შინაარსზე გადასვლა

კაზინო როიალი (2006 წლის ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„კაზინო როიალი“
რეჟისორი მარტინ კემპბელი
პროდიუსერი ბარბარა ბროკოლი
მაიკლ ჯ. უილსონი
სცენარისტი ნილ პერვისი
რობერტ უეიდი
პოლ ჰეგისი
იენ ფლემინგი
როლებში დენიელ კრეიგი
ევა გრინი
მადს მიკელსენი
ჯუდი დენჩი
ჯეფრი რაიტი
კომპოზიტორი დევიდ არნოლდი
დისტრიბუტორი Metro-Goldwyn-Mayer
Columbia Pictures
ქვეყანა 144 წთ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 150 მილიონი დოლარი
შემოსავალი 594.7 მილიონი დოლარი [1]
საიტი ოფიციალური საიტი

კაზინო როიალი (2006) — 21-ე ფილმი ჯეიმზ ბონდის შესახებ. გადაღებულია იენ ფლემინგის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით. მისი რეჟისორია მარტინ კემპბელი.

ეს იყო „კაზინო როიალის“ გადაღების მესამე მცდელობა. წინა ორიდან პირველი იყო სატელევიზიო სერიალის ეპიზოდი, ხოლო მეორე - 1967 წლის სატირული ჟანრის ფილმი.

მოცემულ ფილმში შეიცვალა ბონდის კონცეფცია, წარმოდგენილია მოვლენების ახალი ქრონოლოგია, რომელიც არ ჯდება არც ერთ წინა ფილმთან მიმართებაში. მაგალითად, ბონდს მცირე ხნის წინ აქვს მიღებული ორი ნულიანი თავისი კოდური სახელისათვის (ანუ მას ეწოდება 007). ფილმში ასევე წარმოდგენილია ნაკლებად გამოცდილი და უფრო ემოციური ბონდი.

მოქმედება მიმდინარეობს ჯეიმზის კარიერის დასაწყისში, სწორედ მაშინ, როდესაც მან ეს-ესაა მიიღო მოკვლის ლიცენზია. მაიამის აეროპორტში ტერორისტული აქტის თავიდან აცილების შემდეგ მას უყვარდება ვესპერ ლინდი - აგენტი, რომელიც მას გადასცემს სპეციალურ თანხას, რათა ჯეიმზმა იგი გამოიყენოს კაზინოში სათამაშოდ და ბოროტმოქმედების გამოსავლენად. ფილმში განვითარებული ამბები გრძელდება გაგრძელებაში, „უმნიშვნელო ნუგეში“.

მსახიობთა შერჩევა დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. პირს ბროსნანის მოყვარულებმა პროტესტი გამოხატეს, თუმცა, მიუხედავად ამისა, კრიტიკოსებმა ფილმი დადებითად შეაფასეს.

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

მას შემდეგ, რაც პრაღაში წარმატებულად იქნა განადგურებული ორი დამნაშავე, ბონდი ხდება აგენტი 007. მას ავალებენ ერთ-ერთი ორგანიზაციის პოვნას და ტერორისტ მოლაკას დაკითხვას, რომელიც მადაგასკარზე იმყოფება. მაგრამ ოპერაცია წარუმატებლად მიმდინარეობს. მოლაკა გარბის, ბონდი ცდილობს მის დაჭერას, მშენებლობაზე იწყება ჩხუბი, ხოლო მოლაკა იმალება თავისი ქვეყნის, ნამბუტუს საელჩოში. ბონდი სცემს ნამბუტუს ელჩს. რათა იქაურობა დატოვოს, იგი იძულებულია, მოკლას მოლაკა. მაგრამ მას თან აქვს დამნაშავის მობილური ტელეფონი, რომლითაც პოულობს ბაჰამის კუნძულებზე მყოფ ტერორისტ დიმიტრიოსს. ბონდი მიემართება კუნძულებზე და გაიცნობს დიმიტრიოსის მეუღლე სოლანჟს. მისგან ჯეიმზი დაადგენს, რომ დიმიტრიოსი მაიამიში გადაფრინდა. ბონდი მას მიჰყვება, მაგრამ დიმიტრიოსი აღმოაჩენს, რომ უთვალთვალებენ, ცდილობს ჯეიმზის მოკლავს, მაგრამ საბოლოოდ თავად იღუპება. სიკვდილის წინ იგი მობილური ტელეფონიდან აგზავნის იგივე გზავნილს, რაც მანამდე მოლაკმა გააგზავნა. ორივე გზავნილი განკუთვნილია პიროვნებისათვის, რომელიც ავიალაინერის აფეთქებას ცდილობს — ეს გეგმა ითვალისწინებს მისი მფლობელი ავიაკომპანიისადმი ნდობის დაკარგვას. თუმცა ბონდის ძალისხმევით, აფეთქებები აღიკვეთება.

