შინაარსზე გადასვლა

ხობის მუნიციპალიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასაბეჭდი ვერსია აღარ არის მხარდაჭერილი და შეიძლება ჰქონდეს რენდერის შეცდომები. გთხოვთ, განაახლოთ თქვენი ბრაუზერის სანიშნეები და გამოიყენეთ ბრაუზერის თავისი ბეჭდვის ფუნქცია.
ადმინისტრაცი��ლი ერთეული
ხობის მუნიციპალიტეტი
დროშა გერბი

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ადმ. ცენტრი ხობი
კოორდინატები 42°19′00″ ჩ. გ. 41°54′00″ ა. გ. / 42.31667° ჩ. გ. 41.90000° ა. გ. / 42.31667; 41.90000
ფართობი 659.2 კვადრატული კილომეტრი
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 27 800[1] კაცი (2021)
სიმჭიდროვე 46,3 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,59 %
რუსები 0,22 %
უკრაინელები 0,10 %[2]
სარწმუნოებრივი შემადგენლობა მართლმადიდებლები 97,18 %
მუსლიმები 1,75 %[3]
სასაათო სარტყელი UTC+04:00
ოფიციალური საიტი http://www.khobi.ge/
ხობის მუნიციპალიტეტი — საქართველო
ხობის მუნიციპალიტეტი
ხობის მუნიციპალიტეტი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ხობის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რაიონი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში.

გეოგრაფია

მუნიციპალიტეტის ტერიტორია 676 კმ²-ს შეადგენს და განთავსებულია ზღვის დონიდან 2470 მ-მდე სიმაღლეზე. განეკუთვნება კოლხეთის დაბლობის სუბტროპიკულ ნოტიო კლიმატურ ზონას და ხასიათდება თბილი ზამთრითა და ცხელი ნოტიო ზაფხულით. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა +14 °C-ია. მდიდარია ჰიდრორესურსებით, უხვადაა დაქსელილი მიწის ზედა წყლებით, ასევე შიგა წყლებით, ბევრია ჭაობი, მცირე ტბა და თერმული (გოგირდოვანი) წყლები. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 22 % უკავია ტყეს (ძირითადად ფოთლოვანი ჯიშები). ბუნებრივი მცენარეულობა უმთავრესად შეცვლილია კულტურული მცენარეულობით.

მოსახლეობა

სულ 30 548 (დევნილთა ჩათვლით). 99,59 % ქართველი (2014).

რაიონი/მუნიციპალიტეტი[4] 1959 წ. აღწ. 1970 წ. აღწ. 1979 წ. აღწ. 1989 წ. აღწ. 1991' 2002 წ. აღწ. 2014 წ. აღწ. 2016' 2017' 2018'
ხობის 31 280 37 653 38 092 38 939 39 400 41 240 30 548 30 100 29 007 29 200

მმართველობა

ადმინისტრაციული ერთეულები

მუნიციპალიტეტში არის 1 ქალაქი და 21 ადმინისტრაციული ერთეული 56 სოფლით.

  • 1 ქალაქი — ხობი;
  • 15 თემი — ახალსოფელი, ახალი ხიბულა, ბია, გურიფული, ზემო ქვალონი, თორსა-დღვაბა, ნოჯიხევი, პირველი მაისი, საჯიჯაო, ქარიატა, ქვემო ქვალონი, შუა ხორგა, ჭალადიდი, ხამისკური, ხეთა;
  • 6 სასოფლო თემი — პატარა ფოთი, პირველი ხორგა, საგვიჩიო, ყულევი, შავღელე, ძველი ხიბულა.

საკრებულო

პარტია 2017[5] 2021[6] ამჟამინდელი საკრებულო
  ქართული ოცნება 29 20                                        
  ახალი 10[]                    
  საქართველოსთვის 2    
  ნაციონალური მოძრაობა 3 1  
  ხალხის ძალა 1[]  
  დამოუკიდებელი 2[]    
  ევროპული საქართველო 2
  ლეიბორისტული პარტია 1
  პატრიოტთა ალიანსი 1
  შენების მოძრაობა 1
სულ 37 36  

რესურსები ინტერნეტში

შენიშვნები

  1. გამოეყო ენმ-ს.[7]
  2. გამოეყო ქართულ ოცნებას.[8]
  3. ნუგზარ შუშანია და მაკა ჩარტია - გარიცხეს პარტიიდან „საქართველოსთვის“.[9]

სქოლიო

  1. მოსახლეობის რიცხოვნობა რეგიონების და თვითმმართველი ერთეულების მიხედვით (XLS). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (1 იანვარი, 2021). ციტირების თარიღი: 2021-11-11.
  2. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  3. georgia-religion 2014
  4. Georgia division
  5. პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2017 გვ. 84-86. ცესკო. ციტირების თარიღი: 2022-07-12[მკვდარი ბმული]
  6. პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2021 გვ. 104-106. ცესკო. ციტირების თარიღი: 2022-07-12[მკვდარი ბმული]
  7. ხობის და ცაგერის ენმ-ის ფრაქციები გაუქმდა – დეპუტატები პარტია ახალს შეუერთდნენ (2024-03-29). ციტირების თარიღი: 2024-06-14
  8. ზუგდიდის საკრებულოს 2 წევრი "ხალხის ძალას" შეუერთდა (2022-10-25). ციტირების თარიღი: 2024-06-14
  9. გიორგი გახარიას პარტიაში ამბობენ, რომ ქართული ოცნების მიერ „მოსყიდული“ ორი წევრი გარიცხეს (2022-08-12). ციტირების თარიღი: 2024-06-21