შინაარსზე გადასვლა

გოლდფინგერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„გოლდფინგერი“
რეჟისორი გაი ჰემილტონი
პროდიუსერი ჰარი ზალცმანი
ალბერტ რ. ბროკოლი
სცენარისტი რიჩარდ მეიბაუმი
პოლ დენი
იენ ფლემინგი
ეფუძნება გოლდფინგერი
იენ ფლემინგი
როლებში შონ კონერი
გერტ ფრებე
ჰონორ ბლეკმენი
ჰაროლდ საკატა
კომპოზიტორი ჯონ ბარი
ოპერატორი ტედ მური
მონტაჟი პიტერ რ. ჰანტი
სტუდია Eon Productions
დისტრიბუტორი United Artists
ხანგრძლივობა 110 წთ.
ქვეყანა ბრიტანეთი
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 3 მილიონი დოლარი
შემოსავალი 124.9

გოლდფინგერი (ინგლ. Goldfinger) (1964) — მესამე ფილმი ჯეიმზ ბონდის შესახებ. გადაღებულია იენ ფლემინგის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით. ეს იყო პირველი ოთხი ფილმიდან, რომლებიც გადაიღო რეჟისორმა გაი ჰემილტონმა.

ფილმში ჯეიმზ ბონდი ეძებს აურიკ გოლდფინგერს, რომელიც გეგმავს ფორტ ნოქსის ოქროს საცავის ბირთვული ძალებით აფეთქებას.

გოლდფინგერი ითვლება ჯეიმზ ბონდის პირველ ოფიციალურ ბლოკბასტერად, რომლის გადაღების დანახარჯი ანაზღაურებული იქნა რეკორდულ დროში, მიუხედავად მცირე ბიუჯეტისა. ეს აგრეთვე იყო ბონდის პირველი ფილმი, რომელშიც მთავარ მუსიკალურ თემას ასრულებდა პოპულარული მომღერალი. ეს ტრადიცია ყველა ფილმში გაგრძელდა, გარდა ერთადერთისა - მისი აღმატებულების საიდუმლო სამსახურში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]