეებისა და ლაქებისაგან); მამლები ხშირად დედლებზე უფრო კაშკაშა ფერებში არიან გაფორმებული. ყველაზე მეტად ცვალებადი შეფერილობა მთის ანუ კუნძულის შაშვს (T. poliocephalus) აქვს, რომელსაც 50-მდე ქვესახეობა გააჩნია. შაშვის გვარის რიგ სახეობებს კაშკაშად აქვს შეფერილი ნისკარტი, ფეხები და კანის რგოლი თვალის გარშემო.
გავრცელება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ცნობილია დაახლოებით 65–80 სახეობა.[1] გავრცელებული არიან როგორც ძველ, ისე ახალ სამყაროში; 2 სახეობა შეყვანილია ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაზე. უპირატესად ტყის ფრინველები არიან, თუმცა რამდენიმე სახეობა ღია ლანდშაფტებშიც ბინადრობს. ჩრდილოეთში მცხოვრებ სახეობებს სეზონური გადაფრენები ახასიათებთ; მათი ნაწილი დიდ გუნდებს ქმნის. რიგ ქვეყნებში, ძირითადად კი სამხრეთ ევროპაში, შაშვები სანადირო ფრინველებს მიეკუთვნებიან.
ქცევა და კვება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ცქვიტი და მყვირალა ფრინველებია; ხშირად მიწაზე იკვებებიან. საკვებად იყენებენ მწერებს, ობობებს, ჭიაყელებს და მოლუსკებს, აგრეთვე ნაყოფებს (ძირითადად კენკრას). ზოგჯერ ზიანი მოაქვთ ხილისა და კენკროვანი კულტურების პლანტაციებისათვის.
გამრავლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მონოგამიური ფრინველებია. ბუდობენ ცალკეულ წყვილებად ან პატარა კოლონიებად ხეებზე, ბუჩქებსა და მიწაზე. ბუდე მასიური და ჯამისებურია. მისი მშენებლობის დროს მასალებს ჩვეულებრივ თიხით ან მიწით ამაგრებენ. სეზონზე 1–2 (იშვიათად 3) ბუდეს აკეთებენ და თითოეულში 4–7 კვერცხს დებენ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლოსკოტი ვ. მ., შაშვი[მკვდარი ბმული] // დიდი რუსული ენციკლოპედია [35 ტომად], მთ. რედ. ოსიპოვი ი. ს., ტ. 9, გვ. 362–363, მოსკ.: გამომც. დიდი რუსული ენციკლოპედია, 2004–2017.