არის პულიანოსი
არის პულიანოსი | |
---|---|
ბერძ. Αρης Πουλιανος | |
დაბ. თარიღი | 24 ივლისი, 1924 |
დაბ. ადგილი | იკარია |
გარდ. თარიღი | 2 მარტი, 2021[1] (96 წლის) |
მოქალაქეობა | საბერძნეთი |
საქმიანობა | ანთროპოლოგი, არქეოლოგი და უნივერსიტეტის პროფესორი |
მუშაობის ადგილი | მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ნიუ-იორკის საქალაქო უნივერსიტეტი და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
არის პულიანოსი (ბერძ. Αρης Πουλιανος; დ. 24 ივლისი, 1924, იკარია – გ. 21 მარტი, 2021) — ბერძენი ანთროპოლოგი.
ბიოგრაფია
არის პულიანოსი დაიბადა 1924 წლის 24 ივლისს საბერძნეთის კუნძულ იკარიაზე. მეორე მსოფლიო ომის დროს იბრძოდა საბერძნეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის რიგებში და საბერძნეთის რესპუბლიკური არმიაში სამოქალაქო ომის პერიოდში (1946-1949). პულიანოსი სწავლობდა შუალედებით Queens College ნიუ-იორკში ბიოლოგიის ფაკულტეტზე 1948 წლიდან 1952 წლამდე, სამოქალაქო ომში მონაწილეობის გამო. შემდგომ მიიღო პოლიტიკური თავშესაფარი საბჭოთა კავშირში. 1961 წელს მას მიენიჭა მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში თემაზე „ბერძნების წარმოშობა“, სადაც მან უარყო გერმანული ანთროპოლოგიის თეორია, რომლის მიხედვით ბერძნები შერეულ სლავურ კატეგორიას განეკუთვნებოდენ და დაამტკიცა ბერძნების ანთროპოლოგიური უწყვეტობა წინაისტორიიდან დღემდე.
ანთროპოლოგიურ კვლევებში მონაწილეობა მიიღო საბჭოთა კავშირში მცხოვრებმა ათასობით ბერძენმა პოლიტიკურმა დევნილმა მათი კატეგორიზაცია მოხდა წარმოშობის ადგილების მიხედვით. არასაკმარისი ანთროპოლოგიური მასალის გამო, რომელიც ეხებოდა კრეტას პულიანოსმა დაასრულა კვლევა უკვე საბერძნეთში დაბრუნების შემდეგ და გამოიცა წიგნი „კრეტელების წარმოშობაზე“.
ამ შრომების ძირითადი იდეა მდგომარეობდა იმაში რომ პოლიტიკურ ემიგრანტებს, რომლებიც წარმოშობით იყვნენ იმავე რეგიონებიდან, ახასიათებდათ იგივე ანთროპოლოგიური მსგავსება რაც თავის მხრივ მიუთითებს ანთროპოლოგიურ უწყვეტობაზე.თავის მხრივ ეს დასტურდება სხვადასხვა ისტორიული პერიოდის და იმავე რეგიონებში აღმოჩენილი ჩონჩხების გამოკვლევით.
