მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფილადელფია (აგრეთვე ფილა, ბერძნულიდან - „ძმური სიყვარულის ქალაქი“) — რიგით მეხუთე ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქი აშშ-ში და ამასთან პენსილვანიის უდიდესი აგლომერაცია, ტერიტორიიულად და მოსახლეობის რაოდენობით. 2004 წლის 1 ივლისის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა 1 470 151-ს შეადგენს.
ფილადელფია აშშ-ის ერთ-ერთი უძველესი და ისტორიულიად უმნიშვნელოვანესი ქალაქია. მან ამერიკის ისტორიაში კრიტიკული მნიშვნელობა შეასრულა. XVII საუკუნის გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის მეორე დედაქალაქი და აშშ-ის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქი იყო. ამ პერიოდში ის უსწრებს ბოსტონსა და ნიუ-იორკს პოლიტიკური და სოციალური მნიშვნელობით, ბენჯამინ ფრანკლინის ფილადელფიის აღმასვლაში გაწეული განსაკუთრებული წვლილის გამო.
ქალაქის ფარგლები ამავე სახელწოდების ქაუნტის არეს ემთხვევა კონსოლიდაციის აქტის მიღების შემდეგ 1854 წელს. მანამდე კი ქალაქი შემოიფარგლებოდა საუზ-სტრიტის, ვაინ-სტრიტისა და მდინარეები დელავერისა და შუილკილის შემოგარენით. ქალაქის ექსპანსიის შედეგად მან მოიცვა დასავლეთ ფილადელფიის, სამხრეთ ფილადელფიის, ჩრდილოეთ ფილადელფიისა და ჩრდილო-აღმოსავლეთ ფილადელფიის უბნები, ისევე როგორც გერმანტაუნი და ისეთი მცირე უბნები როგორიცაა როქსბორო, მანაიუნკი, მაუნტ-აირი და ჩესნატ-ჰილი.
ფილადელფია ასევე ერთ-ერთი უდიდესი საუნივერსიტეტო ქალაქია აშშ-ში 120.000-ზე მეტი სტუდენტით მხოლოდ ქალაქის ფარგლებში, ხოლო მის მეტროპოლიაში არსებული კოლეჯებისა და უნივერსიტეტების ჩათვლით კი 300.000-ზე მეტი სტუდენტით.