ფარვიზ გულიევი
ეს სტატია ან განყოფილება სპეციალისტის ყურადღებას საჭიროებს. გთხოვთ დაგვეხმაროთ სტატიის გამართვაში. დეტალებისთვის იხილეთ განხილვის გვერდი |
ფარვიზ გულიევი აზერ. Pərviz Quliyev | |
---|---|
მშობლიური სახელი | Pərviz Quliyev |
დაბადების სახელი | ფარვიზ ასადოღლუ გულიევი |
დაბადების თარიღი |
19 იანვარი, 1942 ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → აზერბაიჯანი |
საქმიანობა | ფოტომხატვარი, ფოტოგრაფი |
ჯილდოები |
ფარვიზ ასადოღლუ გულიევი (აზერ. Pərviz Əsəd oğlu Quliyev; დ. 19 იანვარი, 1942, ბაქო) — საბჭოთა აზერბაიჯანელი ფოტომხატვარი. აზერბაიჯანის კულტურის დამსახურებული მოღვაწე (2008).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1961 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „აზერბაიჯანფილმში“ — თავიდან ფოტოლაბორანტად, შემდეგ მხატვარ ფოტოგრაფად, ხოლო 1967 წლიდან ფოტოსაამქროს უფროსად.
ფოტომხატვრის რანგში ფარვიზ გულიევის პირველი ნამუშევარი გახდა რეჟისორ ��ასიმ ოჯაგოვის მოკლემეტრაჟიანი ფილმი „მიზიდულობის ძალა“.
თავისი ცხოვრების შემდგომი 50 წელი, რომელიც მან აზერბაიჯანის კინემატოგრაფიის განვითარებას მიუძღვნა, სხვადასხვა აზერბაიჯანელი რეჟისორის 40-ზე მეტ ფილმზე მუშაობას მოანდომა.
1980 წელს იგი სსრკ-ის კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი გახდა.
თავისი ინიციატვით შექმნა ფოტო-არქივი, რომელშიც თავმოყრილია კინოსტუდია „აზერბაიჯანფილმის“ მიერ გადაღებული ყველა ფილმის ფოტოკადრი და ნეგატივი.
ფარვიზ გულიევი დაკავებული იყო აზერბაიჯანის კულტურის დღეების მომზადებით, რომელიც სსრკ-ს სხვადასხვა კუთხეში ტარდებოდა.
მონაწილეობდა კინოსტუდია „აზერბაიჯანფილმის“, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ფილმფონდისა და ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ფოიეს გაფორმებაში.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის ფილმფონდში კინოს ცნობილ მოღვაწეთა საიუბილეო ფოტო-სტენდებს აფორმებდა.
გულიევის ფოტონამუშევრები გამოყენებულია მრავალ წიგნში, ჟურნალში, კატალოგსა და პროსპექტებში, კონოენციკლოპედიის სტატიების ილუსტრაციებში, აგრეთვე მისი ნამუშევრები განთავსებულია ჰეიდარ ალიევის ფონდის მიერ შექმნილ საიტზე „აზერბაიჯანული კინო“.