პულიანოსის განცხადებით, ეს კვლევები ეჭვის ქვეშ აყენებს ინდოევროპულ თეორიას. პულიანოსი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ანთროპოლოგიური თვალსაზრისით თანამედროვე ბერძნული მოსახლეობა არის პირდაპირი შთამომავლი უძველესი მოსახლეობისა, რომელიც თავის მხრივ, იყო შერეული ადგილობრივი ეგეოსის ანთროპოლოგიური ტიპის ადამიანის ეპირულ ტიპთან. გარდა ამისა, მან დაასკვნა, რომ დღევანდელი ალბანეთის, იუგოსლავიის, ბულგარეთის სამხრეთის მოსახლეობა ასევე თურქეთის ეგეოსის ზღვის სანაპიროს მოსახლეობა მიეკუთვნება ბერძენი მოსახლეობის საერთო ანთროპოლოგიურ ტიპს, ენის თუ რელიგიის განსხვავების მიუხედავად.[2]
1965 წლამდე პულიანოსი მუშაობდა სსრკ-ს მეცნიერებათა აკადემიის ანთროპოლოგიის განყოფილებაში, ხელმძღვანელობდა ექსპედიციებს რუსეთში, ბულგარეთში, რუმინეთში, იუგოსლავიაში, საქართველოში, ყაზახეთში, თურქმენეთში და უზბეკეთში. 1965 წელს იგი დაბრუნდა საბერძნეთში და გააგრძელა გამოკვლევები როგორც საბერძნეთის ტერიტორიაზე ისე საზღვრებს გარეთ, ესპანეთში და იაპონიაში, ნათელი მოფინა ბალკანეთის ნახევარკუნძულის და ევროპის მოსახლეობის წარმოშობას. 1969 წელს პულიანოსი იყო არჩეული ტოკიოს ანთროპოლოგიური კონგრესის თავჯდომარის მოადგილეთ, ხოლო 1979 წელს პულიანოსმა ჩამოაყალიბა საბერძნეთის ანთროპოლოგიური საზოგადოება. ასევე 1976 წელს საბერძნეთის კულტურის სამინისტროსთან არსებული პალეოანთროპოლოგიის და სპელეოლოგიის განყოფილება. პულიანოსი არის UNESCO-ს ანთროპოლოგიის და ეთნოლოგიის მეცნიერებათა საერთაშორისო საბჭოს მუდმივი წევრი. 2006 წელს არჩეულ იქნა ევროპის ანთროპოლოგიური საზოგადოების წევრად.
პეტრალონის მღვიმე და ტრიგლია
პულიანოსი უძღვებოდა პალეონტოლოგიურ გათხრებს პეტრალონის მღვიმეში, რომელიც 1959 წელს შემთხვევით იქნა აღმოჩენილი ფილიპ ხაძარიდისის მიერ, ტრიგლიას მიდამოებში, ქალკედონის ნახევარკუნძულზე და პლიოცენის პერიოდის სპილოების სასაფლაოზე პერდიკაში, დასავლეთ მაკედონია.
ერთ-ერთი თეზიზი მდგომარეობს იმაში, რომ პეტრალონის მღვიმეში აღმოჩენილი თავის ქალა არის 700 000 წლის, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეს უძველესი ადამიანი არის დღევანდელი ევროპელების წინაპარი. მისი განცხადებების მიხედვით ტრიგლიაში ზოგიერთი აღმოჩენის ასაკი 12 მილიონი წლის არის (homo erectus trigliensis).[3]
თავდაპირველად, 1964 წელს გერმანელი ანთროპოლოგების Ε. Breitinger და Ο. Sickenberg-ის მიერ დადგენილი პეტრალონის უძველესი ადამიანის თავის ქალას ასაკი არ აღემატებოდა 70 000 წელს. 1968 წელს, პულიანოსის მიერ ჩატარებული გათხრების შემდეგ, Sickenberg-მა (1971/5) გადახედა თავის შეფასებებს და მიუახლოვდა პულიანოსის აზრს. პულიანოსის კოლეგებში არსებული ყველაზე განსხვავებული შეფასებით თავის ქალას ასაკი განისაზღვრება 250 000-450 000 წლებით და მიეკუთვნება Homo Heidelbergensis.
პულიანოსი კი ადასტურებს, რომ თავის ქალა არის 400 000 წლის და არის ყველაზე ახლოს თანამედროვე ადამიანთან. კიდევ ერთი უთანხმოება, რომელიც ეხება ტრიგლიას, მდგომარეობს იმაში რომ დათარიღების მეთოდათ იქნა გამოყენებული პალეომაგნიტიზმი, რომლის მიხედვით აღმოჩენის ასაკი არის 12 მილიონი წელი, ხოლო როგორც თვლიან პულიანოსის ოპონენტები ეს მეთოდი უშედეგოა კონკრეტულ გეოლოგიურ გარემოში. პულიანოსის განცხადებით მოხდა საპასუხო რეაგირება და მიუთითებს პუბლიკაციაზე ჟურნალ „ანთროპოს“-ში რომელიც წარმოადგენს საბერძნეთის ანთროპოლოგიური საზოგადოები�� ორგანოს, რომლის ვებ-გვერდზე მსგავსი კრიტიკა აიხსნება როგორც „ანტიმეცნიერული და ანტიბერძნული წრეების გააფთრებული თავდასხმები, სახელმწიფო სტრუქტურების მხარდაჭერით“.[4]