იზაბელ დე ვალუა (1348-1373)
იზაბელ დე ვალუა | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1 ოქტომბერი, 1348 |
გარდაცვალების თარიღი | 11 სექტემბერი, 1373, (24 წლის) |
ეროვნება | ფრანგები |
წოდება | ვერტუს გრაფინია |
რელიგია | კათოლიციზმი |
მეუღლე(ები) | ჯან გალეაცო, მილანის ჰერცოგი |
შვილ(ებ)ი |
ჯან გალეაცო აცონე ვალენტინა, ორლეანის ჰერცოგინია კარლო |
მშობლები |
მამა: ჟან II, საფრანგეთის მეფე დედა: ბონა ლუქსემბურგელი |
იზაბელ დე ვალუა (ფრანგ. Isabelle de Valois, იტალ. Isabella di Valois; დ. 1 ოქტომბერი, 1348 — გ. 11 სექტემბერი, 1373) — ვალუას დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე ჟან II-ისა და მისი პირველი ცოლის, ბონა ლუქსემბურგელის ნაბოლარა ქალიშვილი. მილანის ჰერცოგ ჯან გალეაცო ვისკონტის პირველი ცოლი.
ბიოგრაფია და შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იზაბელი დაიბადა 1348 წლის 1 ოქტომბერს შატო დე ვენსენში, საფრანგეთში. იგი იყო საფრანგეთის მეფე ჟან II-ისა და მისი პირველი ცოლის, ბონა ლუქსემბურგელის ნაბოლარა ქალიშვილი.
მისმა ბიძამ, სავოიის გრაფმა ამადეო VI-მ დააკავშირა იგი თავის მომავალ ქმარს, ვერტუს გრაფ ჯან გალეაცო ვისკონტის. მოგვიანებით იზაბელი და ჯან გალეაცო 1360 წლის 8 ოქტომბერს დაქორწინდნენ. იზაბელა მილანში 1361 წელს ჩავიდა, სადაც მას ვერტუს გრაფინიის წოდება მიენიჭა. მასა და ჯან გალეაცოს, ქორწინებიდან სულ ოთხი შვილი შეეძინათ:
- ჯან გალეაცო (1366-1376), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- აცონე (1368-1381), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- ვალენტინა (1371-1408), ცოლად გაჰყვა საფრანგეთის მეფე შარლ V-ის ვაჟს, ორლეანის ჰერცოგ ლუი I-ს. მისი შვილიშვილი იყო საფრანგეთის მეფე ლუი XII;
- კარლო (1373-1374), გარდაიცვალა ჩვილობაში;
იზაბელი 1373 წლის 11 სექტემბერს გადაჰყვა მეოთხე ბავშვზე მშობიარობას, 24 წლის ასაკში. ამის შემდეგ მისი ქმარი კიდევ ერთხელ დაქორწინდა თავისსავე ბიძაშვილ კატერინა ვისკონტზე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Lundy, Darryl. "The Peerage: Isabel de Valois". Retrieved 28 September 2009.
- Galeazzo Gian Galeazzo in: Storiadimilano.it .
|