შინაარსზე გადასვლა

სტოკჰოლმის ხელშეკრულებები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასაბეჭდი ვერსია აღარ არის მხარდაჭერილი და შეიძლება ჰქონდეს რენდერის შეცდომები. გთხოვთ, განაახლოთ თქვენი ბრაუზერის სანიშნეები და გამოიყენეთ ბრაუზერის თავისი ბეჭდვის ფუნქცია.

სტოკჰოლმის ხელშეკრულებები — ორი ხელშეკრულება, რომლის შედეგადაც დასრულდა ჩრდილოეთის ომი შვედეთს, ჰანოვერსა და ბრანდერბურგ-პრუსიას შორის.

1718 წელს შვედეთის მეფე კარლ XII მოკლეს ფრედრიკსტენის რაიონში საალყო სამუშაოების დროს. სამეფო ტახტზე ავიდა მისი და ულრიკა ელეონორა, რომელიც საქმეებში უსაზღვროდ ენდობოდა ქმარს, ფრედერიკ ჰესენელს, რომელსაც ეკავა შვედეთის არმიის მთავარსარდლის თანამდებობა. ფრედერიკმა გადაწყვიტა დაეთმო შვედეთის გავლენის სფეროების ნაწილი პოლიტიკური მოსაზრებებით, რათა რამდენიმე ქვეყანა ჩაერთო რუსეთთან ომში.

1719 წლის 9 ნოემბერს სტოკჰოლმში ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას შვედეთსა და ჰანოვერს შორის, რომლის თანახმად ჰანოვერს გადაეცა ბრემენ-ვერდენი.

1720 წლის 20 იანვარს სტოკჰოლმში ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას შვედეთსა და პრუსიას შორის, რომლის თანახმად პრუსიას გადაეცა შვედეთის პომერანია, ასევე ქალაქები შტე��ინი, დამი და გოლენიუვი. ხელშეკრულება ძალაში შევიდა 29 მაისს.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში