შინაარსზე გადასვლა

გიგაურები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიგაურების საგვარეულო გერბი
ხევსურეთის სოფლები
ბროშურა გიგაურები

გიგაური - ხევსურული წარმოშობის ქართული სათემო გვარი. ფუძეში შეიცავს წინაპრის საკუთარ სახელს "გიგა", "გიგი", "გიგო". ეს ეპონიმური ტიპის გვარსახელია. გვარი გიგაური" სათავეს იღებს ბუდე ხევსურეთის, წყალსიქითის თემის სოფელ ბლოდან.

ისტორია

გადმოცემით ხევსურეთში ოთხი ძმა ცხოვრობდა გიგა, თეთრა, ზვიადი და წოწკა. გიგაურების წინაპარი გიგა სოფელ ბლოში დასახლდა. ზვიადაურების წინაპარი ზვიადი არდოტში გადავიდა. წოწკოლაურების წინაპარი წოწკურა ფშავში წავიდა და სოფელ მუქოში დასახლდა, ხოლო თეთრამ საცხოვრებლად სოფელი ჭიმღა აირჩია და მისგან თეთრაულების გვარი წამოვიდა. მთაში ეს გავრები დღესაც ბიძაშვილობენ ერთმანეთთან.

ბლოდან გიგაურები ოთხი მიმართულებით წავიდნენ არხოტისკენ, დათვისისკენ, წინა ფშავის და ერწო-თიანეთისკენ.

  • არხოტელი გიგაურები ხევში გადავიდნენ, ხოლო ხევიდან მათი ნაწილი ქსნისკენ წავიდა. არხოტელი გიგაურებისგან მომდინარეობენ მოხევე და ქსნელი გიგაურები.
  • დათვისელი გიგაურები არაგვზე დასახლდნენ ჭართლის თემში, ქართლის სოფლებში მოსახლე გიგაურები მეტწილად ქსნელი და არაგველი გიგაურების განაყარნი არიან.
  • წინა ფშაველი და ერწო-თიანეთელი გიგაურები ბარში, ძირითადად კახეთის სოფლებში დასახლდნენ.
ამჟამად ხევსურეთის ბლოში გიგაურების ერთი კომლი შემორჩა, ხოლო არხოტის და დათვისის ხევებში გიგაურები აღარ ცხოვრობენ.

მიგრაციის ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ ხევსურეთს შეუძლეძლო გამოეკვება მოსახლეობის მხოლოდ გარკვეული ნაწილი, მაგრამ ამის გარდა იყო ის იძულებითი აყრა რომელიც მე-17 საუკუნეს მეორე ნახევარში ზურაბ არაგვის ერისთავის ხევსურეთის დამორჩილების მცდელობას მოყვა, როდესაც ერისთავის ლაშქართან ბრძოლის გამო დაცოტავებული თემები წინააღმდეგობას ვეღარ უწევდნენ მას.

გიგაურთა შტონაყარი გვარები

ძველიდან ახალი გვარის წარმოშობა საყოველთაოდ გავრცელებული მოვლენა იყო მთელ საქ���რთველოში. ამ დროს გვარმოდენილობა უცვლელი რჩება. გიგაურთა გვარიდან მრავალი ახალი შტონაყარი გვარი წარმოიშვა. ძირად გიგაურები არიან:

გიგაური დიდი ხნის მანძილზე სათემო გვარი იყო. განაყოფებმა იცოდნენ, რომ ისინი საერთო წინაპრის შთამომავლები იყვნენ და ნებისმიერ დროს, რა გინდ ძლიერ გამრავლებულიყვნენ, ინახავდნენ ერთმანეთს შორის მჭიდრო კავშირს, ეგზოგამიურობას იცავდნენ.

საცხოვრებელი ადგილი

ლიტერატურა

  • ალექსანდრე ნაზღაიძე - კარიბჭე №7 3-16 აპრილი, 2008
  • აკად. ი. ახუაშვილი - ქართული გვარ-სახელები ტომი I
  • აკად. ი. ახუაშვილი; პროფ. ვაჟა გიგაური - ბროშურა გიგაურები

რესურსები ინტერნეტში