MI-6-ისათვის ცნობილი ხდება, რომ დიმიტროსი პირდაპირ კავშირში იყო ლე შიფრთან, ტერორისტულ დაჯგუფებათა მსხვილ ბანკირთან, რომელსაც აფრიკელი ტერორისტების ვალი დარჩა - 106.206.000 აშშ დოლარი. რა „დაიბრუნოს“ ეს ფული, ლე შიფრი აწყობს პოკერის ტურნირს ცნობილ კაზინო როიალში, რომელიც ჩერნოგორიაში მდებარეობს. MI-6 იქ ბონდს მიავლენს, როგორც ბანქოს ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეს. ფულს, რომელიც ბონდს ტურნირზე მოსახვედრად სჭირდება, აგენტს გადასცემს იდუმალი ვესპერ ლინდი. თამაშის მსვლელობისას ჯეიმზი აღმოაჩენს, რომ ლე შიფრი სხვა მოთამაშეთა მოტყუებისას ნერვული ქცევით გამოირჩევა. ერთ-ერთი შესვენებისას ბონდი, მატისის დახმარებით, ლე შიფრის ინგალატორზე ამაგრებს სათვალთვალო ჩიპს. მისი დახმარებით ის დაადგენს ტერორისტის სასტუმროს ნომერს, მიემართება იქ და ესმის ყვირილები. ვესპერს და მას თავს ესხმის ორი უგანდელი აჯანყებული, რომლებიც ასევე მოატყუა ლე შიფრმა. ბონდი ორივეს კლავს. თამაშის ერთ-ერთი პარტიისას ჯეიმზს წამლავენ, მაგრამ ვესპერისა და MI-6-ის დახმარებით, იგი გადაურჩება გულის გაჩერებას. შემდეგი თამაშისას ბონდი ვა-ბანკზე მიდის, მაგრამ მთელ თანხას აგებს. იგი ვარაუდობს, რომ მის გეგმებზე ლე შიფრს ვიღაცამ უამბო.

ლინდი უარს ეუბნება ბონდს დამატებითი 5 მილიონი დოლარის გადაცემაზე და 007 სასოწარკვეთილ ნაბიჯს გადადგამს - აპირებს ლე შიფრის მოკვლას. ბონდს ეხმარება ცსბ-ს აგენტი ფელიქს რეიტერი, რომელიც ასევე გააგზავნეს ლე შიფრის ფულის მოსაგებად. მაგრამ მისი საქმეები არც თუ კარგად მიდის და ამიტომ იგი ბონდს სთავაზობს შემდეგ გეგმას - ლეიტერი ბონდის თამაშს დააფინანსებს, მაგრამ ჯეიმზის მოგების შემთხვევაში ლე შიფრს აიყვანს ცსბ, ხოლო 007 მიიღებს ფულს. ტურნირის ბოლოს ბონდი იგებს მთელ თანხას, 100 მილიონზე მეტ დოლარს. ლე შიფრი გადადის უფრო მძაფრ გეგმაზე - იტაცებს ვესპერ ლინდს და ავტომანქანით გარბის. ბონდი მათ საკუთარი „ასტონ მარტინით“ მისდევს და აღმოაჩენს, რომ ვესპერი შუა გზაზეა დატოვებული, დაბმულ მდგომარეობაში. რათა არ დაეჯახოს მას, ბონდი ტრასიდან გვერდზე ეშვება. მას პოულობენ ლე შიფრის მცველები და მიჰყავთ უცნობ ადგილზე, სადაც ლე შიფრი მას თავად აწამებს, რათა დაადგინოს იმ ანგარიშის პაროლი, რომელზეც ინახება მთელი მოგებული თანხა. უეცრად ჩნდება მკვლელი, რომელიც კლავს ლე შიფრს. სამედიცინო დახმარების შემდეგ ჯეიმზი ისვენებს ზღვასთან, ვესპერ ლინდთან ერთად. ისინი ერთმანეთს სიყვარულში გამოუტყდებიან. ბონდი გადაწყვიტავს, შეწყვიტოს მოკვლა და ვესპერს სთავაზობს მოგზაურობას, სანამ კარგ სამუშაოს იპოვნიან.

ვენეციაში, სადაც ორივე თაფლობის თვეზე იმყოფება, ბონდი მ.-ს წერს წერილს, რომელშიც სთხოვს, მიიღონ მისი თხოვნა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. მ. ურეკავს ჯეიმზს და ეუბნება, რომ მის მიერ მოგებული თანხა დღემდე არ იქნა გადარიცხული მთავრობის ანგარიშზე. ბონდი ურეკავს თავის ბანკირს, რომელიც აუწყებს, რომ სწორედ იმ წამს თანხა მისი ანგარიშიდან ირიცხება ვენეციაში მდებარე მოედნიდან. ჯეიმზი მიხვდება, რომ ლინდმა იგი მოატყუა და ვენეციაში მიემართება. ვესპერი მძევლად აჰყავს დამნაშავეებს, რომლებსაც მისგან ფული უნდა მიეღოთ. ბონდი ცდილობს ვესპერის ჩაკეტილი ლიფტიდან გათავისუფლებას, მაგრამ ამ დროს სახლი, რომელშიც ლიფტი მდებარეობს, იწყებს ჩაძირვას. ვესპერი იღუპება გადარჩენის ყოველგვარი შანსის გარეშე.

მ. უამბობს ბონდს, რომ ვესპერმა მთელი ფული მოიპარა მისთვის, რათა ჯეიმზისათვის არაფერი ევნოთ. ბონდი მობილურ ტელეფონზე აღმოაჩენს ვინმე მისტერ უაიტის ტელეფონის ნომერს, რომელიც სიკვდილის წინ ვესპერმა გამოუგზავნა. საკუთარ მამულში მისტერ უაიტი იღებს ყურმილს და ესმის ბონდის ხმა. ჯეიმზი ესვრის მას. უაიტი დაჭრილია და ცდილობს სახლში შეღწევას. სახლის კიბეებზე მისულს ბონდი დაადგება და მიმართავს: „მე ვარ ბონდი. ჯეიმზ ბონდი“. ეს მოვლენები გრძელდება ფილმში „უმნიშვნელო ნუგეში“.

ფილმში ასევე მონაწილეობს რიჩარდ ბრენსონი[2].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. http://www.boxofficemojo.com/movies/?id=jamesbond21.htm
  2. „BA cuts Branson from Bond movie“. BBC News. 21 April 2007. ციტირების თარიღი: 23 October 2008.