შინაარსზე გადასვლა

ანა ხახუტაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანა ხახუტაშვილი
დაბადების თარიღი 1886
დაბადების ადგილი მეჯვრისხევი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 2 სექტემბერი, 1960(1960-09-02)
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა საბავშვო მწერალი და მწერალი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
ალმა-მატერი ხარკოვის უნივერსიტეტი

ანა (ცქვიტი) ანტონის ასული ხახუტაშვილი (დ. 1886, მეჯვრისხევი (დღევანდელი გორის მუნიციპალიტეტი) — გ. 2 სექტემბერი, 1960, თბილისი) — ქართველი საბავშვო მწერალი.

საშუალო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ 1902 წელს მუშაობა დაიწყო ფოსტა-ტელეგრაფის უწყებაში, სადაც აქტიურად ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში, რისთვისაც 1906 წელს სამსახურიდან დაითხოვეს. 1907 წელს ჟურნალ „ნაკადულში“ გამოქვეყნდა ანა ხახუტაშვილის პირველი მოთხრობა „მიტოს გაბედულობა“. აქედან მოყოლებული, მისი მოთხრობები სისტემატურად იბეჭდებოდა „ცქვიტის“ ფსევდონიმით. 1909 წელს წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ სტიპენდია დაუნიშნა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მასწავლებლობდა ჯერ გორის, ხოლო შემდეგ თბილ��სის ქალთა გიმნაზიაში და თან ლიტერატურულ მოღვაწეობას ეწეოდა. 1916 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

  • მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1984. - 215გვ.
  • გაზაფხულის მერცხლები : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, საბლიტგამი, 1951. - 104გვ.
  • თომიკოს საჩუქარი : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, საბლიტგამი, 1949. - 244გვ.
  • იოსებ ლაღიაშვილი : რომანი (ავტორი). - თბილისი, 1941. - 189გვ.
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 399, თბ., 1994